საქართველოს აეროპორტებიდან 1-ლი ნოემბრიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მორიგი ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ იხსნება.

ახალი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაემატება. ამასთანავე, ავიაკომპანიები, რომლებიც უკვე ოპერირებენ ჩარტერულ ფრენებზე, რეგულარულ რეისებზე განაგრძობენ ოპერირებას. ეს ავიაკომპანიებია: Aegean Airlines, LOT Polish Airlines, Qatar Airways, Georgian Airways. საქართველოს საავიაციო ბაზარს, ასევე, დაუბრუნდება ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი.

ახლა კი გაგაცნობთ იმ მიმართულებებს, რომლებზეც თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან რეგულარული მიმოსვლა დაიწყება.

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • ვარშავა-თბილისი-ვარშავა, ავიაკომპანია – LOT Polish Airlines
  • ათენი-თბილისი-ათენი, ავიაკომპანია – Aegean Airlines
  • მილანი-თბილისი-მილანი, ავიაკომპანია – Ryanair
  • დოჰა-თბილისი-დოჰა, ავიაკომპანია – Qatar Airways
  • ვენა-თბილისი-ვენა, ავიაკომპანია –  Georgian Airways
  • ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამი, ავიაკომპანია – Georgian Airways
  • ბერლინი-თბილისი-ბერლინი, ავიაკომპანია – Georgian Airways

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • კატოვიცე-ქუთაისი-კატოვიზე, ავიაკომპანია – Wizz Air
  • ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი, ავიაკომპანია – Wizz Air
  • დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი, ავიაკომპანია – Wizz Air
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდაინიშნა ახალი ჩარტერული ფრენები თბილისიდან
შემდეგი სტატიანოემბრის ჩარტერული რეისების განრიგის ნაწილი ცნობილია
4.5 8 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
11 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ანა
4 years ago

პარიზი რატომ არაა ვითომ სიაში? 🤔

Admin
avia
4 years ago
Reply to  ანა

გამარჯობა, პარიზის მიმართულებით გახსნილია ფრენები აგვისტოდან

Guest
ბესო
4 years ago
Reply to  avia

რომელ ავიოკომპანიით?
ვიზაირს და რაინაირს არააქვს…. არც პეგასუს

Admin
avia
4 years ago
Reply to  ბესო

გამარჯობა, რომელ მიმართულებაზე კითხულობთ ?

Guest
ლეელა
4 years ago

გამარჯობათ, თურქიშ აირლაინზი როდიდან ანახლებს რეგულარულ ფრენებს თბილისიდან და ბათუმიდან ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია?

Admin
avia
4 years ago

ამეტაპისთის სამწუხაროდ მხოლოდ ჩარტერული ავიარეისებია თურქეთის ავიახაზების შესრულებით.

Guest
მაია
4 years ago

გამარჯობათ, პირდაპირი რეისი სტამბოლში და უკან არის?

Admin
avia
4 years ago
Reply to  მაია

გამარჯობა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ გამყვანი რეისებია სტამბულის მიმართულებით.

Guest
გიორგი
4 years ago

დუბაის მიმართულებით არ აღდგენილა ფრენები?

Admin
avia
4 years ago

გამარჯობა, დუბაის მიმართულებით ამ ეტაპისთვის არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ.

Guest
Mari
3 years ago

Gamarjobat Erevnis Mimartulebit Mainteresebs Frenebi