მოლდოვური ავიაკომპანია Vision Air საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის და თბილისსა და კიშინიოვს შორის რეგულარული ფრენების შესრულებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას ფრენების განხორციელების ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს უკვე მიანიჭა.

პირველი რეისი კიშინიოვი თბილისი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით 2025 წლის 2 ნოემბერს შესრულდება.

თავდაპირველად, Vision Air საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ერთხელ, კვირაობით იფრენს. თუმცა, ავიაკომპანია ფრენების რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდას გეგმავს:

  • 13 ნოემბრიდან დაემატება მეორე ყოველკვირეული რეისი (ხუთშაბათი).
  • 16 დეკემბრიდან კი ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

„Vision Air“ არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც 2025 წლის ზაფხულიდან უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით დაიწყო ოპერირება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოლდოვიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს.

თბილისი კიშინიოვი

Departure atReturn atAirlineFind tickets
17 August 202617 August 2026Fly Oneავიაბილეთები 405 -დან
3 September 202625 September 2026Fly Oneავიაბილეთები 583 -დან
15 October 202625 October 2026Fly Oneავიაბილეთები 541 -დან

 

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის 20%-მდე ფასდაკლება ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში ახალი მოლდოვური ავიაკომპანია “Vision Air” შემოვიდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted