რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანიას მათთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს და შესაბამისად, ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებული არ არის.

თუმცა, როგორც ცნობილია, Red Wings -ი ფრენების დაწყებას შემდეგი მიმართულებებით გეგმავს:

  1. ირკუტსკი – თბილისი
  2. გროზნო – თბილისი
  3. ნოვოსიბირსკი – თბილისი
  4. ნოვოსიბირსკი – ქუთაისი
  5. ნოვოსიბირსკი – ბათუმი
  6. გროზნო – ბათუმი

წინასწარი ნებართვა, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოდან, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 7 რეისის შესრულებაზეა გაცემული.

Red wings ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი24 დეკემბერი 202613 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 778 -დან
კრასნოდარი19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 456 -დან
სამარა29 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 674 -დან
კაზანი28 დეკემბერი 202618 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 502 -დან

 

რედ ვინგსი ამჟამადაც ოპერირებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. კერძოდ:

  • თბილისის აეროპორტში რუსეთის 4 ქალაქიდან – სანკ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან დაფრინავს.
  • ქუთაისის აეროპორტში მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან,
  • ბათუმის აეროპორტში კი მხოლოდ მოსკოვიდან.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa მიუნხენის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაAirBaltic რიგადან საქართველოს ორი ქალაქის მიმართულებით იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted