2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეებზეც. უფრო კონკრეტულად, 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1.4 მილიარდ მოქალაქეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ, მოუწევთ ETIAS-ის გავლა შენგენის ქვეყნებში და კვიპროსში მოგზაურობისთვის.

ETIAS წარმოადგენს ონლაინ ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 180 დღის განმავლობაში საშუალებას აძლევს პირებს დარჩნენ ევროპის 30 ქვეყანაში მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ETIAS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სისტემაში რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • მოქმედი პასპორტი, რომლის ვადაც მინიმუმ 3 თვეს აღემატება;
  • მოქმედი ელფოსტის მისამართი;
  • ონლაინ ფორმის შევსება;
  • 7 ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახდა.

თუმცა, 18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის ავტორიზაცია უფასოა.

შენგენის ზონის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია , ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, რუმინეთი.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა8 აგვისტო 202629 აგვისტო 2026FlyArystanავიაბილეთები 828 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ბარსელონა13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 456 -დან
ბერლინი23 მარტი 202727 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 212 -დან
ბრიუსელი3 აპრილი 202710 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 387 -დან
ბრატისლავა25 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 245 -დან
ბუდაპეშტი25 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
დორტმუნდი19 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
მემინგენი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 188 -დან

გაცემული ავტორიზაცია მოქმედი იქნება 3 წლის განმავლობაში, თუმცა, თუ ამ პერიოდის განმავლობაში პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, ახალი განაცხადის გაკეთება გახდება აუცილებელი.

განაცხადების უმეტესობა წუთებში მუშავდება, თუმცა, შესაძლოა, პროცესი გახანგრძლივდეს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე, ხოლო ინტერვიუს დანიშვნისას – 30 დღემდე. შესაბამისად, რეკომენდებულია განაცხადის გაკეთება მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე.

აღსანიშნავია, რომ ევროპა პირველი არ არის, ვინც მსგავსი სისტემა აამოქმედა – მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოდელი უკვე მოქმედებს აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
შემდეგი სტატიასაქართველოში British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France იწყებს ოპერირებას
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
Star Lord
1 year ago

გაუნათლებლობა ადამიანები შეცდომაში შეყავთ. ბულგარეთი და რუმინეთი შენგწნის ზონებს მიეკუთვნებიან. ჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია და მერე აწკაპუნეთ კლავიატურაზე.