2021 წელს პანდემიის გამო შეწყვეტილი ფრენების დიდი რაოდენობა განახლდა და დაემატა ახალი მიმართულებებიც საქართველოს აეროპორტებიდან. საინტერესოა, რომელი მიმართულებები იყო ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული წინა წლის განმავლობაში. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 2021 წლის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს ასახელებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან.

TOP 10 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან:

  1. სტამბოლი
  2. კიევი
  3. დუბაი
  4. მინსკი
  5. თელ-ავივი
  6. შარჯა
  7. ბაქო
  8. ვარშავა
  9. მიუნხენი
  10. დოჰა

გასაკვირი არც არის, რომ პირველობას ისევ სტამბოლი ინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ თვითონ სტამბოლიც საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა თბილისიდან, მისი ორივე აეროპორტი ტრანზიტის ფუქნციასაც ასრულებს და საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოხვედრას საკმაოდ ამარტივებს. სწორედ ეს განაპირობებს სტამბოლის ასეთ პოპულარობას თბილისიდან.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული მიმართულება 2021 წელს თელ-ავივი იყო.

TOP 5 მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან:

  1. თელ-ავივი
  2. კიევი
  3. მინსკი
  4. სტამბოლი
  5. რიადი

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს 20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია
შემდეგი სტატიაJazeera Airways ჯაზირას ავიახაზები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments