თბილისიდან სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ჩარტერული ფრენების შესრულება ნოემბერშიც გაგრძელდება. ავიაკომპანიების ნაწილმა ნოემბრის თვის განრიგი უკვე დაადასტურა. ჩარტერული ფრენების განრიგი უკვე ცნობილია სტამბოლის, კიევის და აქტაუს მიმართულებით. აღნიშნული რეისები ისევ გამყვანი იქნება და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად მოემსახურება.

თბილისი-სტამბოლი

თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 1, 5, 8, 12, 15, 19 და 26 ნოემბერი.

ჩარტერული ავიარეისებს ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ რეისებზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სტამბოლის, ისე ევროპის 100-მდე ქვეყანაში სტამბოლის გავლით.

თბილისი-კიევი

თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 7, 14, 21 და 28 ნოემბერი.

ჩარტერულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტში ავიაკომპანია Skyup Airlines-ი შეასრულებს.

 თბილისი-აქტაუ

თბილისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 5, 12, 19 და 26 ნოემბერი.

აღნიშნულ ავიარეისებს ავიაკომპანია SCAT Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქტაუს საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან 10 ქალაქში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება
შემდეგი სტატიანოემბრის ჩარტერული რეისები ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით
4.2 5 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments