იაფი ფრენები ვროცლავში

იაფი ფრენები ვროცლავში

პოლონეთის ქალაქი ვროცლავი ტურისტებში სახელგანთქმულია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ქალაქს ყოველწლიურად 6 მილიონი სტუმარი ჰყავს. თუ გსურთ კმაყოფილი დამსვენებლების რიცხვს თქვენც შეუერთდეთ, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ვროცლავში და უკეთ გაეცანით ისტორიული პოლონეთის ღირსშესანიშნაობებს.

ვროცლავის არქიტექტურული სტილი, აღმოსავლეთ ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი ქუჩები და ლამაზი უბნები მუდამ დადებითად განაწყობს მის მნახველებს. ქალაქში შეგეძლებათ გაისეირნოთ სხვადასხვა ბაზრობებზე ან მიიღოთ მონაწილეობა მოწყობილ ღონისძიებებში.

პოლონეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ამბები გამოიარა. ტრაგიკული ბედი დაღად ვროცლავსაც დაესვა. მეოცე საუკუნის ისტორიული ტრავმა ქალაქის სულისკვეთებასა და კულტურულ თავისებურებებში დღემდე შემორჩენილია. აქ მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ მუზეუმებსა თუ გალერეებში ვიზიტით უკეთ გაეცნოთ სამყაროში ყველაზე გარდამტეხ ეპოქას – ისტორიულ მეოცე საუკუნეს. თუმცა, დადებითი ემოციებითაც დაგმუხტავთ აქაური ატმოსფერო, მეგობრული ხალხი და მრავალფეროვანი ღონისძიებები.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ვროცლავში?

ვროცლავში ფრენებს ნახავთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თბილისიდან მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ იმგზავროთ, ქუთაისიდან კი პირდაპირი ავიარეისებითაც.

თბილისიდან ვროცლავში 342 ლარიდან ზემოთ შეძლებთ გამგზავრებას. ფრენებს შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიები: Lot, Lufthansa, Turkish Airlines. ლოტი და თურქული ავიახაზები შედარებით ბიუჯეტური ავიაკომპანიებია, ლუფთანზა კი წამყვანი გერმანული ფრენის კომპანიაა, რომელიც მგზავრების კომფორტზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებს. ყველა მათგანი ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტში ჩაფრინდება.

ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air შემოგთავაზებთ. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ვროცლავში შეგიძლიათ შეიძინოთ 104 ლარიდან ზემოთ.

დაბლა იხილავთ ფრენების განრიგს საქართველოს აეროპორტებიდან ვროცლავის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მაისი 20269 ივნისი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 886 -დან
17 ივნისი 202621 ივნისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 919 -დან
31 ივლისი 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 116 -დან
26 აგვისტო 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSWISSავიაბილეთები 966 -დან
25 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 902 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 მაისი 202624 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 412 -დან
10 მაისი 202613 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 419 -დან
13 მაისი 202620 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 304 -დან
14 მაისი 20261 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 685 -დან
15 მაისი 20261 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 682 -დან
16 მაისი 20261 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 729 -დან
17 მაისი 20268 ივლისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 399 -დან
22 მაისი 202627 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 493 -დან
24 მაისი 202627 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 333 -დან
26 მაისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 584 -დან
27 მაისი 202627 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 617 -დან
3 ივნისი 20267 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 357 -დან
4 ივნისი 20267 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 446 -დან
17 ივნისი 202621 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 385 -დან
4 ივლისი 20268 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 677 -დან
5 ივლისი 20269 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 761 -დან
6 ივლისი 202610 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 832 -დან
30 ივლისი 202615 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 036 -დან
26 აგვისტო 202628 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 921 -დან
25 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 712 -დან
26 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 836 -დან
23 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 604 -დან
24 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 578 -დან
25 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 573 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივნისი 202610 ივლისი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 602 -დან

აღმოაჩინე ვროცლავი

სად დავრჩეთ ვროცლავში?

დასარჩენი ადგილის მოძებნა არ გაგიჭირდებათ არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. დაბლა განახებთ რამდენიმე პოპულარულ დასარჩენ სივრცეს ვროცლავში.

Premiere Classe Wroclaw Centrum

ეს სასტუმრო ვროცლავის ცენტრში მდებარეობს. აქ დარჩენის შემთხვევაში გადაადგილების პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ. სასტუმრო შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. მათ შორის, საუზმის მრავალფეროვან მენიუს. ნომრებიდან კი ულამაზესი ხედები იშლება.

Symphony City Square Aparthotel

ეს სასტუმრო ტურისტების ერთ-ერთი ფავორიტია. მისი ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც სახლში ყოფნის განცდას გაგიჩენთ. ნომრებს აქვს აივნები, რაც უფრო მყუდროს ხდის აქაურ ატმოსფეროს. თანაც, სასტუმრო ადვილად მისაგნებ ადგილას მდებარეობს.

Campanile Wroclaw - Stare Miasto

ეს სასტუმრო მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს დაგახვედრებთ. აქ შეგეძლებათ ნომრის მომსახურებით ისარგებლოთ. სასტუმროს აქვს საუზმის მრავალფეროვანი მენიუც. აქ მოწყობილი რესტორანი კი თქვენს დროსა და ბიუჯეტს მოუფრთხილდება.

Wyndham Wroclaw Old Town

ეს სასტუმრო ვროცლავის ცენტრში მდებარეობს. გარდა იდეალური ლოკაციისა, სასტუმრო სხვა ბენეფიტებსაც გთავაზობთ. აქ ნახავთ ორ რესტორანს, მოსასვენებელ სივრცეს, ფიტნეს ცენტრსა და სხვა. თანაც, ნომრის საფასურში შედის საუზმის მომსახურებაც.

რა ვნახოთ ვროცლავში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ვროცლავში , მაშინ გადაავლეთ თვალი მის ღირსშესანიშნაობებს, რათა წინასწარ გაწეროთ თქვენი მოგზაურობის დრო და ეფექტურად გადაანაწილოთ სხვადასხვა აქტოვობებზე.

რაკლავიცის პანორამა

რაკლავიცის პანორამა რაკლავიცის ბრძოლის მემორიალს წარმოადგენს. იგი არის პანორამული უდიდესი ნახატი, რომელიც მე19 საუკუნეშია შესრულებული. მისი ნახვა აუცილებლად აღაფრთოვანებს ნებისმიერი ტიპის მნახველს. აუცილებლად გირჩევდით რაკლავიცის პანორამის მონახულებას.

ვროცლავის ზოოპარკი

თუ გსურთ ლაღად გაატაროთ ვროცლავში ყოფნის დღეები, აუცილებლად ეწვიეთ ვროცლავის ზოოპარკს. აქ ნახავთ უამრავ ცხოველსა თუ ფრინველს. განსაკუთრებით, თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ მოგზაურობას ან თავად ხართ ცხოველების დიდი მოყვარული, ეს ადგილი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს გულში.

ბურჟუაზიული ხელოვნების მუზეუმი

ვროცლავში მოგზაურობა ხელოვნების მოყვარულებისთვისაც დიდი თავგადასავლებისა და აღმოჩენების დასაწყისი იქნება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, აუცილებლად ეწვიეთ ხელოვნების მუზეუმს. აქ დაგხვდებათ უძველესი დროიდან დღემდე ვროცლავის ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები.

ვროცლავის საუკუნის დარბაზი

ეს დარბაზი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იგი სპორტული დარბაზია, რომელიც მეოცე საუკუნეში მოდერნისტულ სტილში აშენდა. საუკუნის დარბაზის გრანდიოზული გუმბათი და მის წინ გაწყობილი ულამაზესი ბაღი იდეალურ კომბინაციას ქმნის განტვირთვიდა და დასვენებისთვის.

რა ვჭამოთ ვროცლავში?

იაფი ფრენები ვროცლავში კულინარიის მოყვარულებსაც კარგ თავგადასავლებს გიმზადებთ. აქ აღმოაჩენთ თქვენს გემოვნებაზე მორგებულ რეცეპტებს, რომლებიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

პიეროგი

პიეროგი პოლონური კულინარიის სავიზიტო ბარათია. იგი წარმოადგენს ცომის მასას, რომელშიც მოთავსებულია, ხორცი, ყველი ან სხვა რომელიმე ინგრედიენტი, თქვენი გემოვნებით. პიეროგი ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი კერძია.

კარტოფილის ფენქეიქები

კარტოფილის კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში. კარტოფილის ფენქეიქები შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ მისმა გემოვნურმა თვისებებმა.

პოლონური ჩიზქეიქი

ვროცლავი არც ტკბილეულის მოყვარულებს გაუცრუებს იმედებს. პოლონური ჩიზქეიქი პირველობაში სტამბოლის ცნობილ ჩიზქეიქსაც კი ეწილება. აუცილებლად გირჩევდით მის დაგემოვნებას ვროცლავში მოგზაურობის დროს.

ზურეკი

პოლონეთი ცნობილია მრავალფეროვანი სუპებით. ზურეკი ერთ-ერთი მათგანია. იგი მზადდება ხორცისგან, ბეკონისგან, სოსისისგან, ბოსტნეულისა და კვერცხისგან. ადგილობრივები ზურეკს სადილობისას მიირთმევენ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვროცლავში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
აერპორტის კოდი
WRO
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
163 zł (40$)

ხშირად დასმული კითხვები ვროცლავის ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ვროცლავში ან მომავალში აპირებთ პოლონეთში მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი შემდეგ სექციას. აქ ამოიკითხავთ ტურისტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ მოემზადოთ მომავალი მოგზაურობისათვის.

აგვისტო საუკეთესო დროა ვროცლავში სამოგზაუროდ. ამ დროს ყველაზე კარგი ტემპერატურაა ქალაქში.

ვროცლავი თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობითაა ცნობილი. თანაც, აქ შეგხვდებათ ულამაზესი კაფეები, პატარა მაღაზიები და დასასვენებელი პარკები. რომანტიკული დასვენება თუ გსურთ, დაივიწყეთ ვენეცია და პარიზი. ბევრად უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ, რომ რომანტიკული არდადეგები ვროცლავში გაატაროთ.

დიახ, ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ავიაკომპანია Wizz Air შემოგთავაზებთ.

ქუთაისიდან ვიზიარი, თბილისიდან კი ამჟამად ლუფთანზა, გთავაზობთ ყველაზე იაფ ფრენებს ვროცლავში.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის ნაკლებად პოპულარულ სეზონებს გირჩევდით. ამ დროს, როგორც წესი, იაფდება ფრენებიცა და დასარჩენი ადგილებიც.

მინიმუმ 2 დღე გათვალეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

WRO – კოპერნიკის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1-2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ამასთან, უმჯობესი იქნება თუ ფრენებს არ დაამთხვევთ დასვენების ან სადღესასაწულო დღეებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.