უნგრეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა და მოგზაურებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმოუდგენელია მის ისტორიას და კულტურას მცირედით მაინც გაეცნო და ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩნდეს.

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ ღირსშესანიშნაობებითა და სხვადასხვა აქტივობებით მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანას, რომლის ერთი ვიზიტით ბოლომდე გაცნობა ნამდვილად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, უნგრეთი ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა, რაშიც დარწმუნდებით ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ტბის – ბალატონის მონახულების შემდეგ.

უნგრეთში მოხვედრა და მისი ულამაზესი ქალაქების მონახულება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტებიდანაც. ავიაბილეთებს უნგრეთის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს.

ერთ-ერთ ქალაქში, დებრეცენში მოხვედრა Lufthansa-ს ავიახაზებით არის შესაძლებელი, რომელიც ჯერ მიუნხენში ჩაგიყვანთ, შემდეგ კი პირდაპირ დებრესენში ჩაფრინდება. ორი გზის ავიაბილეთის შეძენას 800-დან 1000 ლარის ფარგლებში შეძლებთ და საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაკომპანია ვიზეარი საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს დებრეცენში. ქუთაისიდან ეინდჰოვენში ან მილანში გადაჯდომით თქვენ ორი გზის ავიაბილეთს 250-300 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ დაბალ ფასად დაუვიწყარ მოზაგურობას მოიწყობთ.

უნგრეთის ქალაქებს შორის მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი ყველაზე ცნობილია და ტურისტების უმეტესობაც სწორედ ამ ქალაქს სტუმრობს.

მდინარე დანუბიზე გაშენებული ქალაქი მის ნებისმიერ მნახველს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას მოუწყობს და დაუვიწყარ დღეებს აჩუქებს. რაც ყველაზე მთავარია, ბუდაპეშტში მოხვედრა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და ავიაბილეთების არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს, რომლის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 230 ლარადაც კი შეიძენთ.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 თებერვალი 202626 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 278 -დან
12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
1 აპრილი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 288 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. ყველაზე დაბალბიუჯეტურ ფრენას პეგასუს ჯორჯია გვთავაზობს, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. შემდეგ მოდის პოლონური ავიაკომპანია LOT და უკრაინული ავიაკომპანია UIA, რომლებიც ორმხრივ ავიაბილეთს 700-დან 900 ლარის ფარგლებში შემოგვთავაზებენ.

კომფორტითა და მაღალი სერვისით განთქმული ავიაკომპანიები Lufthansa და თურქიშ ეარლაინი ავიაბილეთებს ბუდაპეშტის მიმართულებით 900-1000 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. Turkish Airlines-ი ასევე, ბათუმის აეროპორტიდანაც ასრულებს ფრენებს ბუდაპეშტის მიმართულებით, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 1000-დან 1200 ლარამდეა.

თბილისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 თებერვალი 202626 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 561 -დან
10 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 429 -დან
5 აპრილი 202630 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 411 -დან
13 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 579 -დან
2 ივნისი 20267 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 577 -დან
24 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 826 -დან
27 აგვისტო 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 779 -დან
23 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 602 -დან
3 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 593 -დან

უნგრეთის მიმართულებით ავიაბილეთების საკმაოდ დიდი არჩევანი AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად. ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფასდაკლება ავიაკომპანია Air Baltic-სგან
შემდეგი სტატიარაინეარის პირველი რეისი
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments