ბალტიის ზღვის პირას მდებარე შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი იდეალური ადგილია საინტერესო მოგზაურობის დასაგეგმად. აქაური ბუნება, მოწესრიგებული ატმოსფერო, ფერადი ქუჩები და აქტივობების მრავალფეროვნება ნებისმიერი ტურისტისთვის კარგი მოგზაურობის წინაპირობებს შექმნის. სტოკჰოლმში 70-ზე მეტი მსოფლიო დონის მუზეუმიც დაგხვდებათ. აქ ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე გელით. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ სტოკჰოლმის შესახებ ინფორმაციას:
სტოკჰოლმი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ სტოკჰოლმში?
დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქის ხმაურისაგან შორს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ არეას სტოკჰოლმში მოგზაურობისათვის.
ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი (Gamla Stan (Old Town)) – ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარული და კომფორტულია ტურისტებისთვის. აქ ბევრი ისტორიული და კულტურული ნაგებობა დაგხვდებათ, მაგალითად ნობელის მუზეუმი ან სტოკჰოლმის კათედრალი. აქ გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ.
სოდერმალმი
სოდერმალმი (Södermalm) – ამ უბანში ყველანაირი ტიპის დასარჩენ ადგილს შეხვდებით. აქ დაგხვდებათ ქალაქის მუზეუმი, ასევე რესტორნები, კაფეები და სხვა გასართობი თუ სახელოვნებო სივრცეები.
ოსტერმალმი
ოსტერმალმი (Östermalm) – ეს უბანი ასევე აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ქალაქის ცენტრთან ახლოსაა. აქ დაგხვდებათ შვედეთის ისტორიისა და არმიის მუზეუმები. აქედან მარტივად შეძლებთ ქალაქში გადაადგილებას.
ნორმალ უბანი
ნორმალ უბანი (Norrmalm) – ასევე ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ოპერის სახლი თუ შვედეთის ეროვნული მუზეუმი. ამ უბანში კომფორტულად დასვენებასა და დარჩენას შეძლებთ.
ზოოპარკის უბანი
ზოოპარკის უბანი (Djurgårde) – ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ დაგხვდებათ აბასა და ნორმანული მუზეუმი. თუ ოჯახთან ერთად აპირებთ მოგზაურობას და მშვიდად ყოფნა გსურთ, მაშინ ამ უბანში დაჯავშნეთ დასარჩენი ადგილი.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ სტოკჰოლმში?
სტოკჰოლმში ბევრი ისტორიული თუ სახელოვნებო ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ. აქაური 70-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანია. დაბლა შემოგთავაზებთ სტოკჰოლმის ღირსშესანიშნაობებს.
სტოკჰოლმის სამეფო სასახლე
სტოკჰოლმის სასახლე (The Royal Palace) – ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რთულია იგი დაკვირვებული ტურისტის თვალს გამოეპაროს. იგი შუასაუკუნეებში ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, შემდეგ კი სამეფო სასახლედ გადაკეთდა და ბაროკოს არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დამშვენდა. დღეს იგი სტოკჰოლმის ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
შვედეთის ისტორიული მუზეუმი
შვედეთის ისტორიული მუზეუმი (Swedish History museum) – მე-18 საუკუნეში დაარსდა. იგი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე შვედეთის ისტორიისთვის მნიშვნელოვან არტეფაქტებს ინახავს. თუ ისტორიის მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ მას.
ნობელის მუზეუმი
ნობელის მუზეუმი (Nobel Prize Museum) – მიიღეთ ინსპირაცია ნობელის მუზეუმში, გაეცანით ნობელის პრემიის ლაურეატებს, ალფრედ ნობელსა და ფილმებსა თუ ნივთებს, რომლებიც ამ თემას ეხება.
"თავშესაფარი"
“თავშესაფარი” (Skansen) – უდიდესი და უძველესი მუზეუმი, რომელიც ღია ცის ქვეშაა მოწყობილი.
ფოტოგრაფიის ცენტრი
ფოტოგრაფიის ცენტრი (Fotografiska) – ამ ინსპირაციულ ცენტრში ფოტოგრაფიისა და საკვების მრავალფეროვნების გამოცდილებას მიიღებთ. ამ მუზეუმში ცენტრალური შვედეთი ხვდება მთელ ბალტიისპირეთს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ფოტოალბომები, წიგნები, საჩუქრები.
ABBA-ს მუზეუმი
ABBA-ს მუზეუმი – თუ მუსიკის მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. სტოკჰოლმში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ თავი მუსიკალური ბენდი ABBA-ს მეხუთე წევრად იგრძნოთ. ჯგუფის ინტერაქციული მუზეუმი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის სიამოვნებით მოსანახულებელ ადგილად რჩება.
SkyView
SkyView ტურისტებს სტოკჰოლმის 360 გრადუსიან ხედს სთავაზობს. შუშის გონდოლებით მგზავრობისას გაეცნობით შენობის ისტორიას და დატკბებით ულამაზესი შვედური ბუნებით.
პარადოქსის მუზეუმი
პარადოქსის მუზეუმი (Paradox Museum Stockholm) – ამ მუზეუმში კი დაამარცხებთ ფიზიკის კანონებს, გამოცდით სხვადასხვა სახალისო აქტივობას და დროს ძალიან მხიარულად გაატარებთ.
სამეფო შეიარაღება
სამეფო შეიარაღება (The Royal Armoury) – ამ მუზეუმში ბოლო 500 წლის შვედეთისა და საერთაშორისო ისტორიის ამსახველი არტეფაქტები ინახება. მუზეუმი ინტერაქციულია და აქ კარგ დროს გაატარებთ.
ვასას მუზეუმი
ვასას მუზეუმი (Vasa Museum) – აქ ინახება 1600-იან წლებში აღმოჩენილი გემი და მის გარშემო არტეფაქტები. მუზეუმში ფოტო-ვიდეო კოლექციასაც ნახავთ. თუ ზღვის სამყაროს აღმოჩენა გსურთ, ეწვიეთ ამ მუზეუმს.
დაჯავშნე სტოკჰოლმის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები სტოკჰოლმში
სად ვჭამოთ სტოკჰოლმში
სტოკჰოლმი კულინარიის მოყვარულებსაც კარგ ამბებს უქადის. აქ შეგიძლიათ ჩრდილოეთ ევროპის კულინარიულ რეცეპტებს გამოკრათ ხელი. დაბლა შემოგთავაზებთ სტოკჰოლმის ცნობილ კაფე-რესტორნებს.
კაფე-რესტორნები
cardamom bun – ამ ადგილას საუკეთესო შვედურ ტკბილეულს დააგემოვნებთ. ამ კაფეში იდეალური გარემო დაგხვდებათ განსატვირთად და დასასვენებლად.
Café & Bageri Pascal – ამ ადგილას ასევე ტკბილეულს დააგემოვნებთ. თანაც, ეს კაფე მდებარეობს შოპინგ ცენტრებთან ახლოს, ამიტომ საკმაოდ მარტივად მიაგნებთ მას.
Hötorgshallen – ამ უდიდეს კვების ცენტრში კი დაგხვდებათ ბევრნაირი ტიპის საჭმელი. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ან პოპულარული კერძები.
Östermalms Saluhall – ეს უძველესი ისტორიული კვების ცენტრია. ამ გასტრონომიულ ადგილას ბევრნაირი ტიპის კერძს ნახავთ.
ცნობილი ბარები სტოკჰოლმში
Pharmarium – ეს ბარი უამრავი ტიპის კოქტეილს დაგახვედრებთ და მარტივად შეძლებთ მის მყუდრო ატმოსფეროში თქვენი საყვარელი გემოს პოვნას.
A bar called Gemma – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარია სტოკჰოლმში. აქ შეძლებთ მრავალფეროვნებიდან თქვენი საყვარელი ალკოჰოლური სასმლის არჩვეას.
Bar Lilla Compagniet – ამ ბარში საკმაოდ მყუდრო ატმოსფერო და კარგი მომსახურება დაგხვდებათ. აქ შეძლებთ კარგად განტვირთვას დიდი დღის შემდეგ.
რესტორნები საუკეთესო ხედით
Glashuset Restaurant & Bar – ეს ბარ-რესტორანი კი საუკეთესო ხედებს გთავაზობთ. გარდა უგემრიელესი კერძებისა, აქ დატკბებით სტოკჰოლმის ლამაზი ბუნებით.
Mälarpaviljongen – ამ ადგილას კი გარდა უგემრიელესი კერძებისა და იდეალური მომსახურებისა, ულამაზესი ხედებით დატკბებით ქალაქის.
Gondolen – ამ ადგილას ასევე გემრიელი სამზარეულო დაგხვდებათ. აქ ვახშმობა განსაკუთრებით რეკომენდებულია მზის ჩასვლისას.
ახლოდან დანახული სტოკჰოლმი





სად ვიშოპინგოთ სტოკჰოლმში?
სტოკჰოლმში ყოფნისას შეგიძლიათ ეწვიოთ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, დიდ შოპინგ ცენტრებს ან ადგილობრივი წარმოშობის პროდუქცია შეიძინოთ. ძველ ქალაქშიც უამრავ მაღაზიას წააწყდებით, სადაც პრაქტიკული გამოყენების ან დეკორაციულ ნივთებს იპოვით.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრები სტოლჰოლმში?
Gallerian – ეს საშოპინგო ცენტრი 1976 წლიდან ემსახურება სტოკჰოლმის მოსახლეობას. აქ 50-ზე მეტ მაღაზიას ნახავთ. ერთი მაღაზიიდან მეორეში ვიზიტამდე კი შეგიძლიათ კაფე-რესტორნებს ეწვიოთ.
Sturegallerian – ეს საშოპონგო ცენტრი 1980-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. შენობას მდიდრული ინტერიერი აქვს და მაღალი კლასის ნივთებს სთავაზობს შოპინგისათვის მოსულ ადამიანებს. თანაც, აქ დაგხვდებათ მაღალი მომსახურების კვების პუნქტებიც.
Westfield Mall of Scandinavia – ეს მოლი სტანდინავიის მასშტაბით უდიდესია. აქ იპოვით 240-ზე მეტ მაღაზიას და 40-ზე მეტ კვების პუნქტს. ადგილზე არის კინოთეატრიც. აქ ყველანაირი ტიპის ნივთის შეძენას შეძლებთ.
წიგნების მოყვარულთათვის
წიგნების მოყვარულებისა და კოლექციონერებისთვის კარგი სიახლე გვაქვს – სტოკჰოლმში ბევრ წიგნის მაღაზიას წააწყდებით. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.
Aspuddens bokhandel och kafé – აქ უამრავ წიგნს იპოვით. თანაც, წიგნების შეძენის შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ მაღაზიის კაფეს და მიირთვათ აქაური კერძები ან დალიოთ ყავა.
Bokslukaren – ამ მაღაზიაში იყიდით საბავშვო წიგნებს. მაღაზიის კაფე კი შემოგთავაზებთ ადგილობრივ ტკბილეულსა და სასმელს.
Gamla Stans Bokhandel – ეს მაღაზია მთელი შვედეთის მასშტაბით ტურისტებსა და მოსახლეობას იზიდავს. აქ აღმოაჩენთ წიგნებს სკანდინავიურ თუ ინგლისურ ენებზე. თანაც, მაღაზია ქალაქის ძველ ბულვართან ახლოს მდებარეობს.
შოპინგი სტოკჰოლმის "ძველ ქალაქში"
ძველი ქალაქი სტოკჰოლმის ყველაზე ისტორიული უბანია, სადაც დიდი ხნის გატარება მოგიწევთ. ამიტომ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ მაღაზიას, სადაც პრაქტიკულ ნივთებს აარჩევთ.
Bågar & Glas – ამ მაღაზიაში მაღალი დონის სათვალეებს შეიძენთ. თუ სათვალის შეძენა გსურთ, ძველ ქალაქში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ამ მაღაზიას.
Christoffers Blommor – თუ ყვავილების მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ ამ მაღაზიას, იგი კვირაში 6 დღე მუშაობს და სტოკჰოლმში მოგზაურობისას თქვენს დღეებს ფერადი ყვავილებით გააფერადებს. ძველ ქალაქში სეირნობისას შეგიძლიათ შეიძინოთ ყვავილები ან უყიდოთ ისინი საყვარელ ადამიანებს.
Comics Heaven – კომიქსების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეს ადგილი. აქ უამრავ კომიქსს ნახავთ. თუ თავად ხართ კომიქსების მოყვარული ან გსურთ საყვარელ ადამიანს ორიგინალური საჩუქარი აჩუქოთ, ესტუმრეთ ამ ადგილს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი სტოკჰოლმში? მაშინ დაჯავშნე თბილისი სტოკჰოლმის ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო სტოკჰოლმში სამოგზაუროდ?
სტოკჰოლმში მოგზაურობა უმჯობესია დაგეგმოთ გვიან გაზაფხულსა ან ზაფხულში. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგი ამინდებია ქალაქში. განსაკუთრებით გირჩევდით ინვისში მოგზაურობას – ამ დროს ქალაქში ყველაზე დიდი დღესასწაული, მიდსომარი, იმართება. ამით ადგილობრივები ზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ, ყვავილებს კრეფენ და გვირგვინებს აკეთებენ. თანაც, ზაფხულში შვედეთში მზე თითქმის არც ჩადის. ამ პერიოდში ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. მართალია, ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი ტურისტია შვედეთში, თუმცა მოგზაურობისას ხელი მაინც არ შეგეშლებათ.
არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!
როგორ გადავაადგილდეთ სტოკჰოლმში?
სტოკჰოლმში გადაადგილებას შეძლებთ როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც საკმაოდ გამართულია ქალაქში.
ფეხით
ქალაქის ცენტრში ღირსშესანიშნაობები ერთმანეთიდან დაახოებით ათიოდე წუთის სავალზე მდებარეობს. შეგიძლიათ იქირავოთ ელექტრო-სკუტერიც. ფეხით უკეთ შეძლებთ ქალაქის აღმოჩენას.
მეტრო
სტოკჰოლმის მეტროს 3 ხაზი და 100-ზე მეტი სადგური აქვს. იგი ქალაქის ცენტრალურ უბნებს აკავშირებს გარეუბნებთან. სტოკჰოლმის მეტრო მოგემსახურებათ დილის 5-დან ღამის 1-ელ საათამდე.
ველოსიპედი
სტოკჰოლმში განსაკუთრებით უყვართ ველოსიპედით სიარული. იგი კარგადაა დამენეჯმენტებული და კონტროლირებადი ქალაქის საბჭოს მიერ. სტოკჰოლმში ნახავთ ბევრ ბას-ლაინსა და უფასო რუკებს ველოსიპედით მოგზაურებისათვის. თუმცა, იყავით მომზადებულები – სტოკჰოლმში ნებისმიერ დროს შეიძლება გაწვიმდეს.
ავტობუსი, ტრამვაი და მატარებელი
მათი გამოყენება ნაკლებად მოგიწევთ, რადგან მეტროთი საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ავტობუსის, ტრამვაისა და მატარებლის ბილეთი ვალიდურია 75 წუთის განმავლობაში. მისი შეძენა შეგიძლიათ მძღოლისაგან ან წინასწარ, მეტრო-სადგურებში. ბილეთის ღირებულება შეადგენს 42 შვედურ კრონას, ანუ 11 ლარს.
რომელია საუკეთესო პარკები სტოკჰოლმში?
სტოკჰოლმის ულამაზეს ბუნებაში გასეირნებას იდეალურად შეძლებთ მის პარკებში ვიზიტით. სტოკჰოლმის პარკები კარგად განტვირთვისა და დასვენების საშუალებას მოგცემთ.
ჰაგა პარკი
ჰაგა პარკი (Haga Park) – სტოკჰოლმის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი. იგი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს და საუკეთესო რეკრეაციულ არეას წარმოადგენს სტოკჰოლმში.
ჰუმლეგარდენი
ჰუმლეგარდენი (Humlegården) – ეს პარკი დიდი მწვანე სივრცეა სტოკჰოლმში. აქ მეფე კარლ ლინეუსის ქანდაკებაც მდებარეობს.
ობსერვატორიის პარკი
ობსერვატორიის პარკი (Observatorielunden) – თუ ქალაქის ხმაური შეგაწუხებთ, ეწვიეთ ამ ადგილს. აქ შეძლებთ კარგად დასვენებას და ქალაქის ბუნების ხედებით ტკბობას. პარკში დაგხვდებათ კაფეც, რომელიც უგემრიელეს ვაფლებს შემოგთავაზებთ.
ჰორნსბერგის პარკი
ჰორნსბერგის პარკი (Hornsbergs strandpark) – ამ პარკში სასეირნო ბილიკები დაგხვდებათ. იგი წყლის სანაპიროსთან მდებარეობს და იდეალურ ხედებს გთავაზობთ.
კუნგსტარდგარტენი
კუნგსტარდგარტენი (Kungsträdgården) – ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრების ადგილი. აქ უამრავი ფესტივალი და ღონისძიება იმართება. გაზაფხულზე ამ ბაღში მცენარეების ყვავილობას შეესწრებით, ზამთარში კი შეძლებთ ყინულზე სრიალს.
ვინადისის პარკი
ვინადისის პარკი (Vanadislunden) – პარკის სახელი ჩრდილოეთის ქალღმერთის ვინადისის სახელიდან მოდის. აქ სასეირნო ბილიკები და ხეთა რიგები დაგხვდებათ.
გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა სტოკჰოლმში? მაშინ იაფი ფრენები სტოკჰოლმში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები სტოკჰოლმზე
რამდენი დღეა საკმარისი სტოლკჰოლმის მოსანახულებლად?
მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
რა უნდა წავიღოთ სტოკჰოლმში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან სტოკჰოლმში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. სტოკჰოლმში ხშირად წვიმიანი ამინდებია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ გექნებათ საწვიმარი ან ქოლგა.
რით არის გამორჩეული სტოკჰოლმი?
სტოკჰოლმი კულტურული და ისტორიული ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანია თავისი ულამაზესი მწვანე ბუნებით.
რამდენად ძვირია სტოკჰოლმი?
ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, სტოკჰოლმში მოგზაურობა ძვირია. თუმცა, თუ წინასწარ შეიძენთ ავიაბილეთებს და დაჯავშნით დასარჩენ ადგილებს, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ მოგზაურობა.
რამდენად უსაფრთხოა სტოკჰოლმში მოგზაურობა?
სტოკჰოლმში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა ტურისტულ ადგილებსა და ხალხმრავალ სივრცეებში ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად ნივთებს.
როდის არის საუკეთესო დრო სტოლკჰოლმში სამოგზაუროდ?
ზაფხული იდეალური დროა სტოკჰოლმის მოსანახულებლად. განსაკუთრებით ივნისში დაგხვდებათ აქ კარგი თავგადასავლები.
რომელია სტოკჰოლმთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
BMA – სტოკჰოლმის ბრომას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 7 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან სტოკჰოლმში?
საქართველოდან სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთებს ნახავთ სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ მხოლოდ გადაჯდომით სამივე აეროპორტიდან.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან სტოკჰოლმში?
თბილისიდან შემოგთავაზებთ Pegasus -ის, Turkish Airlines -ის, Lot -ის, Austrian Airlines -ის და Lufthansa -ს ავიაბილეთებს. აქედან პეგასუსი დაფრინავს ქუთაისიდანაც, თურქეთის ავიახაზები კი ბათუმიდანაც.
როგორ შევიძინოთ სტოკჰოლმის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები პრაღაში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს სტოკჰოლმში მოგზაურობის წინ