გაზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. თუკი თქვენ ლამაზი და საინტერესო ქალაქების დათვალიერება გსურთ, თუმცა სიმყუდროვეც მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინ ავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით იდეალური გამოსავალია.

აღმოსავლეთ ევროპის ეს ცნობილი მხარე საკმაოდ ბევრ ბუნებრივ საგანძურს იტევს საკუთარ თავში. შავი ზღვის სანაპიროზე გასეირნებისა და ულამაზესი ტყეებიანი მთის ფერდობებით გაფორმებული ეს ქვეყანა მართლაც უამრავი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მოგონების შექმნაში იდეალურად დაგეხმარებათ. პირველ რიგში კი მისი სტუმრობისას ორი ყველაზე ორიგინალური ქალაქის გამორჩევა მარტივად შეგიძლიათ.

უკრაინაში ჩასაფრენად რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეგიძლიათ. ყველაზე დაბალფასიანი და მოხერხებული აქციებით სარგებლობისთვის თქვენ უმჯობესი იქნება თუ Avia.Ge–ს თანამედროვე საძიებო სისტემას გამოიყენებთ. აღნიშნული სერვისით სარგებლობა და 2 წუთში დაბალფასიანი ავიაბილეთების პოვნა შეგიძლიათ როგორც ვებგვერდის, ისე მოხერხებული მობილური აპლიკაციის საშუალებითაც. მაგალითად, აპლიკაციას რომელსაც 730–ზე მეტი ავიაკომპანიის ბაზასთან აქვს წვდომა, შეუძლია სახლიდან გაუსვლელად გაპოვნინოთ იაფი ავიაბილეთები კიევის მიმართულებით.

უკრაინული ტრადიციების ღირსშესანიშნავ წარმომადგენლებს პირველ რიგში სწორედ კიევში ნახავთ. ამ მართლაც მყუდრო ქალაქის ქუჩებში თქვენ მრავალი საუკუნის ამსახველ ულამაზეს არქიტექტურასთან ერთად, შესანიშნავ რესტორნებსა და საინტერესო მუზეუმებსაც საკმაოდ ხშირად შეხვდებით.

ამ საინტერე ქალაქში მოსახვედრად ავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით ყველაზე იაფად ავია კომპანია SkyUp –ის აქციების ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

ცნობილი ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს კიევში 200–დან 250 ლარის ფარგლებში გადახდილი თანხის სანაცვლოდ მოახვედრებს. ეს რეისი პირდაპირია და ჯამში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოგიწევთ ფრენა. აღნიშნული ავიაკომპანია ასევე მალე ისეთი მყუდრო და საინტერესო ქალაქის მიმართულებითაც დაიწყებს ფრენებს ქუთაისიდან, როგორიც ხარკოვია.

ავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით გასაფრენად მართლაც რომ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ხარკოვის დასათვალიერებლად. საინტერესო არქიტექტურისა და ადგილობრივი კულტურის მქონე ქალაქში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 6 საათში მოახერხებთ ჩაფრენას. ამ შემთხვევაში ასეთ მოხერხებულ მომსახურებას ავია კომპანია უკრაინის ავიახაზები გაგიწევთ, რომლის რეისზე მოსახვედრადაც თქვენ 300–დან 350 ლარამდე თანხის გადახდა დაგჭირდებათ.

 

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიომნიბას – Omnibus
შემდეგი სტატიაინდიგო / Indigo airlines
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments