იაფი ფრენები სტოკჰოლმში

იაფი ფრენები სტოკჰოლმის მიმართულებით

შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ხშირად ჩრდილოეთის ვენეციადაც კი მოიხსენიება წყლის არხების სიმრავლის გამო. ბალტიის ზღვისპირეთის შეუდარებელი ატმოსფერო ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს. სტოკჰოლმი თავს იწონებს 70-ზე მეტი მსოფლიო დონის მუზეუმით. აქაური არქიტექტურული სტილი, ხელოვნებისადმი სიყვარული და ჩრდილო-ევროპული კულტურა მნახველებში აღტაცებას იწვევს.

იაფი ფრენები სტოკჰოლმში ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნის დასაწყისი იქნება. შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეთ სტოკჰოლმის მოწესრიგებული ცხოვრება და მშვიდი, სუფთა გარემო. აქაურ ქუჩებში ფერად-ფერად ულამაზეს შენობებს შორის სეირნობა ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

სტოკჰოლმი შვედეთის უდიდესი ინდუსტრიული ცენტრის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მოგცემთ. გარდა ვიზუალური და კულტურული მშვენიერებისა, დედაქალაქი მთელ ჩრდილოეთ ევროპაში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდ როლს ასრულებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა სტოკჰოლმში?

საქართველოდან სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთებს ნახავთ სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. თბილისიდან ყველაზე ბიუჯეტურად, 278 ლარიდან ზემოთ შეძლებთ მგზავრობას, ქუთაისიდან 195 ლარიდან, ხოლო ბათუმიდან კი 441 ლარიდან. ავიაბილეთებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით სამივე აეროპორტიდან.

თბილისიდან შემოგთავაზებთ Pegasus-ის, Turkish Airlines-ის, Lot-ის, Austrian Airlines -ის და Lufthansa-ს ავიაბილეთებს. ლუფთანზა და Turkish Airlines -ი შედარებით მეტ კომფორტს შემოგთავაზებთ, დანარჩენი სამი კომპანია კი უფრო მეტად ბიუჯეტურ ავიარეისებზე კონცენტრირდება.

პეგასუსი ქუთაისიდანაც ასრულებს ფრენებს სტოკჰოლმის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომა შედარებით ხანგრძლივია, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტურ ფასებს გვთავაზობს. ბათუმიდან კი Turkish Airlines -ი ახორციელებს ფრენებს ყოველდღიურად, რომელიც სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით, სტოკჰოლმის არლანას აეროპორტში მოგახვედრებთ.

ქვემოთ ნახავთ სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთების ცხრილს საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 714 -დან
6 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 644 -დან
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 456 -დან
4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 692 -დან
17 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 972 -დან
18 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 890 -დან
20 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 835 -დან
23 დეკემბერი 202627 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 564 -დან
29 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 612 -დან
30 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 550 -დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 500 -დან
20 იანვარი 202725 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 474 -დან
1 მარტი 20276 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 508 -დან
7 აპრილი 202712 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 646 -დან
15 აპრილი 202724 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 578 -დან
2 მაისი 202711 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 781 -დან
19 ივნისი 202722 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 842 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 609 -დან
26 დეკემბერი 202610 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 602 -დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 751 -დან
29 ივნისი 20276 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 994 -დან
30 ივნისი 20277 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 196 -დან
1 ივლისი 20278 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 240 -დან
2 ივლისი 20279 ივლისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 065 -დან
3 ივლისი 202710 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 321 -დან
4 ივლისი 202711 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 361 -დან
5 ივლისი 202712 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 975 -დან
6 ივლისი 202713 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 292 -დან
7 ივლისი 202714 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 997 -დან
8 ივლისი 202715 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 124 -დან
9 ივლისი 202716 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 018 -დან
10 ივლისი 202717 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
11 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 187 -დან
12 ივლისი 202719 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 279 -დან
13 ივლისი 202720 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 330 -დან
14 ივლისი 202721 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 945 -დან
15 ივლისი 202722 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 997 -დან
16 ივლისი 202723 ივლისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 976 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
24 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 834 -დან

აღმოაჩინე სტოკჰოლმი

სად დავრჩეთ სტოკჰოლმში?

ჩვენ შემოგთავაზებთ ტურისტების მიერ კარგი შეფასებით პოპულარულ სასტუმროებს. ალტერნატივების მრავალფეროვნება თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სასტუმროს ნახვას გაგიმარტივებთ.

Scandic GO, Sankt Eriksgatan 20

ეს სასტუმრო მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. აქედან ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნით. სასტუმროს ნომრები სუფთა და მოწესრიგებულია. ინტერიერი მოდერნისტული სტილისაა და მყუდროობის განცდას ტოვებს. ტურისტები დადებითი შეფასებებით აღწერენ სასტუმროს მომსახურებას.

Hotel Expo Stockholm

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის კომფორტულ ლოკაციაზე მდებარეობს. მისი ნომრები ლამაზად და მყუდროდაა მოწყობილი. სასტუმროში შეგეძლებათ საუზმის სერვისითაც სარგებლობა. აქაური მომსახურე პერსონალი და სხვადასხვა სერვისი კი საშუალებას მოგცემთ თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.

Hotel Hornsgatan

ამ სასტუმროში დასვენება ჩრდილო ევროპული ცხოვრების სტილის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მოგცემთ. სასტუმროს არქიტექტურა და ნომრების ინტერიერი ადგილობრივების ცხოვრების ტიპს იმეორებს. სასტუმრო კარგად მისადგომ ადგილასაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქედან მარტივად ისარგებლებთ. თანაც, სასტუმროს მომსახურება მოიცავს საუზმესაც. ყველაფერთან ერთად, სასტუმროში დარჩენა საკმაოდ ბიუჯეტურად შეგეძლებათ.

Backstage Hotel Stockholm

ეს სასტუმრო მრავალმხრივ დაწინაურებულია. იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს. გარდა ამისა, აქ ბევრი ტიპის მომსახურება დაგხვდებათ, მაგალითად შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით ან აქვე მდებარე ბარითა თუ რესტორნით. თავად ნომრის საფასურში კი შედის საუზმეც.

რა ვნახოთ სტოკჰოლმში?

სტოკჰოლმი აღმოჩენების უსასრულო სიას შემოგთავაზებთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები სტოკჰოლმში , ერთად გავეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს.

სტოკჰოლმის სამეფო სასახლე

სტოკჰოლმის სასახლე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რთულია იგი დაკვირვებული ტურისტის თვალს გამოეპაროს. იგი შუასაუკუნეებში ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, შემდეგ კი სამეფო სასახლედ გადაკეთდა და ბაროკოს არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დამშვენდა. დღეს იგი სტოკჰოლმის ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

Storkyrkan

ეს სტოკჰოლმში მდებარე ლუთერანული ეკლესიაა. შვედეთი რეფორმაციის ფუძემდებელ ქვეყნებში საპატიო ადგილს იკავებს, რაც ადგილობრივების ცხოვრების სტილში დღემდე აისახება. გირჩევდით, აუცილებლად ეწვიოთ აქაურ ეკლესიებს. დარწმუნებული ვარ, მოგნუსხავთ მათი გრანდიოზულობა და დიდებული არქიტექტურული სტილი.

ABBA-ს მუზეუმი

თუ მუსიკის მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. იაფი ავიაბილეთები სტოკჰოლმში საშუალებას მოგცემთ თავი მუსიკალური ბენდი ABBA-ს მეხუთე წევრად იგრძნოთ. ჯგუფის ინტერაქციული მუზეუმი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის სიამოვნებით მოსანახულებელ ადგილად რჩება.

შვედეთის ისტორიული მუზეუმი

შვედეთის ისტორიული მუზეუმი მე-18 საუკუნეში დაარსდა. იგი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე შვედეთის ისტორიისთვის მნიშვნელოვან არტეფაქტებს ინახავს. თუ ისტორიის მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

რა ვჭამოთ სტოკჰოლმში?

იაფი ფრენები სტოკჰოლმში კულინარიის მოყვარულებსაც კარგ ამბებს უქადის. აქ შეგიძლიათ ჩრდილოეთ ევროპის კულინარიულ რეცეპტებს გამოკრათ ხელი. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Pyttipanna

Pyttipanna სკანდინავიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძია. Pyttipanna არის წვრილად დაჭრილი ხორცისა და კარტოფილის კომბინაცია. Pyttipanna ითარგმნება როგორც “პატარა ნაჭრები ტაფაში”.

გამომცხვარი ლობიო ღორის ხორცით

ეს კერძი შვედებისთვის სავიზიტო ბარათივითაა. მისი პოვნა შვედურ რესტორნებსა და კაფეებში არ გაგიჭირდებათ. როგორც წესი მას შუადღისას მიირთმევენ. მისი მომზადების ტექნიკა სახასიათოა და თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც შვედები ამბობენ.

შემწვარი ქაშაყი

შვედეთი პოპულარულია თევზეულით. შემწვარი ქაშაყი მათი კულინარიისთვის დამახასიათებელი კერძია. იგი კარაქთან და სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად სერვირდება. ადგილობრივებს მეთევზეობის დიდი გამოცდილება აქვთ, შესაბამისად ზღვის პროდუქტებით მდიდარი კერძები აქ ხშირად შეგხვდებათ.

smörgåstårtaa - ფენებიანი ნამცხვარი

სახელმა არ დაგაბნიოთ. ეს კერძი არის რამდენიმე ფენა სხვადასხვა პროდუქტისაგან აწყობილი, მაგალითად ხორცეულის/თევზეულის ფენას ემატება ბოსტნეულის რამდენიმე წყება. ამ კერძს შვედეთის კაფეებში ნახავთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტოკჰოლმში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
SEK - შვედური კრონა
აერპორტის კოდი
ARN
ენა
შვედური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
877-1097 კრონა (80-100$)

ხშირად დასმული კითხვები სტოკჰოლმის შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები სტოკჰოლმში ან მომავალში აპირებთ შვედეთში მოგზაურობას, აუცილებლად გადაათვალიერეთ შემდეგი სექცია. აქ გაგიზაირებთ პასუხებს ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე.

ზაფხულის თვეები საუკეთესოა სკანდინავიის ქვეყნებში სამოგზაუროდ. ამ დროს ამინდი იდეალურია და კომფორტულად შეძლებთ ქალაქების დათვალიერებას.

სტოკჰოლმი კულტურული და ისტორიული ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანია თავისი ულამაზესი მწვანე ბუნებით.

თბილისიდან სტოკჰოლმში გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია პეგასუსი სტოკჰოლმის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება და აარჩიეთ საუკეთესო ავიარეისები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი მზადაა, დაგეხმაროთ ავიაბილეთების არჩევაში. შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge -ს ოფისსაც.

იაფი მოგზაურობისთვის საუკეთესო გამოსავალია არატურისტულ სეზონებზე სიარული. ამ დროს, ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაბილეთებსაც და დასარჩენ ადგილებსაც მარტივად და იაფად ნახავთ.

მინიმუმ სამი დღე მაინც გათვალეთ სტოკჰოლმში სამოგზაუროდ.

BMA – სტოკჰოლმის ბრომას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 7 კილომეტრში მდებარეობს.

1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნეთ ავიაბილეთები. ასევე, მათ ყიდვას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სწრაფი მომსახურება და საუკეთესო შეთავაზებები – სწორედ ამიტომ მოსწონთ მოგზაურობის მოყვარულებს avia.ge . თუ გსურთ მიიღოთ სწრაფი სერვისი და ავიაბილეთების შეძენა თქვენთვის არა სტრესული, არამედ სასიამოვნო მომენტი გახდეს, მაშინ მიმართეთ avia.ge -ს პროფესიონალ გუნდს.