2024 წლის ფრენების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინეს. ამ ინფორმაციას AirlineRatings.com ავრცელებს.

რომელი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები გამოირჩევიან უსაფრთხოებით? ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილობრივ ავიაკომპანიად აღიარებულია Hong Kong Express. მეორე ადგილზეა ავსტრალიური Jetstar Group, ხოლო მესამე პოზიციას ირლანდიური Ryanair იკავებს. ევროპაში ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air სიაში მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 25 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ჩამონათვალი გამოიყირება შემდეგნაირად:

  • Hong Kong Express
  • Jetstar Group
  • Ryanair
  • easyJet
  • Frontier Airlines
  • AirAsia
  • Wizz Air
  • VietJet Air
  • Southwest Airlines
  • Volaris
  • flydubai
  • Norwegian
  • Vueling
  • Jet2
  • Sun Country Airlines
  • WestJet
  • JetBlue Airways
  • Air Arabia
  • IndiGo
  • Eurowings
  • Allegiant Air
  • Cebu Pacific
  • ZipAir
  • SKY Airline
  • Air Baltic

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens22 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
Barcelona11 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 385 -დან
Berlin26 December 20269 January 2027Wizz Airავიაბილეთები 510 -დან
Brussels1 November 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Budapest29 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 281 -დან

ავიაკომპანიის უსაფრთხოება გულისხმობს იმ სტანდარტებსა და პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისა და ეკიპაჟის დაცულობას ფრენის დროს. უსაფრთხოების შეფასებისას რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი განიხილება:

  1. ICAO (საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია) და IATA (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სერტიფიკატები – შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
  2. ფლოტის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა – ახალი და რეგულარულად მოვლილი თვითმფრინავები ნაკლებ რისკს წარმოადგენენ.
  3. პილოტებისა და ეკიპაჟის მომზადების დონე – რამდენად მკაცრია ავიაკომპანიის შიდა სტანდარტები და მომზადების სისტემა.
  4. უსაფრთხოების მართვის სისტემა (SMS – Safety Management System) – ავიაკომპანიის მიდგომა რისკების შეფასებისა და შემცირების მიმართულებით.
  5. ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოების რეიტინგი – ზოგიერთი ქვეყანა უფრო მკაცრ რეგულაციებს აწესებს ავიაკომპანიებისთვის, რაც გავლენას ახდენს საერთო უსაფრთხოებაზე.
  6. სერიოზული ინციდენტების სტატისტიკა – რამდენად იშვიათია სერიოზული ავიაინციდენტები ამ კომპანიის ისტორიაში.

როდესაც AirlineRatings.com ან სხვა ორგანიზაციები უსაფრთხო ავიაკომპანიებს აფასებენ, ისინი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ითვალისწინებენ.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპული აეროპორტები რეისებს შორის მინიმალური გადაჯდომის დროს ზრდიან
შემდეგი სტატია2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება – რა უნდა იცოდეთ ETIAS-ის შესახებ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted