20.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 27, 2025

ბოლონია – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ბოლონია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ულამაზესი ქალაქია. იგი ანტიკური თუ შუასაუკუნეების არქიტექტურული სტილითა და ხელოვნებით არის ცნობილი. ბოლონიაში მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ცხოვრების მანძილზე განიცადოთ. თუ გსურთ ყველაფრისმომცველი მოგზაურობა დაგეგმოთ, მაშინ ბოლონია სათქვენო ქალაქია. აქ შეგიძლიათ მუზეუმები, ტაძრები და ძველი ქვით მოკირწყლული ქუჩები დაათვალიეროთ, დააგემოვნოთ უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და გაეცნოთ ადგილობრივების ყოველდღიურობას. ამ ბლოგში მაგიური ქალაქი ბოლონიის შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, კვების ობიექტებსა თუ მნიშვნელოვან ფაქტებს მოგზაურობის მარტივად დაგეგმვისთვის.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

იტალიური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

1 €

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

15-25 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ბოლონია

სად დავრჩეთ ბოლონიაში?

სრულყოფილი მოგზაურობა დასარჩენი ადგილის მოძიებით იწყება. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს. ჩვენ შემოგთავაზებთ ბოლონიის ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც კარგ სასტუმროებს ნახავთ საკმაოდ იაფად და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ისტორიული ცენტრი (Historic Center) – ბოლონიის ხმაურიანი ცენტრი სავსეა შუა საუკუნეების კოშკებით, გრანდიოზული ბაზილიკებითა და ცოცხალი მოედნებით, მათ შორის ლეგენდარული პიაცა მაჯორეთი და ისტორიული უნივერსიტეტის ტერიტორიით. აქ დასარჩენ ადგილსაც მარტივად იპოვით.

ბოლონინა (Bolognina) – ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარე ეს ფერადი და მულტიკულტურული უბანია საოცარი საკვები ობიექტებით, ქუჩის ხელოვნებითა და ახალგაზრდული სტილით. აქ განტვირთვას, დასვენებასა და გართობას იდეალურად შეძლებთ. თანაც, უბანში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ ყველაფერს.

ბოლონიის ბაზრობის მიმდებარედ (Fiera di Bologna) – ეს კომერციული უბანი არ  იდეალურია, თუ სავაჭრო გამოფენას ესწრებით ან გსურთ ხელმისაწვდომი ფასებით  დარჩენა. უბნიდან ბოლონიის სხვადასხვა მხარეში მარტივად შეძლებთ გადაადგილებას.

პიაცა მაჯორე (Piazza Maggiore) – ეს ცოცხალი მოედანი ბოლონიის ცენტრია. იგი ცნობილია თავისი ისტორიული შენობებით, ულამაზესი კაფეებითა და ცოცხალი ქუჩის ცხოვრებით, ის უდავოდ ყველაზე ფოტოგენური ადგილია! აქ დარჩენა კომფორტული იქნება გადასაადგილებლადაც.

სარაგოსა (Saragozza) -ეს არის უფრო მშვიდი უბანი ისტორიული ცენტრის მახლობლად, რომელიც გთავაზობთ წყნარ დასვენებასა და უფრო ხელმისაწვდომ ფასებს. აქაურ სასტუმროებში კომოფრტულად და ბიუჯეტურად შეძლებთ დარჩენას.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ბოლონიაში?

ბოლონია იტალიის ისტორიული ქალაქია, ამიტომ აქ ღირსშესანიშნაობათა მთელი რიგი დაგხვდებათ. უმჯობესია, წინასწარ გაეცნოთ მათ და დაჯავშნოთ ბილეთები მათ სანახავად, რათა სპეციალური ფასდაკლება მიიღოთ.

ფერარის მუზეუმი – თუ მანქანები და სისწრაფე თქვენი სუსტი წერტილია, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ფერარის მუზეუმს. აქაური გამოფენები, მანქანები და ისტორიული გზები მანქანების სამყაროში გამოგზაურებთ. ყველაზე დიდი თავგადასავლის მოწყობა თუ გსურთ, ბოლონიაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ცნობილ მუზეუმს.
ფერუჩო ლამბორჯინის მუზეუმი – ფერუჩო ლამბორჯინი სრულფასოვნად ცხოვრობდა – მან დიდი წვლილი შეიტანა ავტოინდუსტრიის წინსვლაში. ფერუჩო ლამბორჯინის მუზეუმის მონახულება გაჩვენებთ, თუ როგორ გარდაქმნა მან თავისი ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სივრცე ფუფუნების ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ცენტრად.

საათის კოშკი და სახელოვნებო კოლექცია ბოლონიის ისტორიულ ეპოქაში გამოგზაურებთ. აქ დაგხვდებათ ბოლონიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი, პალაცო დ’აკურსიოს ბრწყინვალე საათის კოშკი. საათის კოშკები ქალაქში მრავლადაა და მათი შესწავლა პრაქტიკული აუდიო გიდების დახმარებით შეგიძლიათ. სმარტფონში ისტორიების მოსმენით, კოშკის სექციებში გაივლით გზას, სანამ საათის მოქმედ შიდა მექანიზმს არ მიაღწევთ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ სამოქალაქო ხელოვნების კოლექციებს, რომლებიც განთავსებულია კარდინალ ლეგატების რეზიდენციებად გამოყენებულ შენობებში, დატკბეთ ნახატებით, ხელოვნების ნიმუშებით, ავეჯით, ფაიფურითა და ტექსტილით შუა საუკუნეებიდან დღევანდელობამდე. ტური კი დაასრულეთ ადგილობრივი პროდუქტების დეგუსტაციით და ისიამოვნეთ 360°-იანი ბოლონიური ხედებით!

Lunafarm გასართობი პარკი ბოლონიის ცენტრიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. პარკში ნახავთ ატრაქციონებს, რომლებიც ბრუნავენ, ხტუნაობენ და დაფრინავენ, ვიდეო თამაშებს, ვირტუალური რეალობის აქტივობებს, წვეულებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მაღაზიას სხვადასხვა სუვენირებით, ასევე გამაგრილებელ პუნქტს გემრიელი საჭმელებისთვის.

როგორც მოგახსენეთ, ბოლონიაში უამრავ ტაძარს ნახავთ. ეს ერთ-ერთი მათგანია. შენობა გასაოცარია არ მხოლოდ მისი ფუნქციური დატვირთვით, არამედ ექსტერიერითა და ინტერიერით. მისი წითელი კედლები ყველა მნახველს აუცილებლად მოხიბლავს.

ენცო ფერარის მუზეუმი – ჩართეთ ძრავები და მოემზადეთ ფერარის იმპერიის მამის, ენცო ფერარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თავბრუდამხვევი ტურისთვის. ულამაზესად დაპროექტებულ შენობაში ნახავთ ოდესღაც შექმნილ ისტორიულ ავტომობილებს და შეიტყობთ ყველაფერს იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც თავისი ოცნებები ჩქაროსნულ რეალობად აქცია. სიტყვა „ფერარი“ ძალაუფლების, პრესტიჟისა და სიჩქარის სინონიმია. ენცო ფერარის მუზეუმი თავისი ლეგენდარული დამფუძნებლის ცხოვრებას ასახავს, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ავტოსპორტისა და სპორტული ავტომობილების სამყაროში.
დროის მანქანა” – ლეგენდის თანახმად, საფლავების მძარცველთა ჯგუფს, რომლებმაც ტუტანხამონის 3000 წლის სამარხი გახსნეს, სასიკვდილო წყევლა ხვდათ წილად.
ბოლონიის დროის მანქანა საშუალებას გაძლევთ, ხელში ჩირაღდნით ხელში იაროთ და ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი ეგვიპტური სამარხის საგანძური ნახოთ. მიიღეთ ნამდვილი ეგვიპტოლოგის გამოცდილება განსაცვიფრებელ ვირტუალურ სამყაროში.
პალაცო ფავას მუზეუმი ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, რათა გაეცნოთ ლუიზ ნეველსონის მე-19 საუკუნის ნამუშევრებს. იგი ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარია თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, რომელმაც მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა 1940-იან წლებში. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი შავ-თეთრი და ოქროსფერი ქანდაკებები, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალებისგან.
ბოლონიის უნივერსიტეტი 1088 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციურია. იგი მსოფლიოში უძველესი უწყვეტად მოქმედი უნივერსიტეტია. ეს იყო პირველი დაწესებულება, რომელმაც უმაღლესი განათლების ხარისხები გასცა და სწორედ აქედან წარმოიშვა თავად სიტყვა „უნივერსიტეტი“.  უნივერსიტეტის თავდაპირველი შენობა ბოლონიის გასაოცარ არქიგინაზიოში იყო განთავსებული, სადაც აქაური ტურის განმავლობაში აუდიო გიდის მოსმენის პარალელურად იმოგზაურებთ.

ბოლონიის ცნობილი ქანდაკება სწორედ ნეპტუნის სახელობისაა. ნეპტუნის სახელზევე აქვე შადრევანსაც ნახავთ. თუ გსურთ ამ შადრევანზე და ზოგადად ბოლონიაზე უამრავი საინტერესო ამბის მოსმენა, ეწვიეთ ამ ადგილს. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბება და სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან.

 

ფრენები ბოლონიაში

სად ვჭამოთ ბოლონიაში?

ბოლონიაში ცნობილ იტალიურ კერძებს დააგემოვნებთ. აქაურობა კულინარიის მოყვარულებისათვის ნამდვილი სამოთხეა. ბოლონია კულინარიული შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენას გაგიფართოვებთ.

Trattoria Via Serra – ამ რესტორანში ტრადიციული კერძებისთვის სპეციალური ინგრედიენტები ირჩევა. რესტორნის შეფ-მზარეული მენიუზე განსაკუთრებულად ზრუნავს. აქაურობას უნდა ეწვიოთ ადგილობრივი კერძებისთვის, ლაზანიიდან დაწყებული პასტათი დამთავრებული. აქაურობა ცენტრიდან ადვილად მისადგომია.

Da Serghei – ამ რესტორანში ასევე დააგემოვნებთ ტრადიციულ კერძებს. აუცილებლად დააგემოვნეთ აქაური ლაზანია. ცომეულის მოყვარულებს ლაზანია ძალიან მოეწონებათ. ადგილი პოპულარულია როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებში.

Caminetto d’Oro  –  ამ რესტორანში დაგხვდებათ დახვეწილი მომსახურება, განსაკუთრებული ხარისხი და მისაღები ფასები. კარგად მომზადებული ტრადიციული კერძები ვინტაჟურ გარემოს იდეალურად ერწყმის.

Berberè –  აქ მზადდება პიცა ნამდვილი გურმანებისთვის. ეს იტალიის ყველაზე ცნობილი კერძის დაგემოვნების განსხვავებული გზაა. მაღალი ხარისხის ინგრედიენტები, 7 სხვადასხვა სახეობის ფქვილი და 48-საათიანი დაძველების პროცესი – ვაშლისა და ბროწეულის ხაჭოთი – პიცის მოყვარულთათვის მას აუცილებლად სანახავ ადგილად აქცევს. აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ ადგილი ონლაინ.

O’ Fiore Mio – ეს რესტორანი ბოლონიაში 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა. იგი სხვა პიცერიებისაგან განსხვავებულია. მისი მენიუ შედგება 10 სხვადასხვა სახეობის პიცისგან, რომლებიც მუდმივად იცვლება. ზოგიერთი მათგანი ასევე ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვისაა, მაგალითად, მუხუდოთი, ოსპითა და ჩირით.

Caruso –  ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, თქვენ იპოვით ამ კლასიკურ და სანდო პიცერიას. მისი ცომი რბილი და გემრიელია, თანაც მსუბუქი და აქვს ხარისხიანი ტოპინგები. პიცა აქ ხის დაფით სერვირდება. ეს რესტორანი ძალიან ხალხმრავალი და ცოტა ხმაურიანია. შაბათ-კვირას დაჯავშნა აუცილებელია. აქ ნახავთ გლუტენის გარეშე პიცასა და კარგად მომზადებულ თევზის კერძებს.

Osteria Angolo degli Orefici –  ეს რეტორანი პიაცა მაჯორედან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. იგი ბოლონიის ერთ-ერთი იმ რესტორანთაგანია, რომელიც ელეგანტური და ტრადიციული გარემოთი გამოირჩევა. გირჩევთ, დაჯავშნოთ მაგიდა, რადგან ცოცხალი რიგით შესასვლელად საკმაოდ დიდი ხანი მომიწია ლოდინი.

Da Cesari –  თითქმის 70 წელია, სან-დომენიკოს ბაზილიკასთან ახლოს მდებარე ეს რეტორანი თავისი მიმზიდველი, ხის პანელებით მოპირკეთებულ სასადილო ოთახში შესანიშნავ ბოლონიურ კერძებს სთავაზობს სტუმრებს. თუ ამ ძვირფას რესტორანში აპირებთ ვახშმობას, აუცილებლად დაჯავშნეთ მაგიდა რამდენიმე დღით ადრე.

Ristorante L’Arcimboldo – თუ მონტანიოლას პარკის ტერიტორიაზე აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ სავახშმოდ ამ რესტორანში, თუმცა გირჩევთ, წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი. ეს ბოლონიის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია მათთვის, ვისაც სურს ტრადიციული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება. სასადილო ოთახი ორიგინალურად ღვინის კასრებითა და საცობებით არის მორთული.

 

 

ახლოდან დანახული ბოლონია

სად ვიშოპინგოთ ბოლონიაში?

ბოლონიაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა, ასევე მაღალი კლასის მაღაზიებსა თუ ბაზრობებს.

 

Piazza Maggiore – თქვენი საშოპინგო თავგადასავალი რა თქმა უნდა პიაცა მაჯორეზე უნდა დაიწყოთ. იგი ბოლონიის ყველაზე ცნობილი მოედანია, რომელიც მე-13 საუკუნიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად რჩება, რადგან ეს ქალაქის მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობითაა გარშემორტყმული, როგორიცაა სან პეტრონიოს ბაზილიკა და პალაცო დ’აკურსიო. ამ დიდებული ნაგებობების გარდა, პიაცა მაჯორეზე განთავსებულია მოდის ბუტიკები, სუვენირების დახლები და კაფეები. გაისეირნეთ მის უძველეს საფეხმავლო ზოლში, რათა დაათვალიეროთ მაღალი კლასის მაღაზიები, რომლებიც იდეალურ საჩუქრებს გთავაზობენ თქვენი მოგზაურობის სამახსოვრო ატრიბუტად.  მოედანი ასევე რეგულარულად მასპინძლობს კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები და ცოცხალი წარმოდგენები.

Mercato di Mezzo – ეს ბაზრობა რეგიონის მაღალი ხარისხის სამზარეულოს დასაგემოვნებლად კარგი ადგილია. ამ სასურსათო ბაზრის წარმოშობა შუა საუკუნეებს უკავშირდება, თუმცა 2014 წელს მიმდინარე რეკონსტრუქციამ ამ სივრცეს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ბოლონიაში ნაკლებად თუ მოიძებნება უკეთესი ადგილი ისეთი უგემრიელესი ინგრედიენტების შესაძენად, როგორიცაა ახალი მაკარონი და ადგილობრივი ბოსტნეული.

