თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, 2031 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და წლის განმავლობაში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აეროპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მგზავრთნაკადის ზრდა და მომავალი გეგმები

მინისტრის განმარტებით, სამოქალაქო ავიაცია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა საქართველოში. 2024 წელს მგზავრთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და 7.4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ეს ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდა. შესაბამისად, იზრდება როგორც საერთაშორისო რეისების რაოდენობა, ისე მიმართულებები. იმისთვის, რომ ახალ აეროპორტამდე გადაამუშავდეს გაზრდილი მგზავრთნაკადი შეფერხების გარეშე, მთავრობა თბილისის არსებული აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას გეგმავს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი4 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 462 -დან
ალმაატა30 აგვისტო 202613 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 137 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 681 -დან
ანკარა30 ივლისი 20263 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 353 -დან
ათენი17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 511 -დან
აბუ დაბი14 სექტემბერი 202629 სექტემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 957 -დან

TAV Georgia წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს თბილისში და ბათუმში ოპერირების დაწყებიდან და აპირებს 150 მილიონი აშშ დოლარით თბილისის აეროპორტი -ის ინვესტირებას არსებული ტერმინალის გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას 10 მილიონ მგზავრამდე 2031 წლამდე.

„2023 წელს 4.7 მილიონი მგზავრი მივიღეთ, ხოლო არსებული ტერმინალის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს ჩვენი წინადადება აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი16 ივლისი 202624 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 329 -დან
ალმაატა16 ივლისი 202630 ივლისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 415 -დან
ბაქო12 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 680 -დან
ჩელიაბინსკი6 სექტემბერი 20267 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 096 -დან
დუბაი31 ივლისი 20261 აგვისტო 2026Flydubaiავიაბილეთები 1 757 -დან
ერევანი10 სექტემბერი 202618 სექტემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 297 -დან

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ TAV Airports-ის ინვესტიციების გეგმა დეტალურად შეფასდება. აღსანიშნავია, რომ ტავ ჯორჯია ს საქართველოში ოპერირებიდან დღემდე 230 მილიონ აშშ დოლარამდე აქვს ინვესტირებული თბილისის და ბათუმის აეროპორტი -ს განვითარებაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაფრანგეთში ავიამეთვალყურეთა გაფიცვამ ათასობით ფრენა შეაფერხა
შემდეგი სტატიაევროკავშირი კრძალავს ავიაკომპანიებისთვის ხელბარგზე დამატებითი გადასახადის დაწესებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted