რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.

თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.

Red wings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ნიჟნი ნოვგოროდი20 ივნისი 202524 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 731 -დან
სამარა28 ივნისი 20258 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 830 -დან
კაზანი5 ივლისი 202510 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 934 -დან
მოსკოვი20 ივნისი 202521 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 853 -დან
მინვოდი21 ივნისი 202525 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 346 -დან
ეკატერენბურგი21 ივნისი 202529 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 894 -დან

 

შეგახსენებთ, რომ რედ ვინგსი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმსოვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. უფრო ზუსტად კი:

  • თბილისიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, სამარა და ეკატერინბურგი.
  • ბათუმიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი (2 აეროპორტი), ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და უფა.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments