19.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 6, 2025

ვარშავა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ვარშავა ისტორიული ქალაქია. მას ყოველ წელს 8 მილიონამდე სტუმარი ჰყავს. ვარშავამ მე-20 საუკუნეში დიდი პროცესები განვლო, მსოფლიო ომების ტალღა მის არქიტექტურასა და კულტურულ თავისებურებებზე მნიშვნელოვნად აისახა. ვარშავას ძეგლები, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები დიდ ისტორიებს ჰყვება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ქალაქია. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, პოპულარულ ტურისტულ აქტივობებსა და სხვა. გამოგვყევით პოლონეთის დედაქალაქის აღმოსაჩენად.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

პოლონური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

7.66zl (1.98$)

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ზლოტი

კვება

სადილის ღირებულება

40zł (10$)

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ვარშავა

სად დავრჩეთ ვარშავაში?

მოგზაურობისას აუცილებელია კარგად აარჩიოთ უბანი, სადაც დარჩებით. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი და როგორ გარემოში გსურთ დარჩენა – ღირსშესანიშნაობებთან ახლოს, ტურისტულ ადგილას თუ შედარებით წყნარ სივრცეში.

ძველი ქალაქი (old town) – ისტორიული შენობების თავშეყრის არეალია. თუ პირველად მოგზაურობთ ვარშავაში და გსურთ ქალაქი მარტივად დაათვალიეროთ, აქ დარჩენას გირჩევდით.

პრაგა პოლნოკი (Praga Północ) – ამ უბანში ადგილობრივივით შეძლებთ დასვენებას. აქ ისტორიული შენობებისა და ადგილობრივების გარშემო აღმოჩნდებით. აქ დასვენება შედარებით იაფიც დაგიჯდებათ.

მურანოვი (Muranów) – ეს ადგილი კი ისტორიული ღირსშესანიშნაობების უდიდეს პერიმეტრს გადაგიშლით. ამ უბანში დარჩენა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული, ვისაც ბევრი სეირნობა, დაკვირვება და ისტორიული ფაქტების აღმოჩენა უყვარს.

პოვისლე (Powiśle) –  ეს უბანი საკმაოდ პოპულარულია. აქ შეგხვდებათ მუზეუმები, კაფეები, რესტორნები, ტურისტული სანახაობები. ერთი სიტყვით, ამ უბანშ ყველაფერია.

პრაგა პოლუდნიე (Praga Południe) – ეს უბანი იდეალურია საოჯახო მოგზაურობებისთვის. აქ მშვიდი, სუფთა და გამწვანებული არეალი დაგხვდებათ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ვარშავაში?

ვარშავა ღირსშესანიშნაობების მთელ რიგს შემოგთავაზებთ. აქაურობა ისტორიული და კულტურული სანახაობებით ძალიან მდიდარია ქალაქის წარსულიდან გამომდინარე.

პოლონელი ებრაელების მუზეუმი ვარშავას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია. იგი ასახავს პოლონეთში მცხოვრები ებრაელების ისტორიას, ქალაქის განვითარებაში შეტანილ კონტრიბუციასა და კულტურულ არტეფაქტებს.

აჯანყების მუზეუმი გადმოსცემს პოლონეთის მძიმე წარსულ ინფორმაციას – 1944 წლის აჯანყებას მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ ინახება როგორც ტექნიკური საშუალებები, მაგალითად იარაღები, ასევე ჯარისკაცთა სასიყვარულო წერილები და პირადი ნივთები. მუზეუმის მიზანია, პოლონეთის ისტორიასა და მძიმე გამოცდილებებზე დეტალური ცოდნა და არტეფაქტები შემოუნახოს მომავალს.

სამეფო სასახლე ვარშავაში რენესანსისა და ბაროკოს ეპოქების არქიტექტურული სტილის ერთგვარი ნაზავია. აღგაფრთოვანებთ როგორც მისი ისტორიული მნიშვნელობა და სიდიადე, ასევე ინტერიერი თუ ექსტერიერი. ახლა იგი ეროვნული მნიშვნელობის მონუმენტსა და მუზეუმს წარმოადგენს, თუმცა დიდი ხნის წინ პოლონელი მონარქების რეზიდენცია იყო.

ბედნიერების მუზეუმი ქალაქის ნათელი მხარეა. იგი გასართობად და ესთეტიკური ფუნქციით არის შექმნილი. აქ ვიზიტს განსაკუთრებით გირჩევდით თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, რადგან აქაურობა ზღაპრულ ვარდისფერ სამყაროს გავს.

სიგიზმუნდის სვეტი ვარშავას ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. იგი კრაკოვიდან გადმოიტანეს ვარშავაში. სიგიზმუნდ მესამე პოლონეთის მეფე გახლდათ მე-16 საუკუნეში და სწორედ მას ეძღვნება ეს მონუმენტიც. მეფეს ერთ ხელში ჯვარი, მეორეში კი მახვილი უჭირავს.

არყის მუზეუმი ვარშავაში ყოფნისას საინტერესო გამოცდილება იქნება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ პოლონური არყის 4 სახეობა.

შოპენის მუზეუმი ვარშავაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ფრედერიკ შოპენი წარმოშობით სწორედ პოლონეთიდან იყო. მისი სახელობის მუზეუმი კი კომპოზიტორის ხელნაწერებს, მის პიანინოს, ფოტოებსა და სხვა სამახსოვრო ნივთებს ინახავს.

თუ ქალაქის ისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, მაშინ ეროვნულ მუზეუმს უნდა ესტუმროთ. აქ ინახება როგორც ისტორიული არტეფაქტები, ასევე პოლონელი მხატვრების ხელოვნების ნიმუშები.

პოლონური არმიის მუზეუმში 300 000 -ზე მეტი ისტორიული არტეფაქტი დაგხვდებათ პოლონეთის სამხედრო ისტორიიდან. აქ ნახავთ როგორც მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებს. მუზეუმის ნამუშევრები მე-10 მე-18 საუკუნის მასალებს მოიცავს.

მეცნიერებისა და კულტურის სასახლე ვარშავას ყველაზე მაღალი შენობაა. იგი აშენდა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ პოლონელი ხალხისათვის მიძღვნილი საჩქარი. ამ სასახლემ დროთა განმავლობაში ფუნქცია შეიცვალა. ერთ დროს მან როლინგ სტოუნზის კონცერტსაც კი უმასპინძლა.

გეტოს გმირების მონუმენტი ასევე ტრაგიკულ ისტორიას გამოხატავს – იგი ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლია, რომელიც ეძღვნება გეტოებში მყოფი ებრაელების ხსოვნას.

 

ფრენები ვარშავაში

სად ვჭამოთ ვარშავაში

ვარშავა ადგილობრივი კულინარიული შესაძლებლობებით გაგაკვირვებთ. აქ შეგეძლებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი სუფები, “პიეროგები” და სხვა გემრიელი კერძები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

Soul Kitchen – ამ რესტორანში შეძლებთ ადგილობრივი სუფების დაგემოვნებას. ასევე აქ შეგიძლიათ გასინჯოთ თევზის პროდუქტები, სალათები და სხვა. რესტორანს ძალიან მყუდრო ატმოსფერო აქვს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აქ სამახსოვრო ვახშამი დაგეგმოთ.

N31 Restaurant & Bar – ამ ბარ-რესტორანში ძალიან კარგი დროის გატარებას შეძლებთ. რესტორანი ცნობილია პოლონური კერძებითა და კოქტეილებით.

Stary Dom – ეს რესტორანიც ძალიან პოპულარულია ვარშავაში, განსაკუთრებით ადგილობრივი კერძებით. რესტორნის მენიუ ძირითადად ხორციან და თევზიან კერძებს შემოგთავაზებთ.

ვარშავას გამორჩეული ტრადიციული კერძია პიეროგი. იგი წარმოადგენს მოხარშულ ცომეულს, რომელშიც ხორცეული ან სხვა ინგრედიენტია მოთავსებული.

Restauracja Jagiellońska – ამ რესტორანს ბევრი ტურისტი და ადგილობრივი უწევს რეკომენდაციას. გარდა იმისა, რომ აქ პიეროგის ბევრ ვარიანტს ნახავთ, რესტორანი მაღალი დონის მომსახურებას გაგიწევთ. თანაც, აქ ძალიან მყუდრო ატმოსფერო და ლამაზი გარემოა.

Kraina Pierogów – ამ რესტორანში კი ძალიან თბილი ატმოსფერო დაგხვდებათ. აქაური პიეროგი უგემრიელესია, რადგან სახლურად, ხელით არის მომზადებული.

Restauracja Belvedere – ამ რესტორნის ინტერიერი, დიდი ფანჯრები და სიმწვანე იდეალურ ატმოსფეროს ქმნის სადილისა და ვახშმისთვის. თანაც იგი ქალაქის პარკთან მდებარეობს.

BOATHOUSE – დასამახსოვრებელი საღამოს გატარებას ამ რესტორანშიც მშვენივრად შეძლებთ. გარდა ულამაზესი ხედებისა და გარემოსი, ამ რესტორანში შეძლებთ ხმელთაშუა ზღვის კულინარიის დაგემოვნებას.

Concept 13 Restaurant – ეს რესტორანი ცნობილია თავისი ულამაზესი გარემოთი, მაღალი დონის მომსახურებითა და კარგი ხედებით ვარშავის მოდერნისტულ შენობებზე.

პოლონეთი ცნობილია თავისი სუფებითაც. ამ ქალაქში განსაკუთრებით ზამთარში ადგილობრივები მრავალფეროვან სუფებს მიირთმევენ. პოპულარულია სუფები ხორცით, თუმცა ვეგეტარიანულ ვარიანტებსაც ხშირად შეხვდებით.

Stolica – ეს ყველაზე პოპულარული ადგილია სუფების დასაგემოვნებლად. გარდა მრავალფეროვანი არჩევანისა, აქაურობა ძალიან რომანტიკული ატმოსფეროს მქონეა.

Specjaly Regionalne – ამ ადგილას ადგილობრივი კერძების სრულ ასორტიმენტს ნახავთ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც სუფები, ასევე პიეროგი და სხვა პოლონური ტრადიციული კერძები.

 

 

 

ახლოდან დანახული ვარშავა

სად ვიშოპინგოთ ვარშავაში?

ვარშავაში ნახავთ სხვადასხვა საშოპინგო სივრცეებს, მოლებს, პატარა მაღაზიებსა თუ ადგილობრივი წარმოების საქონელს. აქ საყვარელი ნივთების არჩევას მარტივად შეძლებთ.

ზლოტე ტარასი (Złote Tarasy) – ეს უდიდესი საშოპინგო ცენტრია ვარშავაში, აქ ნახავთ უამრავ ტანსაცმლის მაღაზიას. თანაც, იგი ულამაზესია და ძალიან მყუდრო ატმოსფეროა წყნარად შოპინგისათვის.

ვესტფილდ არკადია (Westfield Arkadia) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრი ვარშავაში. აქ ნახავთ როგორც მაღაზიებს შოპინგისათვის, ასევე მოსასვენებელ სივრცეებსა და კვების ობიექტებსაც.

ლურჯი ქალაქი (Blue City) – ეს საშოპინგო სივრცე ფაქტობრივად ცალკე ქალაქს წააგავს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

 

გარდა იმისა, რომ ვარშავას მუზეუმებშიც შეძლებთ სუვენირების ყიდვას, შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ სუვენირების მაღაზიას, რათა საყვარელ ადამიანებს სამახსოვრო ნივთები ჩამოუტანოთ მოგზაურობიდან.

