მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიების სერვისით სარგებლობს, მნიშვნელოვანია იცოდნენ უსაფრთხოა თუ არა ამა თუ იმ ავიაკომპანიით სარგებლობა. სწორედ ამიტომ, AirlineRatings.com ყოველწლიურად აკეთებს შეჯამებას და ასახელებს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებს.
შეფასების გასაკეთებლად, AirlineRatings-ის თანამშომლები საფუძვლიანად იკვლევენ ავიაკომპანიის ავიაკატასტროფებისა და სახიფათო შემთხვევების ფაქტებს, მთავრობის აუდიტებს, საჰაერო ფლოტის ასაკს. პანდემიის დროს კი, შეფასების სისტემას დაემატა Covid-19-ის რეგულაციების დაცვაც. კომპანია აფასებს, თუ რამდენად იცავდა ავიაკომპანია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელად დაწესებულ რეგულაციებს, როგორიცაა თვითმფრინავის დასუფთავება და დეზინფექცია, შესაბამისი აღჭურვილობა ეკიპაჟის წევრებისთვის, სანიტარული ნივთების მიწოდება მგზავრებისთვის და ა.შ.
ამ ყველაფრის შეფასების შემდეგ, AirlineRatings-მა დაასახელა 2021 წლის 20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
- Qantas
- Qatar Airways
- Air New Zealand
- Singapore Airlines
- Emirates
- EVA Air
- Etihad Airways
- Alaska Airlines
- Cathay Pacific Airways
- British Airways
- Virgin Australia / Virgin Atlantic
- Hawaiian Airlines
- Southwest Airlines
- Delta Airlines
- American Airlines
- SAS Scandinavian
- Finnair
- Lufthansa
- KLM
- United Airlines
ამ ავიაკომპანიებიდან საქართველოში რეგულარულ რეისებს Qatar Airways და Lufthansa ასრულებენ.
იმავე მონაცემებით, კომპანიამ შეაფასა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებიც, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით:
Air Arabia, Allegiant, easyJet, Frontier, Jetstar Group, jetBlue, Ryanair, Vietjet, Westjet და Wizz Air.
ამ ავიაკომპანიებიდან, დღეისათვის საქართველოში მხოლოდ Wizz Air – ი ოპერირებს.
აქვე, გთავაზობთ AirlineRatings-ის მიხედვით ყველაზე სახიფათო ავიაკომპანიების ჩამონათვალს:
Nepal Airlines, Iran Aseman Airlines, Blue Wing (Suriname), Air Blue (Pakistan), Scat (Kazakhstan), Air Algerie (Algeria) და Pakistan International Airlines.