მსოფლიოში არსებობს ისეთი ავიარეისები, რომელთა ხანგრძლივობა 17 საათზე მეტ ხანს გრძელდება. ასეთ რეისებს ულტრაგრძელი რეისები ეწოდებათ და უმეტეს წილად სრულდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აშშ-მდე ან აშშ-დან ავსტრალიამდე და ა.შ.

ასეთი მარშუტების სიგრძე მინიმუმ 13 000 კილომეტრს შეადგენს, თუმცა მარშუტის სიგრძე არ ნიშნავს, რომ ის უფრო ხანგრძლივია, რადგან ქარები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ რეისის ხანგრძლივობაზე. ულტრაგრძელი რეისების შემთხვევაში ქარების ზემოქმედებამ 1.5 საათსაც შეიძლება მიაღწიოს.

ყველაზე რეკორდული ულტრარეისის მაჩვენებელი დაფიქსირდა 2005 წლის 9 ნოემბერს , როდესაც პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა ჰონგ-კონგიდან ლონდონის ჰითროუს აეროპორტამდე 22 საათი და 22 წუთი იფრინა. ხოლო დღესდღეობით ყველაზე ხანგრძლივი რეისების ათეული ასე გამოიყურება :

10) მანილა (ფილიპინები) –ნიუ-იორკი, მანძილი – 13,711 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 16 საათი და 40 წუთი, ავიაკომპანია – Philippines .

9) იოჰანესბურგი – ატლანტა, მანძილი – 13,581 კილომეტრი,  რეისის ხანგრძლივობა – 16 საათი და 50 წუთი, ავიაკომპანია – Delta.

8) დალასი-სიდნეი, მანძლი – 13,804 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 16 საათი და 55 წუთი, ავიაკომპანია – Qantas.

7)  ოკლენდი-დუბაი, მანძლი – 14,201 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 17 საათი და 5 წუთი, ავიაკომპანია –  Emirates .

6) სან-ფრანცისკო – სინგაპური, მანძილი – 13,593 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 17 საათი და 20 წუთი, ავიაკომპანია United.

5) პერთი (ავსტრალია) – ლონდონი, მანძლი – 14,499 კილომეტრი,  რეისის ხანგრძლივობა 17 საათი და 25 წუთი, ავიაკომპანია – Qantas.

4) ჰიუსტონი – სიდნეი, მანძლი – 13,834 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 17 საათი და 30 წუთი, ავიაკომპანია – United.

3) ოკლენდი-დოჰა, მანძლი –  14,536 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 17 საათი და 40 წუთი, ავიაკომპანია – Qatar.

2) სინგაპური – ლოს-ანჯელესი, მანძილი – 14,114 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა17 საათი და 50 წუთი, ავიაკომპანია – Singapore.

1) სინგაპური – ნიუ-იორკი, მანძლი – 15,343 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა 18 საათი და 30 წუთი, ავიაკომპანია –  Singapore.

სინგაპური ნიუ-იორკი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024Singapore Airlinesავიაბილეთები 7 760 -დან
15 იანვარი 202529 იანვარი 2025Singapore Airlinesავიაბილეთები 7 626 -დან
13 თებერვალი 202519 თებერვალი 2025Singapore Airlinesავიაბილეთები 3 760 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდუბაის ვიზა / dubais viza
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments