14 ივნისიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

ამ ორი სახელმწიფოს ორდინალური პასპორტის მქონე პირები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დაჰყონ იქ შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღე. ასევე, უფლება აქვთ, გადაადგილდნენ ტრანზიტით.

სამინისტროს ცნობით, ეს ცვლილებები ემსახურება არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს, როდესაც ამ ორმა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი განემტკიცებინათ მეგობრობა და თანამშრომლობა თავიანთ ორ ქვეყანას შორის.

საქართველოდან სრულდება პირდაპირი ფრენები აბუ-დაბის და დუბაის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. ასე რომ, თქვენ უკვე შეგიძლიათ გაემგზავროთ ამ არაჩვეულებრივ ქალაქებში ვიზის გარეშე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატიაბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო აეროპორტების რეიტინგშია
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments