თბილისი ნიურნბერგი ავიაბილეთები 276 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ნიურნბერგში

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის ღირსშესანიშნაობები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მოვლენების ამსახველია. თბილისი ნიურნბერგი ავიაბილეთები მეოცე საუკუნის ისტორიულ მოვლენებში გამოგზაურებთ. აქაური მუზეუმები და არტ გალერეები კი საყოველთაოდ ცნობილ ამბებს გადაგიშლიან თვალწინ.

მაგალითისთვის, ეწვიეთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესის მემორიალს. სწორედ ამ ქალაქში ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნაცისტური გერმანიის მიერ მსოფლიოს წინაშე დანაშაულის სასამართლო პროცესი. ნიურნბერგი საშუალებას მოგცემთ შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპის კულტურასა და არქიტექტურას გაეცნოთ. ნიურნბერგში იხილავთ უამრავ ტაძარსა და ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სხვადასხვა ეპოქებიდან.

ნიურნბერგში მოგზაურობა გართობის მოყვარულებისთვისაც კარგი არჩევანი იქნება. აქ წელიწადის სხვადასხვა დროს იმართება განსხვავებული ტიპის ღონისძიებები. ნიურნბერგში მოგზაურობა გერმანული კულინარიული შედევრების გასინჯვისკენაც გაგიხსნით გზას. აქაურ კაფე-ბარებსა და რესტორნებში თქვენს გემოვნებაზე მორგებულ უამრავ კერძს აღმოაჩენთ.

როგორ გავემგზავროთ თბილისიდან ნიურნბერგში?

თბილისი ნიურნბერგი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ გადაჯდომით: პირდაპირი რეისი ამჟამად არ არის. ყველაზე ხშირად გადაჯდომა სტამბოლში (Turkish Airlines, Pegasus) ან ფრანკფურტში (Lufthansa) ხდება. გირჩევთ, ავიაბილეთების არჩევისას ყურადღება მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა გადაჯდომის დრო და ადგილი. თბილისი ნიურნბერგის ყველაზე იაფი ავიაბილეთები შეგიძლიათ ნახოთ 276 ლარიდან.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
17 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 539 -დან
18 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 577 -დან
15 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 743 -დან
16 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 743 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
3 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
22 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 400 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
3 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
1 იანვარი 20275 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 599 -დან
5 იანვარი 20277 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 710 -დან
22 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 400 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისი ნიურნბერგი ფრენების შესახებ

თბილისიდან ნიურნბერგის მიმართულებით ავიარეისებს სხვადასხვა ავიაკომპანია შემოგთავაზებთ. მათი პირობები განსხვავებულია და გირჩევთ კარგად დააკვირდეთ მგზავრობის დეტალებს და ისე გააკეთოთ არჩევანი სასურველ ავიარეისზე.

თბილისი ნიურნბერგი ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ ავიაკომპანიების Pegasus-ის, Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს შესრულებით, გადაჯდომით სტამბოლში (Pegasus – საბიჰა გოქჩენის აეროპორტი, Turkish Airlines – სტამბოლის აეროპორტი) ან ფრანკფურტში (Lufthansa). Pegasus დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, Turkish Airlines და Lufthansa კი სრული მომსახურების ავიაკომპანიებია. ნიურნბერგის აეროპორტი (NUE) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ. Pegasus-ის საერთაშორისო Light პაკეტში გათვალისწინებულია ერთი სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა, მაქსიმუმ 3 კგ და 40x30x15 სმ; სალონის დამატებითი ჩემოდანი და ჩასაბარებელი ბარგი ცალკე გადაამოწმეთ. Pegasus-ის ბარგის ოფიციალური პირობები. Lufthansa-ს Economy Light ტარიფში უფასო ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის; 23 კგ ბარგის დამატების ფასი კონკრეტულ რეისზე შეამოწმეთ. Lufthansa-ს ბარგის ოფიციალური პირობები.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
7 სთ 25 წთ-დან (გადაჯდომით)
დისტანცია
≈2750 კმ
აერპორტის კოდი
NUE
ავიაკომპანიები
Pegasus, Turkish Airlines, Lufthansa
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
60-120 ევრო

ფრენები გერმანიის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები თბილისი ნიურნბერგი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი ნიურნბერგი ფრენები ან მომავალში აპირებთ გერმანიაში მოგზაურობას, გირჩევთ თვალი გადაავლოთ შემდეგ სექციას, რომელშიც ამოიკითხავთ მოგზაურობისათვის საჭირო ბევრ დეტალს.

შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა გერმანიაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა თბილია და ქალაქის დათვალიერებას კომფორტულად შეძლებთ.

ნიურნბერგი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მხარით. იგი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პროცესებზე დიდ ინფორმაციას ინახავს. თანაც, აქ შეძლებთ გერმანული კულტურისა და კულინარიის კარგად გაცნობასაც.

პირდაპირი რეისი ამჟამად არ არის. თბილისი ნიურნბერგი ფრენების შეძენა მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ, ძირითადად სტამბოლის ან ფრანკფურტის გავლით.

ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აირჩიეთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ავიაბილეთებზე მოთხოვნა ნაკლებია და შედარებით იაფდება ისინი. ასევე, იაფად ნახავთ დასარჩენ ადგილებსაც.

2-3 დღე მაინც გათვალეთ ნიურნბერგში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

NUE – ნიურნბერგის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო თარიღებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.