ავიაკომპანია ვიზეარი აგრძელებს ჩვენს განებივრებას ახალი მიმართულებებით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ პირდაპირი ფრენებით სარგებლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმნი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი და ტურკუ.

Wizz Air Geprgia დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თანამედროვე, მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდებს ამატებს.

7 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენას მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან შეასრულებს. ეს მიმართულებებია : პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ 5 ახალი მიმართულებით განხორციელდება ფრენები : ნიურნბერგი, სტოკჰოლმი, ნიცა, ტურკუ და ჰერაკლიონი.

აქამდე საქართველოდან ფინეთის და სტოკჰოლმის მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლა არ განხორციელებულა. ახალ მიმართულებებზე შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩიგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა მოაწერეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან სულ რაღაც 4 თვეში, ვიზეარი მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავს და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ეს ყველაფერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავიაკომპანია ვიზეარს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პირდაპირი რეისიებით ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.

 ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ახლორციელებს ფრენებს. 2016 წლიდან კი რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც ვიზეარი წარმატებულად განაგრძობდა ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2017 წლის მაისში უკვე მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და 5 ახალი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაამატეს.

2018 წელს, როდესაც, ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა 95% გადაიყვანა (587,643) , საქართველოს ავიაციის ისტორიაში ის ბაზრის ლიდერი გახდა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა7 ივლისი 202514 ივლისი 2025FlyArystanავიაბილეთები 719 -დან
ათენი12 ივნისი 202518 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 258 -დან
აბუ დაბი11 ივლისი 202515 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 225 -დან
ბარსელონა6 ივნისი 20259 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 613 -დან
ბერლინი11 ივნისი 202518 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 465 -დან
ბრიუსელი9 ოქტომბერი 202512 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 524 -დან
ბუდაპეშტი8 ნოემბერი 202513 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 373 -დან
შუმკენტი4 აგვისტო 202528 აგვისტო 2025FlyArystanავიაბილეთები 717 -დან
დორტმუნდი26 ივლისი 20259 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 699 -დან
მემინგენი8 ივნისი 202515 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 575 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები სოფიას მიმართულებით
შემდეგი სტატიაპირველი ავიარეისი ტალინიდან ბათუმში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments