ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air -ი სიხარულით აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტს მე-3 ბაზირებული ხომალდი დაემატა.

ვიზეარის უახლესი Airbus A321 neo ტიპის ხომალდი 5 სრულიად ახალ მარშრუტზე იფრენს: ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში. 

გარდა ამისა, დამატებითი სიმძლავრე ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს ფრენების სიხშირე მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში. 

ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებით მარშრუტების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან დაკავშირებას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 549 -დან
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 145 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 426 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 327 -დან
ბრიუსელი25 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 185 -დან
ბუდაპეშტი10 აპრილი 202616 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
დორტმუნდი19 მაისი 202623 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 359 -დან
მემინგენი20 მაისი 20263 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ფრანკფურტი27 მარტი 202617 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 216 -დან

 

აღნიშნული ფაქტი ადასტურებს რომ wizz air ge აძლიერებს ლიდერის პოზიციას ქართულ ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება კი თავისმხრივ ხაზს უსვამს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ
მგზავრს შესთავაზოს მსოფლიოს პოპულარული მიმართულებები და ულტრა დაბალი ტარიფები.

ირაკლი ქარქაშაძის, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის კომენტარი: “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი wizzair საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის ზრდასა და მგზავრების კომფორტისზე.

არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების სიხშირის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით.

გარდა ამისა, 2023 წელი იქნება ისტორიული წელი, რადგანაც ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე.”

შეიძინეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან, დაგვირეკეთ:  551 907 907 და მიიღეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული შემოთავაზება. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიIndiGo თბილისი-დელის მიმართულებით ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაუკვე ცნობილია სად აშენდება ახალი აეროპორტი საქართველოში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments