ინდოეთში შესასვლელი ვიზა ამჟამად გაიცემა სომხეთში, ქალაქ ერევანში მდებარე ინდოეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

 რას გულისხმობს ინდოეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაქეებისათვის ინდოეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთების საშუალებას უზრუნველყობს თვითონ ინდოეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება, რომელიც ქალაქ ერევანში მდებარეობს, სომხეთის ტერიტორიაზე.

თითოეულ თქვენგანს აქვს იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ პირადად განახორციელოს საბუთების შეტანა საკონსულოში, თუმცა ასევე შესაძლებელია განაცხადის ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით გაკეთება ამ მისამართზე: indianvisaonline.gov.in

​რა საბუთებია საჭირო ინდოეთში ტურისტის სტატუსით გასამგზავრებლად?

ინდოეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზის მიღების დროს პირველ რიგში ყურადღება ექცევა აპლიკანტის ფინანსურ მდგომარეობას. შესაბამისად, ყურადღებით და ნათლად უნდა წარადგინოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენს სოლიდურ ფინანსურ სტატუსს განამტკიცებს.

ასევე, თქვენგან საკონსულოს რეგისტრაციისათვის დასჭირდება მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა და ასევე ცნობა თქვენი დამსაქმებლისგან სამსახურის შესახებ. თუკი თქვენ ფლობთ პირად ბიზნესს, მაშინ უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი თქვენი მეწარმეობის შესახებ.

როგორც აღვნიშნეთ, ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ზემოთ თქმულ საბუთებთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა წარადგინოთ ფინანსური უზრუნველყოფის აღმნიშვნელი საბუთები, როგორიცაა ბოლო თვეების სახელფასო ამონაწერი და ა.შ

არასრულწლოვნების შემთხვევაში აუცილებელია მშობლების მიერ გაცემული თანხმობის წარდგენა შვილის გამგზავრებასთან დაკავშირებით. ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია წარადგინოთ ავია ბილეთისა და ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს ჯავშანიც. ასევე საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

მოსაკრებლის რაოდენობა

ტურისტული ვიზის განაცხადის შეტანისას თქვენ ვალდებული იქნებით გადაიხადოთ ტურისტული ვიზის მოსაკრებელი 60 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ხდება თვითონ ვიზის აპლიკაციის შევსებისას საბანკო ბარათის საშუალებით.

კონფერენს ვიზის მისაღებად საჭირო იქნება 47600 სომხური დრამის გადახდა, ხოლო ბიზნეს ვიზის მიღების მსურველებს სჭირდებათ 71400 სომხური დრამის გადახდა. როგორც წესი, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე წარმატებით იღებს ვიზას.

რა ვადებში ხდება ინდოეთის ვიზის გაცემა და რამდენი ხნითაა შესაძლებელი ინდოეთში დარჩენა?

ვიზაზე პასუხს 3 სამუშაო დღეში მიიღებთ საკონსულოში განაცხადის შეტანის შემდეგ, ხოლო ტურისტული ვიზის მიღების შემთხვევაში ერთჯერადი ვიზიტისას ინდოეთში მაქსიმუმ 30 დღით შეძლებთ გაჩერებას.

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბუტა ეარვეისი / Buta Airways
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ლარნაკის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments