თბილისი ზაგრები ავიაბილეთები 194 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ზაგრებში

ხორვატიის ულამაზესი დედაქალაქი ზაგრები ბალკანეთის ნახევარკუნძულის გამორჩეული ადგილია. ქალაქი ხორვატიის შუაგულში მდებარეობს, ადრიატიკის ზღვის სანაპიროდან ცოტა მოშორებით. ალბათ სწორედ ამიტომ, ხორვატიის სანაპირო ზოლზე განლაგებულ ქალაქებთან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ზაგრები ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო დასვენებას გპირდებათ. აქაური განწყობა, ადგილობრივების თბილი დამოკიდებულება, კარგი ამინდები და სათავგადასავლო ამბების შექმნის შესაძლებლობა ყველაფერია, რაც დასამახსოვრებელ დასვენებას სჭირდება.

თბილისი ზაგრები ავიაბილეთები გამოგზაურებთ შუასაუკუნეების სამყაროში. ზაგრების არქიტექტურა, წითელი სახურავებით გადახურული სახლები, ისტორიული ციხე-კოშკები ისტორიული რომანის პერსონაჟად გაგრძნობინებთ თავს. ქალაქის მეორე მხარე კი ევროპული კაფეები და დასვენების კულტურაა. აქ იდეალურად შეგეძლებათ დროის განაწილება გართობასა და კულტურულ სიამოვნებას შორის.

როგორ გავემგზავროთ თბილისიდან ზაგრებში?

თბილისიდან ზაგრებში პირდაპირი რეისი არ არის, ამიტომ გაფრენას მხოლოდ გადაჯდომით (მაგ. სტამბოლში, ვარშავაში ან მიუნხენში) შეძლებთ, თუმცა ფრენები ხშირად იმართება და თქვენზე მორგებული ავიარეისების პოვნა არ გაგიჭირდებათ. ყველაზე იაფად თბილისი ზაგრები ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 194 ლარიდან. დაბლა იხილავთ ფრენების განრიგს ზაგრების მიმართულებით, ცხრილის სახით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
26 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 309 -დან
28 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 316 -დან
24 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 373 -დან
27 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 387 -დან
30 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 408 -დან
21 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 479 -დან
25 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 515 -დან
20 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 532 -დან
17 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 184 -დან
22 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 308 -დან
29 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 309 -დან
10 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 317 -დან
14 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 319 -დან
11 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 319 -დან
26 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 319 -დან
8 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 319 -დან
31 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 324 -დან
7 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 324 -დან
25 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 326 -დან
21 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 326 -დან
19 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 327 -დან
12 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 327 -დან
1 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 332 -დან
18 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 342 -დან
5 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 371 -დან
9 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 379 -დან
23 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 407 -დან
13 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 414 -დან
4 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 435 -დან
30 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 461 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 756 -დან
29 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 689 -დან
19 იანვარი 202725 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
24 თებერვალი 202728 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 691 -დან
20 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 789 -დან
4 მაისი 20276 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 973 -დან
16 ივლისი 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 975 -დან
21 აგვისტო 202731 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 882 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 007 -დან
23 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 805 -დან
27 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 756 -დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 787 -დან
6 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 814 -დან
7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 810 -დან
14 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 885 -დან
28 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 722 -დან
29 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 689 -დან
1 იანვარი 20278 იანვარი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 164 -დან
19 იანვარი 202725 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
24 თებერვალი 202728 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 691 -დან
19 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 805 -დან
20 მარტი 202724 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 789 -დან
4 მაისი 20276 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 973 -დან
29 მაისი 20272 ივნისი 20272 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 1 004 -დან
16 ივლისი 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 975 -დან
19 ივლისი 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 052 -დან
21 აგვისტო 202731 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 882 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისი ზაგრები ფრენების შესახებ

თბილისიდან ზაგრების მიმართულებით ფრენებს ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს. მათ შორის არიან: Pegasus, LOT, Lufthansa და Turkish Airlines. მათგან ყველაზე ბიუჯეტურ ავიარეისებს პეგასუსი შემოგთავაზებთ. ლუფთჰანზა, ლოტი და თურქეთის ავიახაზები კი სხვა კომფორტსაც გთავაზობენ ფრენის დროს.

ზემოთ ჩამოთვლილ ავიაკომპანიებს ფრენის სხვადასხვა პირობები აქვთ. ისინი გადაჯდომის სხვადასხვა დროსა და ადგილს გულისხმობენ თავის ავიარეისებში. მაგალითად, პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები სტამბოლში გადაჯდება, ლუფთჰანზა მიუნხენში, ლოტი კი ვარშავაში. საბოლოოდ კი ყველა ჩაფრინდება ზაგრების ფრანიო ტუჯმანის საერთაშორისო აეროპორტში (ZAG), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ში მდებარეობს.

თბილისი ზაგრები ფრენები ამ ავიაკომპანიებთან ბარგის სხვადასხვა სიდიდეს გულისხმობს. ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ. Pegasus-ის საერთაშორისო Light პაკეტში გათვალისწინებულია ერთი სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა, მაქსიმუმ 3 კგ და 40x30x15 სმ; სალონის დამატებითი ჩემოდანი და ჩასაბარებელი ბარგი ცალკე გადაამოწმეთ. Pegasus-ის ბარგის ოფიციალური პირობები. Lufthansa-ს Economy Light ტარიფში უფასო ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის; 23 კგ ბარგის დამატების ფასი კონკრეტულ რეისზე შეამოწმეთ. Lufthansa-ს ბარგის ოფიციალური პირობები.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
6 სთ 30 წთ-დან (გადაჯდომით)
დისტანცია
2382 კმ
აერპორტის კოდი
ZAG
ავიაკომპანიები
Pegasus, LOT, Lufthansa, Turkish Airlines
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ხორვატიული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
40-80 ევრო

ხშირად დასმული კითხვები თბილისი ზაგრები ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი ზაგრები ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ საჭირო ინფორმაციას, რათა გაგიმარტივოთ მგზავრობისთვის მომზადების პროცესი.

ამინდების მხრივ, გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესოა ზაგრებში სამოგზაუროდ. ამ დროს ამინდები იდეალურია, რაც ხელს შეგიწყობთ კომფორტულად დასვენებაში.

ზაგრები ცნობილია თავისი უცხო არქიტექტურით, დახვეწილი ევროპული კულტურითა და ისტორიული მრავალფეროვნებით.

თბილისიდან ზაგრებში პირდაპირი რეისი არ არის. ზაგრებში გამგზავრებას გადაჯდომით ფრენებით შეძლებთ, მაგალითად, სტამბოლის, ვარშავის ან მიუნხენის გავლით.

ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

არატურისტული სეზონები უპირატესია იაფი მოგზაურობისათვის. ამ დროს ქალაქის ქუჩებიც ნაკლებად გადაჭედილია.

მინიმუმ 2 დღე გათვალეთ ზაგრებში მოგზაურობისათვის, რათა ძირითადი ღირსშესანიშნაობების ნახვა მოასწროთ.

ZAG – ზაგრების აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ეცადეთ ისეთი დრო აირჩიოთ, როცა ფრენებზე ნაკლები მოთხოვნაა – მაგალითად, იფრინეთ კვირის დღეებში და თავი აარიდეთ დღესასწაულების დღეებში დაგეგმილ ავიარეისებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.