Mercato delle Erbe –  ბოლონიის ხმაურიანი დახურული ბაზარი და კვების ობიექტია, რომელიც ახალ პროდუქტებსა და იტალიური სამზარეულოს ადგილობრივ ინგრედიენტებზეა ორიენტირებული. იგი გთავაზობთ გემრიელ მაკარონს, ყველს, ხორცპროდუქტებს, პურსა და ღვინოს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი სახლში მომზადებული კერძი ან პიკნიკისთვის საკვები ყველაზე გემრიელი აღმოჩნდეს.

Via Rizzoli – ეს ბოლონიაში აუცილებლად სანახავი სავაჭრო ადგილია. ქალაქის ცენტრში მდებარე ეს მნიშვნელოვანი ქუჩა, რომელიც თითქმის 2000 წლის წინ აშენდა, ამჟამად დიდი დიზაინერული მაღაზიებითაა გარშემორტყმული. აქ ასევე ნახავთ ტანსაცმლის ბრენდების დიდ არჩევანს, რომლებიც უახლეს საერთაშორისო მოდის ტენდენციებს ინახავს.

Via Indipendenza –  ბოლონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ქუჩა, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი და უზრუნველყოფს, რომ მდიდრული მაღაზიების დათვალიერება კომფორტულად შეძლოთ. ეს მოდური ბულვარი ცნობილია თავისი ელეგანტური ტანსაცმლისა და სუვენირების მაღაზიებით.  ამ ქუჩაზე ყველაფერი დაგხვდებათ, რაც შეიძლება შოპინგის დროს ინატროთ.

Quadrilatero – ეს უბანი ცნობილია, როგორც ბოლონიის გურმანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უბანი, მისი ცოცხალი ბაზრებისა და ადგილობრივი მოვაჭრეების წყალობით, რომლებიც არაჩვეულებრივ კერძებს გვთავაზობენ. შოპინგის ხანგრძლივი ისტორიის დამსახურებით, ეს უბანი იდეალური ადგილია ქალაქის უძველეს ტრადიციებში ჩასაძირავად. გემრიელი ზღვის პროდუქტების, ადგილობრივი ხორცის, ხელნაკეთი ყველის თუ ხელნაკეთი ღვინის მოყვარულთათვის ეს უბანი საუკეთესოა.

Galleria Cavour – ბოლონიის ცენტრთან ახლოს მდებარე შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრია. ცნობილია თავისი დიდი შუშის სახურავითა და ფუფუნების მაღაზიების სიმრავლით არის ცნობილი. ეს იდეალური ადგილია იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ერთიან სივრცეს ეძებენ კომფორტული შოპინგისთვის.

Parco Commerciale Meraville –  ბოლონიის უდიდესი სავაჭრო კომპლექსია, რომელიც სტუმრებს მაღალი კლასის მოდის ბრენდების ფართო არჩევანს, გემრიელ სწრაფი კვების ობიექტებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ის  გარეუბანში მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე. შეგიძლიათ ავტობუსით პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდეთ. აქ ყველაფერი დაგხვდებათ, სპორტული მაღაზიებიდან დაწყებული ელექტროტექნიკით აღჭურვილი მაღაზიებით დამთავრებული.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბოლონიაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ბოლონია ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ბოლონიაში სამოგზაუროდ?

ბოლონიაში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა. ამ პერიოდში ქალაქში სასიამოვნო ამინდია, თანაც გაზაფხულზე რამდენიმე კულტურული ღონისძიება იმართება, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის და მრავალფეროვნებას შემატებს. ზაფხულში აქ საკმაოდ ცხელა და უმჯობესია საზღვაო ნაპირებზე დაგეგმოთ დასვენება. ზამთარში კი შედარებით ცივი ამინდი დაგხვდებათ, თუმცა საშობაო ღონისძიებები ამ პერიოდში იმართება და ქალაქი საზეიმო განათებებითაა სავსე. ამასთან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ნაკლები მოთხოვნის გამო, დასვენებას გაცილებით იაფად შეძლებთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ბოლონიაში?

ბოლონიაში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს აქ.

ავტობუსი ბოლონიაში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ავტობუსის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თავად ავტობუსში, სპეციალურ აპარატებში, თამბაქოს ჯიხურებში ან თუნდაც ტელეფონით, აპლიკაციის მეშვეობით. ფასი კი შემდეგნაირია:

  • ერთჯერადი მგზავრობის საფასურია: 2.30 ევრო (2.5 ევრო, თუ ავტობუსში შეიძენთ)
  • დღიური აბონემენტი: 9 ევრო
  • თვიური აბონემენტი: 39 ევრო
  • ერთ მეტრამდე სიმაღლის ბავშვები უფასოდ მგზავრობენ

ველოსიპედით გადაადგილება საკმაოდ პოპულარულია ბოლნიაში. ელექტრო-ველოსიპედის პარკინგი 30 წუთით დაახლოებით 2 ევრო დაგიჯდებათ, თუ საპარკინგე ზონაში დააყენებთ, მის გარეთ კი ფასი 2.5 ევროა.

ბოლონიაში ფეხით სეირნობა ცალკე თავგადასავალია. ქალაქის შუასაუკუნეების შენობების აღმოჩენა სეირნობისას უფრო სასიამოვნოა. ბოლონიის არქიტექტურას უკეთ შეიცნობთ, თუ ფეხით დაათვალიერებთ მას. თანაც, აქ რამდენიმე ქუჩა სწორედ ისეთია, სადაც მხოლოდ სასეირნო ბილიკებია მოწყობილი და ტრანსპორტი არ მოძრაობს.

მარკონის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ დაიქირავოთ ტაქსი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ. თუ გეჩქარებათ ბოლონიის აეროპორტიდან ქალაქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა Marconi Express-ია. იგი არის ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ბოლონიის ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე მხოლოდ 7 წუთში ჩადის. რკინიგზის სადგური აეროპორტიდან მხოლოდ 6 კილომეტრშია. მატარებელი ყოველ 7 წუთში დადის. ცალმხრივი ბილეთის ფასი 12.80 ევროა (ერთი მიმართულებით) ან 23.3 ევრო (ორმხრივი), თუმცა დიდი ოჯახებისა და ჯგუფებისთვის ფასდაკლებებია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ბოლონიაში?

ბოლონიას რამდენიმე ცნობილი პარკი აქვს, სადაც მზიან დღეებს მშვიდ გარემოში გაატარებთ. რამდენიმე მათგანს დაბლა შემოგთავაზებთ.

მარგარეტის ბაღები (Giardini Margherita) – 1879 წელს გახსნილი ეს ბაღი სახელს ცნობილი დედოფლის სახელიდან იღებს. მისი ზენიტის დღეებში იქ მდებარეობდა ტბა, სადაც ნავების დაქირავება შეიძლებოდა, კაფე, ფუნიკულიორის რკინიგზა და ზოოპარკი. ახლა ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ ბაღი კვლავ ბოლონიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილია.

ტალონ პარკი და ჩიუსა დი კასალეკიო (Parco Talon and Chiusa di Casalecchio) – პარკო ტალონამდე მისასვლელად საუკეთესო გზა ბოლონიის ერთ-ერთი საველოსიპედო მარშრუტია, რომელიც სან ლუკას ბაზილიკის ძირში მდებარეობს.
შეგიძლიათ ეწვიოთ ძველ კიუსას: შუა საუკუნეების წყალსაშრობს, რომელიც რენოს მდინარეს არეგულირებს და ბოლონიელებს წყლით ამარაგებს. იქირავეთ ველოსიპედები და დაისვენეთ ამ ულამაზეს პარკში.

პარკო სან პელეგრინო (Parco San Pellegrino) – სან ლუკას ბაზილიკის უკან მდებარე ამ უზარმაზარ პარკში ჩასასვლელად კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით. მოინახულეთ ბორცვები, ვაზის რიგები და ტყეები, რათა დაისვენოთ და წითელი ქალაქის ხედებით დატკბეთ. თუ ბოლონიის საუკეთესო პანორამულ ხედს ეძებთ, ეს სათქვენო ადგილია.

ვილა გიგი (Villa Ghigi) – დაიღალეთ ქალაქის ცენტრით, კოშკებითა და ტავერნებით?ბოლონიის ეს პარკი კარგი თავშესაფარია ტურისტებისთვის. ვილა გიგი უზარმაზარი პარკია პორტა სან მამოლოს უკან მდებარე ბორცვებზე. ფონდი „ვილა გიგი“ აწყობს საგანმანათლებლო აქტივობებს სკოლებისთვის, ფრინველებზე დაკვირვებას, ტურებს და საინტერესო ლაშქრობას. აქ კარგად და საინტერესოდ შეძლებთ დროის გატარებას.

კავატიკო (Cavaticcio) – იცოდით, რომ ბოლონიას ნავსადგური ჰქონდა? იგი შორს მდებარეობს ზღვიდან, მაგრამ 1889 წლამდე პატარა ნავების მფლობელები ნავსადგურს იყენებდნენ საქონლის გადასატანად და ცენტრის ბაზრებთან ვაჭრობისთვის. ეს პარკი მისი ფესვებიდან ამოდის და ავლენს არხს, რომელიც ჯერ კიდევ მიწისქვეშ მიედინება.

გადაწყვიტე ბოლონიაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები ბოლონიაში!

ხშირად დასმული კითხვები ბოლონიაზე

მინიმუმ 3 დღე გაითვალისწინეთ ქალაქში ყოფნისათვის, რათა მოასწროთ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ბოლონიაში ბევრი სიარული მოგიწევთ, აქაური ქუჩები იდეალურია სეირნობისთვის, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი აუცილებლად თან უნდა გქონდეთ.

ქალაქი ცნობილია მისი კულტურული, ეკონომიკური და ისტორიული მნიშვნელობით. ასევე, გამორჩეული კულინარიით, რაც ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავთ.

ბოლონიაში მოგზაურობა არც მთლად ბიუჯეტურია, თუმცა თუ წინასწარ დაგეგმავთ ვიზიტს, მაშინ საკმაოდ იაფად შეგეძლებათ დასვენება.

ბოლონიაში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებს უნდა მოუფრთხილდეთ და მიაქციოთ ყურადღებას ტურისტულ ადგილებში.

გაზაფხული და შემოდგომა იდეალური დროა იმისთვის, რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბოლონიაში . ამ დროს ტემპერატურაც მაქსიმალურად სასიამოვნო დაგხვდებათ ქალაქში და ღირსშესანიშნაობებსაც ისე მოინახულებთ, რომ ხალხის პიკური რაოდენობა არ იყოს ზაფხულისაგან განსხვავებით.

BLQ – ბოლონიის გუგლისო მარკონის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 5 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

ბოლონიაში ფრენებს იხილავთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ავიარეისები მხოლოდ გადაჯდომით სრულდება.

თბილისიდან ბარის მიმართულებით დაფრინავს შემდეგი ავიაკომპანიები:Pegasus, Turkish Airlines და Austrian Airlines. ბათუმიდან ასევე Turkish Airlines, ქუთაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air და Pegasus.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ბოლონიაში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით იტალიაში მოგზაურობა თავგადასავლების მოყვარული ყველა ადამიანის…

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ბოლონიაში იტალია მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი ქვეყანაა.…

იაფი ფრენები ბოლონიის მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ იტალიაში…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს