საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი მოლდოვური ავიაკომპანია Vision Air შემოვიდა, რომელიც თბილისსა და კიშინეუს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების ასრულებს.

ავიაკომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელების ნებართვა 2025 წლის 10 ოქტომბერს მიიღო. პირველი რეისი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით 2 ნოემბერს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ფრენების განრიგი ეტაპობრივად გაიზრდება. თავდაპირველად, თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე Vision Air რეისებს კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შეასრულებს. 13 ნოემბრიდან მგზავრებს დამატებით ხუთშაბათობითაც შეეძლებათ მგზავრობა, ხოლო 16 დეკემბრიდან ფრენები კვირაში სამჯერ (სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას) შესრულდება.

თბილისი კიშინიოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025FlyOneავიაბილეთები 441 -დან
5 დეკემბერი 202512 დეკემბერი 2025FlyOneავიაბილეთები 518 -დან
18 იანვარი 202621 იანვარი 2026Vision Airავიაბილეთები 431 -დან

 

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიებით შეხვდნენ. დახვედრას ესწრებოდნენ “Vision Air”-ის, “TAV Georgia”-ს (თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის დირექტორი ოპერირების მიმართულებით, ლევან ცხადაძე.

Vision Air მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2025 წლის ზაფხულში, უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად თბილისიდან კიშინეუს მიმართულებით ფრენებს ასევე ასრულებს ავიაკომპანია FLYONE.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმოლდოვური ავიაკომპანია “Vision Air” თბილისსა და კიშინეუს შორის ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაიაფი ავიაბილეთები დეკემბერში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments