8.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 1, 2025

იაფი ფრენები პოზნანში

იაფი ფრენები პოზნანის მიმართულებით

პოზნანი პოლონეთის უდიდესი და ყველაზე ისტორიული ქალაქია. იგი კულტურული, ისტორიული და ტექნოლოგიური ცენტრია. ქალაქი მდინარე ვარტას სანაპიროზე მდებარეობს. აქ უამრავი ძველი, ისტორიული შენობა შეგხვდებათ, რომელთა ნახვაც დროში მოგზაურობის საუცხოო განცდას გაგიჩენთ. თუ გსურთ, ამ ყოველმხრივ დაწინაურებულ ქალაქს ეწვიოთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში .

გარდა იმისა, რომ ქალაქი სასეირნო ადგილების, გამწვანებული არეალების სიუხვით გამოირჩევა, იგი უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლსაც იტევს. პოზნანში შეგიძლიათ ნახოთ საუკუნეების დროინდელი გოთიკური ტაძრები, რენესანსის ეპოქის შენობები და ლამაზად მოწყობილი ისტორიული უბნები. პოზნანი ნებისმიერი ტურისტულის გულს მოიგებს იმ მრავალფეროვანი გარემოთი, რომელსაც ამ ქალაქში ნახავთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა პოზნანში?

პოზნანის მიმართულებით ავიარეისებს ნახავთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან. თბილისიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთები პოზნანში შეგიძლიათ 186 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ, ხოლო ქუთაისიდან 99 ლარიდან. ქუთაისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებს, თბილისიდან კი მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას.

თბილისიდან შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს შემოგთავაზებთ: Lot, Lufthansa, KLM Airlines, ქუთაისიდან კი Wizz Air . ქუთაისიდან უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზიარი პირდაპირ ავიარეისებს აწარმოებს. დანარჩენი ავიაკომპანიები კი გადაჯდომით დაფრინავს თბილისიდან. ლოტი პოლონური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ლუფთანზა და კლმ კი შედარებით მაღალი კლასის ფრენის კომპანიებია.

დაბლა ნახავთ იაფი ავიაბილეთების ცხრილს პოზნანის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 ნოემბერი 20259 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 316 -დან
15 ნოემბერი 202520 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 538 -დან
20 ნოემბერი 20253 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 462 -დან
22 ნოემბერი 20254 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 212 -დან

აღმოაჩინე პოზნანი

სად დავრჩეთ პოზნანში?

დასარჩენი ადგილის მოძებნა მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ამ პროცესის მარტივად და კომფორტულად წარმართვაში ჩვენც მოგეხმარებით და რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Hotel Gromada Poznań

რას იტყვით ისეთ სასტუმროში გაჩერებაზე, რომელიც ყველა სერვისს ერთ სივრცეში შემოგთავაზებთ? გარდა იმისა, რომ სასტუმრო საკმაოდ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, მისი ნომრები მოგზაურებისთვის ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი. რაც შეეხება მომსახურებას, 24საათიანი სერვისი თქვენი დასვენების მაქსიმალურად კომფორტულად წარმართვაზე იზრუნებს. სასტუმროში ნახავთ ბარს, ბილიარდსა და საუნებს.

B&B Hotel Poznań Old Town

ეს სასტუმრო პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე კარგ უბანში მდებარეობს. მის გარშემო პოლონეთის ყველაზე დიდი საშოპინგო ცენტრია. სასტუმროში დაგხვდებათ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ნომრები, მოდერნისტულად გაწყობილი სივრცეები და 24საათიანი სერვისი.

Hampton By Hilton Poznan Old Town

ეს სასტუმრო პოზნანის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ნომრები მოდერნისტულადაა გაწყობილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმროს საკუთარი ფიტნეს ცენტრი, ლაუნჯი და ბარი აქვს, რომლით სარგებლობასაც შეძლებთ.

Park Inn by Radisson Poznan

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ. იგი საუკეთესო ლოკაციაზე მდებარეობს, თავად ნომრები სადა და კეთილმოწყობილია. სასტუმროს 2 რესტორანი და ბარი აქვს. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ პოზნანში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში დროა იმაზეც იფიქროთ, თუ რა აქტივობებს შემოგთავაზებთ პოლონეთის ეს უმშვენიერესი ქალაქი. ჩვენ ვეცდებით რამდენიმე ძირითადი ღირსშესანიშნაობა გირჩიოთ, რომელთა ნახვაც არ უნდა გამოგრჩეთ პოლონეთში მოგზაურობის დროს.

ძველი ბაზრობის მოედანი

ეს ადგილი პოზნანის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და არქიტექტურულად გამორჩეული ადგილია. როგორც უკვე ვთქვით, ქალაქი დაწინაურებულია მისი საბაზრო მნიშვნელობითა და ეკონომიკური მიღწევებით. ეს ადგილი სწორედ პოზნანის ასეთ სულზე მიუთითებს. მოედანზე უამრავი ხალხი იკრიბება, აქ ჩამწკრივებულია ბარები და კაფეები, იმართება ბაზრობები.

პოზნანის კათედრალი

პოზნანის კათედრალი პოლონეთის მე10 საუკუნის ისტორიული შენობაა. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ მისი მიგნება არ გაგიჭირდებათ. რელიგიური მნიშვნელობის გარდა, მას კულტურული და ისტორიული ფუნქციაც აქვს. ტურისტები მუდამ აღფრთოვანებულნი რჩებიან ტაძრის უზარმაზარი მინებით, დიდი სვეტებითა და ფერადი ექსტერიერით.

პოზნანის კრუასანების მუზეუმი

ალბათ სასაცილოდ და უცნაურად ჟღერს კრუასანების მუზეუმის არსებობა. პოზნანი სწორედ ამგვარი არაორდინალური გამოცდილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ ეწვიოთ კრუასანების მუზეუმს, რომელშიც არა მხოლოდ კლასიკური კრუასანის მომზადების საიდუმლოს გაიგებთ, არამედ – ქალაქის ისტორიის შესახებაც მოისმენთ.

პოზნანის ეროვნული მუზეუმი

თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, მაშინ ამ მუზეუმს აუცილებლად ესტუმრეთ. აქ დაგხვდებათ ლამაზი ნახატები სხვადასხვა ეპოქიდან. აქ ასევე ნახავთ ევროპულ ტილოებსაც.

რა ვჭამოთ პოზნანში?

პოზნანი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ჯერ მხოლოდ ის კმარა, ქალაქში კრუასანების მუზეუმს რომ შეგიძლიათ ეწვიოთ! ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ძირითად კერძს, რომელიც პოზნანში ყოფნისას უნდა დააგემოვნოთ.

"პეროგი"

“პეროგი” პოლონელების საყვარელი საჭმელია. იგი წარმოადგენს ცომისა და გულსართის ერთიანობას. გულსართის რაობა კი მხოლოდ მზარეულის ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული. შეიძლება გასინჯოთ ტკბილი ან მარილიანი “პეროგები”. შიგთავსი ხშირად არის ხორცის, ან სულაც რაიმე ტკბილეულის ან ხილის, მაგალითად მოცვისა და მარწყვის.

სერნიკი

ეს ჩიზქეიქი მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მზადდება პოლონეთში და დიდი ისტორია აქვს. ჩიზქეიქის მოყვარული თუ ხართ, მისი უნიკალური რეცეპტის აღმოჩენის საშუალება გექნებათ პოზნანში მოგზაურობით. სხვადასხვა რესტორანში მის სხვადასხვა ვარიაციას ნახავთ, თუმცა არცერთი მათგანი გაგიცრუებთ იმედებს.

როზოლი

პოზნანი სუფზე გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლაში დაგეხმარებათ. ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს – ეს კონკრეტული სუფი წარმოადგენს ხორცისა და ბოსტნეულის სუფს. მისი მირთმევა პოლონელებს განსაკუთრებით ზამთარში უყვართ.

ზურეკი

ზურეკი ცნობილი პოლონური კერძია. იგი ბოსტნეულის სუფია, რომელიც კვერცხთან და ძეხვთან ერთად სერვირდება. ზურეკი ადგილობრივების საყვარელი სუპია. მის დაგემოვნებას განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში გირჩევდით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოზნანის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
აერპორტის კოდი
PZN
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
30 ევრო

ხშირად დასმული კითხვები პოზნანში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში ან მომავლისთვის გეგმავთ ეწვიოთ ამ ისტორიულ ქალაქს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას და უკეთ მოემზადეთ მოგზაურობისათვის.

შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა პოზნანში სამოგზაუროდ, რადგან ასე არც ტემპერატურა შეგაწუხებთ და არც ხალხმრავლობა ტურისტულ ადგილებში.

პოზნანი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ღირებულებით. მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენების ახლოდან გაცნობა თუ გსურთ, პოზნანი საუკეთესო არჩევანია.

დიახ, ქუთაისიდან პოზნანის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ავიაკომპანია ვიზიარი შემოგთავაზებთ.

ავიაკომპანია ვიზიარი ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს პოზნანში.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ ფრენები შეიძინოთ ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც მათ არჩევას ან avia.ge – ის ოფისში, ჩვენი პროფესიონალი გუნდის რჩევებით.

იაფი მოგზაურობისათვის არაპოპულარული სეზონები აირჩიეთ. არატურისტულ დროს ფრენებსა და დასარჩენ ადგილებზე ფასი იაფდება.

გაითვალისწინეთ რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დაახლოებით 3 დღე დაგჭირდებათ.

POZ – პოზნანის აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

გირჩევთ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ ავიაბილეთები და წინასწარ დაგეგმოთ მოგზაურობა. უმჯობესი იქნება, ფრენას თუ არ დაამთხვევთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს, რადგან ამ დროს ფასი იმატებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.