მსოფლიოში ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები არა მხოლოდ დაბალი ფასებით, არამედ ხანმოკლე რეისებითაც გამოირჩევიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არსებობს რეისები, რომელთა ხანგრძლივობა სულ რაღაც 20 წუთია. 

ასეთ ყველაზე ხანმოკლე რეისს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ასრულებს, რომელსაც ბელფასტის საერთაშორიო აეროპორტიდან “Isle of Man”-მდე ფრენის განსახორციელებლად სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, რადგან მანძილი მათ შორის 74 მილია.

 მეორე ადგილს იკავებს რეისი, რომელსაც რაინეარი მალაგადან ტეტუანის (მაროკო) მიმართულებით ასრულებს. მანძილი ამ ორ ქალაქს შორის 88 მილია. 89 მილიანი დაშორებით კი მესამე ადგილს easyJet-ის რეისი “Isle of Man”-დან ლივერპულის მიმართულებით იკავებს. 

 easyJet-ის ბელფასტი-გლაზგოუს რეისი კი მეოთხე ადგილზე გადის 109 მილიანი დაშორებით, ხოლო Ryanair-ის მალტა-კატანიის ავიარეისი მეხუთე ადგილზეა 116 მილიანი მანძილით. ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გრძელდება :

  1. Ryanair : დუბლინი-ლივერპული 141 მილი.
  2. easyJet : ბელფასტი-ედინბურგი 143 მილი.
  3. easyJet : გატვიკი-ჯერსი 160 მილი.
  4. easyJet : ბელფასტი-ლივერპული 164 მილი.
  5. Ryanair : დუბლინი-მანჩესტერი 164 მილი. 

 მართალია, Wizz Air-ი დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებში ფასების მიხედვით მესამე ადგილზეა, თუმცა ხანმოკლე ფრენების ოცეულშიც კი არ შედის. ყველაზე ხანმოკლე რეისს, რასაც ის ასრულებს გდანსკიდან (პოლონეთი)  მალმომდეა (შვედეთი) , რომლის მანძილი 218 მილია. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ყველაზე ხანგრძლივი რეისების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება :

  1. Ryanair : სტოკჰოლმი-გრან კანარია 2629 მილი.
  2. Wizz Air : კატოვიცა-დუბაი 2607 მილი.
  3. Wizz Air : ბუდაპეშტი- სამხრეთ ტენერიფე 2602 მილი.
  4. easyJet : მანჩესტერი-ჰურგადა 2575 მილი.
  5. Ryanair : ვარშავა-სამხრეთ ტენერიფე 2542 მილი.
  6. easyJet : ბრისტოლი-ჰურგადა 2525 მილი.
  7. Wizz Air : ბუდაპეშტი-დუბაი 2503 მილი.
  8. Ryanair : ოსლო-გრან კანარია 2479 მილი.
  9. easyJet : სტანსტედი(ლონდონი) – ჰურგადა 2433 მილი.
  10. easyJet : გატვიკი(ლონდონი) -ჰურგადა 2422 მილი. 
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები რომის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments