იაფი ფრენები ფლორენციის მიმართულებით
რენესანსის სამშობლო ფლორენცია ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ქალაქი კულტურის, არქიტექტურული სიდიადისა და ისტორიულობის იდეალური ნაზავია. მისი ფერადი და წვრილი ქუჩები კი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. ფლორენციაში მოგზაურობა ისაა, რაც ყველა ენთუზიასტი მოგზაურის გულს მოიგებს.
ფლორენციის მუზეუმები მსოფლიო დონის შედევრებს ინახავს. აქაურობა ერთი დიდი თავშესაყარია ხელოვნებისა და არქიტექტურული მშვენიერების. თუ დიდი ხანია მოგზაურობას გეგმავთ და დაუვიწყარი დღეების იტალიაში გატარებაზე არ იტყოდით უარს, შეიძინეთ იაფი ფრენები ფლორენციაში და ესტუმრეთ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქალაქს.

