8.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

იაფი ფრენები ჟენევაში

იაფი ფრენები ჟენევას მიმართულებით

შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის გულია. ქალაქი ბუნებრივი სილამაზისა და დახვეწილი ურბანული კულტურის იდეალურ შერწყმას გთავაზობთ. შვეიცარიული თბილი ატმოსფერო, მოწესრიგებული სისტემა, ღირსშესანიშნაობების მთელი რიგი და მარტივად, მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობა – ყველაფერია, რაც მოგზაურს სჭირდება. მოემზადეთ, ამ ბლოგში ჟენევას მიმართულებით ერთად ვიმოგზაურებთ და თქვენზე საუკეთესოდ მორგებულ შვეიცარიულ თავგადასავალს დავგეგმავთ.

პირველ რიგში, შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი ფრენები ჟენევაში და გაეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს. ჟენევას სახასიათო ევროპული ტიპის უბნები აქვს. მის ქუჩებში სეირნობისას რენესანსისა და შუასაუკუნეების ეპოქებში ერთდროულად იმოგზაურებთ. ქალაქის მრავალფეროვანი კულტურული გარემო, არქიტექტურულად ღირებული შენობები და ბუნებრივი სილამაზის მრავალფეროვნება ნებისმიერ მოგზაურს დაუვიწყარ დასვენებას პირდება. ჟენევა მშვიდი, მაგრამ მრავალფეროვანი მოგზაურობის გარანტია.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჟენევაში?

ჟენევაში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. იაფი ფრენები ჟენევაში მარტივად შეგიძლიათ აარჩიოთ, რადგან ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს მოქნილ ავიარეისებს.

თბილისიდან ჟენევას მიმართულებით ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ფრენებს. პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet -ი. იზიჯეტი 2025 წლის გაზაფხულიდან შემოუერთდა საქართველოს ავიაბაზარს და დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ჟენევას შორის, რამაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მარტივი და ხელმისავწდომი გახადა შვეიცარიაში მოგზაურობა.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, შემოგთავაზებთ ბერძნული ავიაკომპანიების SkyExpress-ისა და Aegean Airlines-ის, გერმანული Lufthansa-ს, პოლონური Lot-ისა და თურქული Pegasus-ს ავიაბილეთებს. ყველაზე იაფ ფრენებს თბილისიდან ჟენევაში 171 ლარიდან ზემოთ ნახავთ.

ქუთაისიდან ჟენევაში გამგზავრებას 266 ლარიდან ზემოთ შეძლებთ. ქუთაისიდან შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომითი ავიარეისები ნახოთ. შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ისა და თურქული ასევე ეკონომიური ავიაკომპანიის Pegasus-ის ფრენებს.

დაბლა იხილავთ ცხრილს ჟენევას მიმართულებით საუკეთესო ავიარეისებისა, საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 202525 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 632 -დან
22 ნოემბერი 202523 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 539 -დან
26 ნოემბერი 20251 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 471 -დან
30 ნოემბერი 20253 დეკემბერი 2025პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 355 -დან
1 დეკემბერი 20255 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 573 -დან
9 დეკემბერი 202513 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 601 -დან
10 დეკემბერი 202515 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 571 -დან
14 დეკემბერი 202521 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 033 -დან
16 დეკემბერი 202514 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 402 -დან
17 დეკემბერი 202514 იანვარი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 324 -დან
19 დეკემბერი 202516 იანვარი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 522 -დან
20 დეკემბერი 202516 იანვარი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 559 -დან
22 დეკემბერი 20255 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 721 -დან
28 დეკემბერი 20254 იანვარი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 632 -დან
29 დეკემბერი 202511 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 664 -დან
31 დეკემბერი 20254 იანვარი 20261 ᲒაჩერებაSwiss International Air Linesავიაბილეთები 666 -დან
7 იანვარი 202618 იანვარი 20263 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 775 -დან
11 იანვარი 202618 იანვარი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 648 -დან
14 იანვარი 202621 იანვარი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 319 -დან
25 იანვარი 20261 თებერვალი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 367 -დან
27 იანვარი 20263 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 444 -დან
28 იანვარი 20264 თებერვალი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 346 -დან
3 თებერვალი 202617 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 590 -დან
4 თებერვალი 202611 თებერვალი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 321 -დან
5 თებერვალი 202619 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 630 -დან
7 თებერვალი 202615 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 400 -დან
22 თებერვალი 20261 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 582 -დან
29 აპრილი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 666 -დან
30 აპრილი 202621 მაისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 463 -დან
9 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 750 -დან
28 მაისი 202627 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 926 -დან
29 მაისი 202624 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 716 -დან
30 მაისი 202627 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 926 -დან
5 აგვისტო 202623 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან
6 აგვისტო 202627 აგვისტო 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 598 -დან
1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 726 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 დეკემბერი 202510 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 832 -დან

აღმოაჩინე ჟენევა

სად დავრჩეთ ჟენევაში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში , ერთად გადავავლოთ თვალი დასარჩენ სივრცეებს. ამ ქალაქში უპრობლემოდ იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სასტუმროებს.

MEININGER Hotel Genève Centre Charmilles

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. იგი გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის ნომრებითა და კარგი სერვისით. თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ოთახის პოვნა არ გაგიჭირდებათ. სასტუმროს აქვს საერთო ლაუნჯი, რაც ტურისტების გაცნობის საშუალებას მოგცემთ. ნომრის ფასში შედის კვებაც.

ibis Genève Centre Nations

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის მოსახელთებელ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები აბსოლუტურად ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი. შეგიძლიათ არ იღელვოთ, თუ რამის წამოღება დაგავიწყდებათ მოგზაურობაში, რადგან აქ ყველაფერს იპოვით. სასტუმროს აქვს ბარიც. ნომრის ფასში შედის საუზმის მომსახურებაც.

Hotel Montbrillant

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. მისი სადა ინტერიერი და კეთილმოწყობილი ნომრები მშვიდად დასვენების საშუალებას მოგცემთ. სასტუმროს აქვს საკუთარი ბარი და რესტორანი. ამასთან, ნომრის ფასში შედის საუზმეც.

Hotel International & Terminus

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. მისი ნომრები კეთილმოწყობილია, დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატებიც. ნომრის საფასურში შედის საუზმეც. ამასთან, აქ ნახავთ რესტორანსაც, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ვახშმობას შეძლებთ. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.

რა ვნახოთ ჟენევაში?

ჟენევაში მოგზაურობის ყველა მომენტი დასამახსოვრებელი მოგონებებით სავსე იქნება. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, დატკბეთ მის ისტორიულ ქუჩებში სეირნობით ანდაც, მის მწვანე ბუნებაში გაატაროთ დრო.

წმინდა პიერის ტაძარი

ეს ტაძარი ითვლება, რომ იყო სახლი ჟან კალვინის, პროტესტანტული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის. ტაძარში ნახავთ სკამსაც, რომელიც ჟან კალვინს ეკუთვნოდა. შესაბამისად, ამ შენობას არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული დატვირთვაც აქვს.

კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი

ჟენევის კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობებია. აქ 12 000 ზე მეტი ტიპის მცენარეს ნახავთ. სიმწვანეში ჩაფლული ეს საოცარი ბაღი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს თავისი სიმშვიდითა და გრანდიოზულობით.

რეფორმაციის კედელი

შვეიცარია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეფორმაციული რელიგიური მიმდინარეობის გავრცელების. რეფორმაციის კედელი მე-20 საუკუნეში სწორედ ამ სიმბოლური თემატიკის უკვდავსაყოფად აიგო. მასზე დატანილია რეფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შემტანი ადამიანების ქანდაკებები.

შვეიცარიის ცნობილი ფანტანი

შვეიცარიის ფანტანს ქალაქის თავზე გადაფრენისასაც კი დაინახავთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ფანტანი უზარმაზარია და მდებაეობს ჟენევის ტბასთან.

რა ვჭამოთ ჟენევაში?

ჟენევა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი კულინარიის ნიმუშები დააგემოვნოთ. თქვენს კულინარიულ თავგადასავალში პირველი გზამკვლევები ჩვენ ვიქნებით და შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ კერძს.

შოკოლადი

შვეიცარიული შოკოლადი მსოფლიოში სახელგანთქმულია. მისი გასინჯვის მერე არცერთი ქვეყნის შოკოლადი ისეთი გემრიელი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე. გირჩევთ, აუცილებლად დააგემოვნოთ ბევრი შოკოლადი შვეიცარიაში ყოფნისას.

რაკლეტი

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და სიმბოლური კერძია შვეიცარიელებისათვის. იგი წარმოადგენს დიდი ყველის დაფას, რომელსაც თან სხვა ინგრედიენტები, მაგალითად ბოსტნეული, მოყვება. რაკლეტის ყველი შეგიძლიათ დაადნოთ და მდნარ მასად მიირთვათ.

შნიცელი

თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად გასინჯეთ შვეიცარიული შნიცელი. სპეციალური ტექნიკით დამზადებული შნიცელი, ანუ შემწვარი ხორცი თავის გარნირთან ერთად, აუცილებლად გაგიქარწყლებთ მთელი დღის დაღლის შეგრძნებას.

როსტი

კარტოფილის ფანებისთვის ეს კერძი იდეალურია. იგი წარმოადგენს ფენქეიქების ფორმის კარტოფილებს, რომლებსაც მოყვება სხვადასხვა ბოსტნეული. კარტოფილი სპეციალური ტექნიკითაა შემწვარი, რაც მის გემოს კიდევ უფრო იდეალურს ხდის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟენევაში მოგზაურობისთვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
CHF - შვეიცარიული ფრანკი
აერპორტის კოდი
GVA
ენა
შვეიცარიული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
CFH 123 (130$)

ხშირად დასმული კითხვები ჟენევაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში ან მომავალში აპირებთ, რომ ეწვიოთ შვეიცარიას, ეს სექცია თქვენთვისაა. აქ გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ მოგზაურობის დაგეგმვაში.

ზაფხული საუკეთესო დროა ჟენევაში სამოგზაუროდ ამინდების მხრივ. აქ ზაფხულში ძალიან არ ცხელა, პირიქით, სასიამოვნო ტემპერატურაა.

ჟენევა ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ამას ემატება ულამაზესი ბუნება და სიმწვანეში ჩაფლული არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება.

დიახ, თბილისიდან ჟენევაში პირდაპირ ავიარეისებს შეიძენთ.

ავიაკომპანია იზიჯეტი ჟენევას მიმართულებით ყველაზე იაფ ავიარეისებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება და აარჩიეთ საუკეთესო ავიარეისები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი მზადაა, დაგეხმაროთ ავიაბილეთების არჩევაში. შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge -ს ოფისსაც.

იაფად მოგზაურობისთვის უნდა აირჩიოთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია, შესაბამისად ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც.

2 დღე მაინც გათვალეთ ქალაქში მოგზაურობისათვის მისი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად.

GVA – ჟენევას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნეთ ავიაბილეთები. ასევე, მათ ყიდვას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სწრაფი მომსახურება და საუკეთესო შეთავაზებები – სწორედ ამიტომ მოსწონთ მოგზაურობის მოყვარულებს avia.ge . თუ გსურთ მიიღოთ სწრაფი სერვისი და ავიაბილეთების შეძენა თქვენთვის არა სტრესული, არამედ სასიამოვნო მომენტი გახდეს, მაშინ მიმართეთ avia.ge -ს პროფესიონალ გუნდს.