საქართველოს აეროპორტებიდან სამოგზაუროდ გაფრენის მსურველებისთვის ახალი სეზონი მართლაც ძალიან საინტერესო იქნება. საქმე იმაშია, რომ ქართულ ავიასივრცეს შესაძლოა ზაფხულის სეზონის გახსნისთანავე 4 ცნობილი ავია კომპანიის თვითმფრინავები შეემატონ. აღნიშნული სიახლე მართლაც საოცრად დინამიურსა და კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებსა და ავია სივრცეს.

ზაფხულის სეზონზე იმ 4 ავია კომპანიიდან ერთ–ერთი, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ ოპერირებას დაიწყებს, Air Malta–ს ავიახაზები. ცხელი ამინდების მოახლოებასთან ერთად ამ კომპანიამ შესაძლოა რეგულარული რეისები დაიწყოს.

ამასთანავე, საქართველოს ავიასივრცეში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპრაკება მიმდინარეობს ისეთ გამორჩეულ ავიახაზებთან, როგორიცაა Plus Ultra Airlines.

აღნიშნული ავია კომპანია კომფორტულ ფრენებს მადრიდის მიმართულებით ანხორციელებს და სავარაუდოდ მოქმედებას ქართულ ავია სივრცეში ზაფხულიდან დაიწყებს.

ასევე პორტუგალიის დედაქალაქის მიმართულებით გაფრენის მსურველებს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლე მოელით. აღნიშნული 4 ავია კომპანიის სიაში სწორედ პორტუგალიის მიმართულებით ფრენების მწარმოებელი კომპანია Hi Fly Airlines–იცაა.

ეს სიახლე მართლაც გამოიწვევს ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას. ქვეყნისთვის ახალი პირდაპირი რეისების განხორციელება მსოფლიოში გამორჩეული ცნობილი ლოკაციების მიმართულებით მართლაც წარმატებული ნაბიჯი იქნება. ასევე ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად აქტიურად ემზადება გიგანტური ინდური ავიაკომპანია IndiGo. აღნიშნული ავია კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გამოგზავნეს საქართველოში ტექნიკური ჯგუფის წევრები და აუდიტები, რაც იმას ნიშნავს რო მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

თუკი ამ მასშტაბის ინდური ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებს პირდაპირი რეისების განხორციელებას, ეს მართლაც ინოვაციური სიახლე იქნება. როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს უკვე 50–ზე მეტი ავია კომპანია ანხორციელებს. ასეთი წარმატებული განვითარების რეჟიმის წახალისება აზიური ბაზარის ამ მასშტაბებით ათვისების წყალობით მართლაც უეჭველია.

ყველაზე მოსახერხებელი რეისებისა და იაფი ავიაბილეთების პოვნა Avia.Ge–ს მოხერხებული საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ამ სერვისის გამოყენების შემთხვევაში თქვენ სახლიდან გაუსვლელად 2 წუთში შეძლებთ მყველაზე იაფად იპოვოთ ავია ბილეთები სასურველი მიმართულებით გასაფრენათ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ლისაბონის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ნორვეგიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments