იაფი ფრენები სევილიის მიმართულებით
სევილია ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში, გიბრალტარის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ქალაქი ქრისტიანული და ისლამური კულტურისა და არქიტექტურის იდეალური ნაზავია, აქ თითქოს აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ქალაქში ესპანელთა ბატონობა დიდხანს მიმდინარეობდა მე-8 საუკუნეში. იქამდე სევილია დიდხანს წარმოადგენდა რომის პროვინციას. ამიტომ, დიდი სახელმწიფოების გავლენა ქალაქს კარგად ემჩნევა.
სევილია ცნობილია თავისი საინტერესო არქიტექტურით, ფერადი ქუჩებითა და შენობებით, ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებით. აქაურობა ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს. ესპანური ტრადიციები, ცხოვრების სტილი და უნიკალური სანახაობები ისაა, რაც მოგზაურობისას ყველას გვჭირდება. სევილიის მზიანი ამინდი კი მთელი დღეების განწყობას შეგიქმნით ნებისმიერ სეზონზე. იაფი ფრენები სევილიაში იქნება არჩევანი, რომელსაც არასდროს ინანებთ. გამოგვყევით ამ ბლოგში სევილიაში სამოგზაუროდ.