SOUVENIRCITY – ამ ძალიან მყუდრო მაღაზიაში შეძლებთ აარჩიოთ სუვენირები, მათ შორის ვარშავას გამოსახულებით პატარა მაგნიტები თუ სათამაშოები.

Folkstar Warszawa Śródmieście – ამ მაღაზიაში ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ. აქაურობა ძალიან ფერადია და უარავ სამახსოვრო ნივთს შეიძენთ.

 

Nowy Swiat – ეს უბანი ყველაზე პოპულარულია საშოპინგოდ ვარშავაში. აქ მთელ ჩაყოლებაზე დაგხვდებათ ტანსაცმლის მაღაზიები, მათ შორის ცნობილი ბრენდები. შეგიძლიათ რამდენიმე საათი დაუთმოთ აქ სეირნობას.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ვარშავაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ვარშავა ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო ვარშავაში სამოგზაუროდ?

ამინდების მხრივ გაზაფხულისა და შემოდგომის თვეები იდეალურია ვარშავაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა ძალიან თბილია და მარტივად შეძლებთ დროის გატარებას, კომფორტულად ნახავთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და თანაც, პიკის სეზონებთან შედარებით ამ დროს ნაკლები ტურისტია. თუმცა, ზაფხულში ქალაქში ძალიან ბევრი აქტივობა იგეგმება, მაგალითად სახელოვნებო გამოფენები და თუ გსურთ უნიკალური გამოცდილებების მიღება, ზაფხულში ნამდვილად არ დაგაღალატებთ ქალაქი. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მართალია ზამთარში ძალიან ცივა, თუმცა ქალაქი საშობაოდ განსაკუთრებულად ემზადება. ქალაქის ცენტრალური მოედანი ნამდვილ ჯადოსნურ ზღაპარს ემსგავსება ამ დროს.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ ვარშავაში?

ვარშავაში გადაადგილების მრავალი საშუალებაა. ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მარტივად მიგიყვანთ, ან შეგიძლიათ ტაქსისა თუ პირადი მანქანის დაქირავება.

ვარშავას მეტროს ორი ხაზი აქვს. სტანდარტული ბილეთი 4.40 ზლოტი დაგიჯდებათ. მეტროს ხაზები დაყოფილია ჩრდილო-სამხრეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებებად. მეტროს ბილეთების ყიდვას შეძლებთ ჯიხურში ან კარტით გადაიხდით ადგილზე.

პოლონეთის ქალაქები გამოირჩევა ფეხით სიარულის მოყვარული ხალხით. აქ ზამთარშიც კი ადგილობრივები მუდამ ფეხით სეირნობენ, უფრო მეტიც – სამსახურებში ადგილობრივები ხშირად ფეხით დადიან. ტურისტული ღირსშესანიშნაობების უმეტესობის ნახვას ფეხით სიარულისას მარტივად შეძლებთ. განსაკუთრებულ რეკომენდაციას გავუწევდით ძველ ქალაქში სეირნობას.

ტრანსპორტის ბარათები მოიცავს რამდენიმე საათიან წვდომას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

  • 20 წუთიანი ბარათი ღირს 3.40 პოლონური ზლოტი
  • 75 წუთიანი 4,40 ზლოტი
  • 90 წუთიანი კი 7 ზლოტი
  • შეგიძლიათ შეიძინოთ 1 ან რამდენიმე დღიანი ბარათებიც ქალაქის ზონების მიხედვით, მათი ფასი მერყეობს 15-დან 40 ზლოტამდე

 

ვარშავაში ავტობუსები დილის 5-დან საღამოს 11 საათამდე მუშაობს. ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ კარტით ან ჯიხურებში. სტანდარტული ბილეთი 4.40 პოლონური ზოტი ღირს, თუმცა დაბლა შემოგთავაზებთ ტურისტულ ბარათებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

ტრამვაი დილის 6-დან საღამოს 11 საათამდე მოგემსახურებათ. იგი ძალიან სწრაფი და კომფორტული გადაადგილების საშუალებაა. ტრამვაის 1000-ზე მეტი კილომეტრიანი ხაზი ქალაქის ძირითად ადგილებამდე უპრობლემოდ მიგიყვანთ. ბილეთების შეძენას შეძლებთ ადგილზევე ან ჯიხურებში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ვარშავაში?

ვარშავა ძალიან ბევრ გამწვანებულ პარკს შემოგთავაზებთ. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს წააგავს წელიწადის ყველა დროს. სიმშვიდესა და სიმყუდროვეს კი გაცილებით ინტენსიურად აქაურ პარკებში ყოფნისას იგრძნობთ.

ეს პარკი სლოვაკეთის საზღვართან მდებარეობს. აქაურობა მწვანეშია ჩაფლული და დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ამ პარკში უამრავი ხე და სიმწვანე დაგხვდებათ. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომისას, ფოთოლცვენისას ან გაზაფხულზე, მცენარეების ყვავილობისას.

ეს პარკი გაგაოცებთ თავისი ულამაზესი ბაღებით, ყვავილების ურიცხვი რიგებითა და საოცარი სიმწვანით. აქ საფეხმავლო ბილიკები მრავლადაა და შეძლებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას.

ეს პარკი ისტორიულ ადგილასაა გაშენებული. აქ მდებარეობს ვარშავის ეროვნულ გმირთა სასაფლაოები და სამახსოვრო მონუმენტები.

ეს პარკი ცნობილია თავისი ფერადი შადრევნებით. გირჩევთ ამ ადგილს საღამოს ეწვიოთ და ამ სილამაზით დარკბეთ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აქაურობა განსაკუთრებით მოგეწონებათ.

თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გირჩევდით ვარშავის ზოოპარკს ეწვიოთ და ქალაქის მეორე მხარეც გაიცნოთ. ზოოპარკში სხვადასხვა ცხოველსა და მცენარეს შეხვდებით და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

გადაწყვიტე ვარშავაში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ვარშავაში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ვარშავაზე

3 დღე საკმარისია ამ ქალაქში გასაჩერებლად, თუმცა გირჩევდით უფრო მეტი დრო გაითვალისწინოთ, რათა კარგად დასვენება შეძლოთ.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან სიარული შორ მანძილებზე მოგიწევთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც.

ვარშავის მუზეუმების დათვალიერება და პოლონური კულინარიის დაგემოვნება არ უნდა დაგავიწყდეთ ვარშავაში ყოფნის დროს.

ვარშავა სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით გაცილებით იაფი ქალაქია. აქ ძალიან ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას, კვებას, დასარჩენი ადგილის მოძებნას და მუზეუმების დათვალიერებას.

ვარშავაში მოგზაურობა ძალიან უსაფრთხოა, მათ შორის ღამით სეირნობაც. ვარშავა ძალიან მშვიდი ქალაქია, თუმცა ცხადია ნებისმიერი მოგზაურობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან.

მაისიდან სექტემბრამდე საუკეთესო დროა ვარშავაში გასატარებლად, რადგან კლიმატი ამ დროს არის იდეალური – არც ძალიან ცხელა და არც ცივა.

WAW – ვარშავას შოპენის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

ვარშავაში გაფრენას შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე- ქუთაისიდან და ბათუმიდან. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი რეისებით შეძლებთ ფრენას, ბათუმიდან კი გადაჯდომით.

ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ავიაკომპანია Wizz Air. ბათუმიდან გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ Turkish Airlines, თბილისიდან ვარშავაში დაფრინავს ავიაკომპანია LOT.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები რომში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვარშავაში მოგზაურობის შესახებ

იაფი ფრენები ვარშავას მიმართულებით პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული…

ვარშავას იაფი ავიაბილეთები პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა გამორჩეულია თავისი უნიკალური ისტორიით,…

იაფი ავიაბილეთები ვარშავაში პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია. ვარშავა…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს