მდინარე მაინზე გაშენებული ქალაქი ფრანკფურტი ევროპის ყველაზე დიდი ფინანსური ცენტრია, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება „ევროპის ცენტრალური ბანკი“.

ამ ქალაქს ძირითადად ბიზნეს და ფინანსური დანიშნულება აქვს და მას ხშირად როგორც ევროპის მეტროპოლისს ისე მოიხსენიებენ. თუმცა, ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ამ ქალაქს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ მის შესახებ.

გერმანიის ყველაზე საერთაშორისო ქალაქს მნიშვნელოვანი კულტურული დანიშნულება გააჩნია. აღსანიშნავია მისი არქიტექტურა, რომელიც თანამედროვეობისა და სიძველის შესანიშნავი ნაზავია.

ალბათ, მსოფლიოში ბევრი ისეთი ქალაქი არ მოიძებნებ, სადაც ცათამბჯენებითა და კოშკებით სავსე მოედნებიდან უცებ ძველებური სტილით გაშენებულ ქუჩებში გადაინაცვლებთ. ფრანკფურტი კი, ამ ულამაზესი კომბინაციის ნახვის საშუალებას მოგცემთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ასევე საშუალებას მოგცემთ ქალაქის ხმაურისგან დაღლილები  მოხვდეთ ისეთ რეკრეაციულ ზონებში, სადაც შეძლებთ დაისვენოთ ლამაზ და მშვიდ გარემოში.

ფრანკფურტი ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია, რადგან ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი პარკები და ასევე , ბოტანიკური ბაღი, სადაც სხვადასხვა ეგზოტიკური თუ ტროპიკული მცენარეების ნახვას შეძლებთ.

ასეთ მრავალფეროვან ქალაქში საქართველოდან მოსახვედრად თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ,რადგან ფრანკფურტის მიმართულებით რეისები სამივე აეროპორტიდან სრულდება.

თუმცა, თუ თქვენთვის ბიუჯეტური ფრენა პრიორიტეტულია, მაშინ საუკეთესო ვარიანტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, საიდანაც 2019 წლის 19 დეკემბრიდან პირდაპირი რეისების იწყებს ავიაკომპანია ვიზეარი. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი და 35 წუთი იქნება, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას სულ რაღაც 430 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ქუთაისი ფრანკპურტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 202628 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 793 -დან
14 October 202631 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 559 -დან
7 November 202617 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 443 -დან
1 December 202615 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 376 -დან
26 January 202730 January 2027DirectWizz Airავიაბილეთები 280 -დან
26 March 20272 April 20272 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 762 -დან
21 May 202721 May 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 1 138 -დან

თუ თქვენთვის მოგზაურობა კომფორტთანაა დაკავშირებული, ამ შემთვევაში თბილისის აეროპორტიდან Turkish Airlines -ის რეისით შეგიძლიათ ისარგებლოთ. მართალია, სტამბოლში გადაჯდომა და აეროპორტში მოცდა მოგიწევთ, მაგრამ იმ კომფორტის და მომსახურეობისთვის, რასაც ეს ავიაკომპანია გვთავაზობს, ნამდვილად ღირს .  რაც შეეხება ღირებულებას, ორი გზის ფასი 800 – დან 900 ლარამდე მერყეობს.

შედარებით ბიუჯეტური ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან სხვა ბევრი ავიაკომპანიით შეგიძლიათ შეიძინოთ. “PEGASUS” „UIA” “AEGEAN AIRLINES” “AIRBALTIC” – ეს იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ფრანკფურტში 750- დან 800 ლარის ფარგლებში მოგახვედრებენ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში “Turkish Airlines” – რეისებით შეძლებთ მხოლოდ სარგებლობას, ხოლო ორ გზას 950 – დან 1100 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ბათუმი ფრანკფურტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
12 October 202621 October 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 084 -დან
18 November 202625 November 20261 StopFly Oneავიაბილეთები 823 -დან
1 December 202621 December 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 110 -დან

არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიმარტივდეთ, ამისათვის შეგიძლიათ Avia.ge – ის საძიებო სისტემით ისარგებლოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.

ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაზაფხულო ფასდაკლებები ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიაავიაბილეთები დიუსელდორფის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted