ავიაკომპანია ვიზეარი აგრძელებს ჩვენს განებივრებას ახალი მიმართულებებით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ პირდაპირი ფრენებით სარგებლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმნი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი და ტურკუ.

Wizz Air Geprgia დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თანამედროვე, მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდებს ამატებს.

7 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენას მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან შეასრულებს. ეს მიმართულებებია : პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ 5 ახალი მიმართულებით განხორციელდება ფრენები : ნიურნბერგი, სტოკჰოლმი, ნიცა, ტურკუ და ჰერაკლიონი.

აქამდე საქართველოდან ფინეთის და სტოკჰოლმის მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლა არ განხორციელებულა. ახალ მიმართულებებზე შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩიგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა მოაწერეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან სულ რაღაც 4 თვეში, ვიზეარი მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავს და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ეს ყველაფერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავიაკომპანია ვიზეარს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პირდაპირი რეისიებით ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.

 ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ახლორციელებს ფრენებს. 2016 წლიდან კი რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც ვიზეარი წარმატებულად განაგრძობდა ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2017 წლის მაისში უკვე მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და 5 ახალი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაამატეს.

2018 წელს, როდესაც, ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა 95% გადაიყვანა (587,643) , საქართველოს ავიაციის ისტორიაში ის ბაზრის ლიდერი გახდა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 682 -დან
ათენი18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 249 -დან
ბარსელონა6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 376 -დან
ბერლინი22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 408 -დან
ბრიუსელი13 სექტემბერი 202620 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
ბრატისლავა26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
ბუდაპეშტი5 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
დორტმუნდი16 მაისი 202630 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 619 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ფრანკფურტი25 სექტემბერი 202628 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 462 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები სოფიას მიმართულებით
შემდეგი სტატიაპირველი ავიარეისი ტალინიდან ბათუმში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments