ქართველი მოგზაურებისთვის სასიხარული სიახლე თეა ზაქარაძემ დაადასტურა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ორგანიზაციის გენერალური მენეჯერის მოადგილე აცხადებს, ქართულ საჰაერო სივრცეში მალე კიდევ ერთი ახალი მოთამაშე შემოვა. ვიზალიბერალიზაციის პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს ქართული ბაზრით დაინტერესებული ავიაკომპანიების სია დღემდე იზრდება.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სპეციალური პრესკონფერენცია სასტუმრო HOLIDAY INN-ში გამართეს. ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკმაოდ დადებითი განცხადებები გაკეთდა. როგორც პრესკონფერენციის დროს გახდა ცნობილი, Air Malta-ს ავიახაზები ოფიციალურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

ცნობილი ავიაკომპანიის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები უკვე ცნობილია. როგორც გაირკვა, ეარ მალტა საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ისინი ყოველ ხუთშაბათს განხორციელდება და თბილისიდან გაფრენის მსურველებს Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შეეძლებათ მგზავრობა.

აღნიშნული რეისების დაწყების თარიღად პრესკონფერენციაზე 4 ივლისი ოფიციალურად დაადასტურეს. თბილისი–მალტა–თბილისის მიმართულება მართლაც უამრავ ადამიანს შეუწყობს ხელს, მარტივად და კომფორტულად დაათვალიეროს საინტერესო ლოკაციები. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ახალი ტურისტული სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

თეა ზაქარაძემ ასევე დააზუსტა, რომ Air Malta –ს რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ცნობილ ავია კომპანიასთან თანამშრომლობა უფრო მრავალფეროვან ხასიათს მიიღებს და მათი რეისების სიხშირეც გაიზრდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განმარტა, ქართულ მხარესა და ეარ მალტა–ს წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები 2015 წელს დაიწყო. მისი თქმით, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავაიკომპანიების შემოსვლა მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

გიორგი ჩოგოვაძე ასევე მიესალმება მგზავრთა ნაკადის ზრდას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ეს ასევე საკმაოდ გაზრდის ქართული ავიაბაზრის კონკურენტუნარიანობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ავია კომპანია Air Malta-ს კომერციულ წარმომადგენელს კომპანია „ინტერკო თრეველ ჯგუფი“ წარმოადგენს.

თბილისი მალტა

გამგზავრების თარიღი დაბრუნების თარიღი ავიახაზები ბილეთის მოძებნა

22.08.2019

29.08.2019

ავიაბილეთები 1 596 -დან

samogzauro dazgveva