საქართველოსთან სავიზო რეჟიმების გაუქმების სერია ისევ წარმატებით გრძელდება. ამჯერად, უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებს სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია სთავაზობს.

ამ ულამაზეს კუნძულზე, რომელიც ატლანტის ოკეანესა და კარიბის ზღვას შორის მდებარეობას, მალე საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეეძლებათ გამგზავრება. შეთანხმებას ქართული მხრიდან გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც მას უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა.

უვიზო მიმოსვლით სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქეებიც ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა 2014 წლის სექტემბრამდე შეეძლოთ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსისა და ნევისის  ფედერაციის 92 მოქალაქე ესტუმრა, ხოლო 2019 წლის იანვარ – ივნისში 35.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისამუშაო ვიზები ევროპაში
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბორდოს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments