ეარბალტიკის ავიახაზების აეროფლოტი 34 თვითმფრინავისგან შედგება. მათი ტრანსპორტების სიაში შედის 14 Airbus–ის მოდელი და 6 Boeing–ის მიერ დამზადებული თვითმფრინავი. ლატვიური ავიაკომპანის პრიორიტეტებს მოწესრიგებული მომსახურება, უსაფრთხოება და პუნტქტუალურობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მომხდარი ფინანსური სკანდალის ფონზე, ეს ავიაკომპანია აქტიურად განაგრძობს განვითარებას და ამჟამად დამატებით Airbus–სგან 36 ახალი თვითმფრინავი აქვს შეკვეთილი. აღნიშნული ავიაფლოტით ეარბალტიკის წარმომადგენლები ძველი მოდელების ჩანაცვლებას აპირებენ.

Airbaltic Airlines –ი მოგზაურებს სთავაზობს რეისებს ევროპის, ბალტიის ქვეყნებისა და შუა აღმოსავლეთის ტერიტორიზე მდებარე უამრავი ლოკაციის მიმართულებით.

მათი მთავარი დამახასიათებელი ასპექტი ავიაბილეთებზე დაწესებული დაბალი ფასებია. ისინი საკუთარი აქციებითა და იაფი მომსახურებით კონკურენციას უწევენ არამარტო კონკურენტ ადგილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებს, არამედ მატარებლებისა და ავტობუსების მომსახურების სერვისებსაც.
Airbaltic-ის აქციების 80.05% თვითონ ლატვიის შტატს ეკუთვნის. ეარბალტიკის ავიახაზები 1995 წელს დაფუძნდა, თუმცა 2008 წელს კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე და რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაფუძნებული ბაზა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წერტილად აქცია. Airbaltic Airlines–ის დამატებითი ბაზები ასევე მდებარეობს ტალინის საერთაშორისო აეროპორტსა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში.

ეარბალტიკი ერთ–ერთ ყველაზე დატვირთულ რეისს წარმოადგენს თბილისისა და რიგის დამაკავშირებელი ხაზი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავით რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთში აღმოჩნდებით. აღნიშნული ავიარეისით სარგებლობისთვის საჭირო ავიაბილეთების ფასი საშუალოდ 300–დან 400 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რიგაში Airbaltic Airlines–ის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში პირდაპირ ჩაფრინდებით გადაჯდომის გარეშე.

ასეთი საინტერესო აქციებისა და ავიაბილეთების საუკეთესო ფასების მოსაძიებლად, შეგიძლიათ Avia.Ge–ს ვებგვერდი ან მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ. ორივე წყარო რამდენიმე წუთში გაპოვნინებთ ყველაზე იაფიან ვარიანტს და თანაც, საშუალებას მოგცემთ თქვენი არდადეგებისთვის ყველაზე იდეალური თარიღები შეარჩიოთ გასაფრენად. ახალი აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ ასევე სასტუმროსა და მანქანის მომსახურების სერვისების დაჯავშნასაც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიID ბარათებით მიმოსვლა უკრაინაში
შემდეგი სტატიაეინდჰოვენის იაფი ავიაბილეთები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
9 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
თამთა
4 months ago

23 ივლისის ფრენაზე რამე პრობლემა ხომ არ არის? ვგულისხმობ გლობალურ პროგრამულ გათიშვას ხელი ხომ არ შეეშლება რიგის რეისზე?