ქუთაისი გდანსკი ავიაბილეთები 175 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან გდანსკში

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან აქ ხვდებათ ყველა ის კომფორტი, რაც მოგზაურობისას შეიძლება ინატროს ტურისტმა.

ქუთაისი გდანსკი ფრენები საშუალებას მოგცემთ აღმოსავლეთ ევროპის კულტურული და ისტორიული თავისებურებები შეისწავლოთ. პოლონეთი მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პროცესების ეპიცენტრი იყო. გდანსკში მოგზაურობით კარგად მიხვდებით, თუ რა უდიდესი ტრაგედიები გამოიარა ქვეყანამ. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს, რომელიც უამრავ ტრაგიკულ ისტორიაზე მოგითხრობთ.

გდანსკი ასევე დაგეხმარებათ მოგზაურობა მშვიდად და მყუდროდ გაატაროთ. ქალაქის ქუჩები მოწესრიგებული, წყნარი და არქიტექტურულად დახვეწილია. აქაური ფერადი შენობები აუცილებლად თავს შეგაყვარებთ. ქალაქი გართობის მოყვარულებსაც მოეწონებათ. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის დღესასწაულები. ამასთან, პოლონური კულინარიაც აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს.

როგორ გავემგზავროთ ქუთაისიდან გდანსკში?

ქუთაისიდან გდანსკამდე პირდაპირი რეისი ამჟამად არ არის, ამიტომ ავიაბილეთებს მხოლოდ გადაჯდომით ნახავთ. გადაჯდომის ხანგრძლივობა და ადგილი კი ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული.

ქუთაისი გდანსკი ფრენები შეგიძლიათ შეიძინოთ 175 ლარიდან ზემოთ. საუკეთესო ავიაბილეთებს კი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ცხრილებში გადაავლოთ თვალი.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
22 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 366 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
18 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 909 -დან
14 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 562 -დან
1 თებერვალი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 480 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
18 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 909 -დან
14 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 562 -დან
1 თებერვალი 20274 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 480 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქუთაისი გდანსკი ფრენების შესახებ

ქუთაისი გდანსკი ფრენები ამჟამად მხოლოდ გადაჯდომით სრულდება: პირდაპირი რეისი ამ მიმართულებით არ არის. ქუთაისიდან ავიაბილეთებს ძირითადად დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air გთავაზობთ.

გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების არჩევისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ გადაჯდომის რაოდენობასა და ხანგრძლივობას. როგორც წესი, გადაჯდომა რომელიმე ევროპულ ქალაქში ხდება, საბოლოოდ კი ჩაფრინდებით გდანსკის ლეხ ვალენსას სახელობის აეროპორტში (GDN), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრშია.

ყურადღება მიაქციეთ ბარგსაც. ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ. საჭიროების შემთხვევაში ჩასაბარებელი ბარგი დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
13 სთ
დისტანცია
2221 კმ
აერპორტის კოდი
GDN
ავიაკომპანიები
Wizz Air
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
116-280 zł / 29-71$

ავიაკომპანიები, რომლებიც გდანსკში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები ქუთაისი გდანსკი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი გდანსკი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ პოლონეთში მოგზაურობას, თვალი გადაავლეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოკითხული ინფორმაცია უკეთ მოგამზადებთ მომავალი მოგზაურობისთვის.

გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო დროა პოლონეთში სამოგზაუროდ. ამ დროს მის ქალაქებში ძალიან კარგი ტემპერატურაა.

გდანსკი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობითაა ცნობილი მსოფლიოში. პოლონეთის ქალაქებმა დიდი ამბები გამოიარა მეოცე საუკუნეში, რაც მის ქალაქებს დიდ დაღად ატყვია დღესაც.

არა, ქუთაისიდან გდანსკამდე პირდაპირი რეისი ამჟამად არ არის. ავიაბილეთები მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ შეიძინოთ.

ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აარჩიეთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ავიაბილეთებზე მოთხოვნა ნაკლებია და შედარებით იაფდება ისინი.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ გდანსკში სამოგზაუროდ, რათა მისი ღირსშესანიშნაობების უმეტესობის დათვალიერება მოასწროთ.

GDN – გდანსკის ლეხ ვალენსას სახელობის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები გდანსკის მიმართულებით და დასვენება არ დაამთხვიოთ სადღესასწაულო თარიღებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.