13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 31, 2025

ათენი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ათენი ძველი ფილოსოფოსებისა და ხელოვანების სამშობლოა. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავს. ათენის ქუჩებში ცნობილ ბერძენთა სკულპტურებთან ერთად დროში იმოგზაურებთ. ქალაქის დინამიკა, ხმაურიანი ქუჩები და წყნარი სანაპიროები საუკეთესო მოგზაურობაში აღმოგაჩენინებთ თავს. ამ სტატიაში ჩვენ ათენზე ბევრს მოგიყვებით, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ ადგილებს, დასარჩენ სივრცეებსა თუ ათენის ცნობილ სამზარეულოს. გახსოვდეთ, ისტორიისა და ხელოვნების სამშობლო მუდამ მზადაა, საუკეთესოდ გიმასპინძლოთ და დროებით თქვენც მის წევრად გაგრძნობინოთ თავი.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ბერძნული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€2

დროის სარტყელი

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ფასი 1 ადამიანზე

€ 8

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ათენი

სად დავრჩეთ ათენში?

ათენში მოგზაურობისას, კარგად აარჩიეთ დასარჩენი არეალი. ქალაქში უამრავ დასარჩენ სივრცეს ნახავთ და თავისუფლად აარჩევთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს, ბიუჯეტისა და დროის შესაბამისად. მთავარია, წინასწარ გადაავლოთ თვალი ალტერნატივებს. რამდენიმე დასარჩენ არეალს ჩვენც შემოგთავაზებთ.

პლაკა (Plaka) – ათენის ცენტრი. აქ ისტორიულ ძეგლებთან ძალიან ახლოს იქნებით. თანაც, მარტივად შეძლებთ შოპინგ ცენტრებამდე მისვლასაც. გარშემო კი რესტორნებისა და ტავერნების მთელი რიგი დაგხვდებათ.

სინტაგმა (Syntagma) ათენის მთავარი მოედანია. იგი ისტორიული და კულტურული ცენტრია. აქ ისტორიული შენობების მარტივად მონახულებას და შოპინგს მარტივად შეძლებთ.

კუკაკი (Koukaki) – ძველი უბანი, ქალაქის სამხრეთში. იგი აკროპოლისთან ახლოს მდებარეობს და ისტორიულ დასახლებადაა მიჩნეული. ამ უბანში ორი მეტროა და მგზავრობას მარტივად შეძლებთ.

მონასტირაკი (Monastiraki) – ტურისტული ცენტრი, აქ უამრავი მაღაზიაა განთავსებული. თქვენი სასტუმროდან რამდენიმე მეტრში შეგეძლებათ უყიდოთ სუვენირები საყვარელ ადამიანებს. მონასტირაკის მოედანზე კი ცნობილი ეკლესიაც დაგხვდებათ.

ფსირი (Psiri) – გასართობი არეალი. აქ რესტორნები და ბარებია ჩამწკრივებული და მუდამ მუსიკის ხმა ისმის. თუ გასართობად აპირებთ გამგზავრებას, ფსირის უბანში გირჩევთ დაიდოთ ბინა.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ათენში?

ათენი ისტორიისა და ხელოვნების სამშობლოა. აქ უამრავი მუზეუმი, ქანდაკება და ისტორიული ძეგლები დაგხვდებათ. ათენში სანახავი ბევრია, მთავარია კარგად დაგეგმოთ მოგზაურობა, რათა ყველაფერი მოასწროთ – დასვენებაცა და გართობაც. ათენის მუზეუმები მსოფლიო დონის ძეგლებს ინახავს, მისი ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოასწროს ესთეტიკის მოყვარულმა ადამიანმა. თუ თქვენი თავი ამოიცანით, მაშინ გაეცანით ათენის ღირსშესანიშნაობებს.

აკროპოლისი ძველი ბერძნების თავშეყრის ადგილი იყო. დღეს აქ ძველი ქალაქის ნანგრევები დაგხვდებათ. აკროპოლისის კარიბჭის ნანგრევები ანტიკურ ისტორიას ინახავს. აკროპოლისი ქალაქს გადმოჰყურებს და ათენის ბრწყინვალე პანორამული ხედით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

პართენონი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა და ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ძეგლია. იგი წარმოადგენს ძველი ბერძენი ღვთაების, ათენას ტაძარს. იგი დორიული არქიტექტურული სტილითაა ნაგები და მარმარილოს სვეტების ბრწყინვალე კოლონადას გადაგიშლით თვალწინ.

არ დაგავიწყდეთ ძველი სტადიონის მონახულებაც. იგი მთლიანად მარმარილოთია აშენებული. სტადიონი ასრულებდა როგორც კულტურულ, პოლიტიკურ, ისე თეატრალურ ფუნქციას.

ტაძარს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი მშენებლობა მე-19 საუკუნეში დაიწყო და 20 წელი შენდებოდა. ტაძრის ასაგებად კი გამოიყენეს 72 დანგრეული ეკლესიის მარმარილოს მასალა. მისი არქიტექტურა ბრწყინვალეა და მომენტალურ აღფრთოვანებას იწვევს.

ბენაკის მუზეუმი ინახავს ხელოვნების ძეგლებს სხვადასხვა ეპოქიდან, დაწყებული ანტიკური დროიდან. თუ ხელოვნების მოყვარული ხართ მუზეუმის როგორც მუდმივი, ასევე დროებითი გამოფენები აუცილებლად მოგნუსხავთ.

აკროპოლისის მუზეუმი კი აქვე მდებარეობს, იგი ძველი საბერძნეთის შესახებ საიდუმლოებებს გაგიმხელთ. აქ ნახავთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ არტეფაქტებს. მუზეუმის გამოფენები ბევრს მოგიყვებათ ათენელთა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

ძველი აგორა ის ადგილია, სადაც ათენში უხუცესთა საბჭოები იმართებოდა და ქალაქის ბედი წყდებოდა. დღესაც იგი მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. სხვა შენობებისაგან განსხვავებით, აგორა დღემდე ხელუხლებელი, ამაყად დგას მნახველების თვალწინ.

ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი ისტორიისა და ხელოვნების მოყვარულებს ნამდვილ სამოთხეს მოგიწყობთ. აქ ნახავთ ისეთ უიშვიათეს საოცრებებს, როგორიც აგამემნონის ნიღაბია. აქაური კოლექცია აუცილებლად დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს.

ბერძნები მოწინავე ერია მსოფლიოში. მათი გამოგონებების რიცხვი უთვალავია. ათენელებმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ძველი სამყაროს განვითარებაში. ამ მუზეუმში ნახავთ ანტიკურ გამოგონებებს, ათენის სამხედრო ხომალდებსა და ტექნიკურად მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.

ლიკაბეტოსის მთა ათენის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ამ მთას ყოველწლიურად უამრავი სტუმარი ჰყავს, რადგან აქედან საოცარი პანორამული ხედები იშლება. მთაზე წმინდა გიორის ტაძარია აშენებული, რომლის მონახულებასაც აუცილებლად გირჩევდით.

 

ფრენები ათენში

სად ვჭამოთ ათენში

ათენი თავისი კულინარიული შესაძლებლობებითაც მოიგებს თქვენს გულს. აქაური კვების რუტინა, ყველა გემოვნებაზე მორგებული სამზარეულო და მსოფლიო დონის რესტორნები კულინარიულ სამოთხეს მოგიწყობთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ რესტორანს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ აქ ყოფნის დროს.

ათენში მრავალი რესტორანი დაგხვდებათ. აქ შეუკვეთავთ ადგილობრივ ხმელთაშუა ზღვის მენიუსაც, და ცნობილ ევროპულ კერძებსაც. შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ რესტორნებს:

CTC Urban Gastronomy – ამ რესტორანმა 2023 წელს ყველაზე დიდი კულინარიული ჯილდო, მიშელინის ვარსვლავი, მოიპოვა. იგი ათენის ცენტრში მდებარეობს. ადგილობრივი კულინარიისა და ფრანგული ტექნიკის ნაზავი თქვენს გემოვნურ რეცეპტორებს ერთი ნახვით შეაყვარებს თავს.

Cookoovaya (ბუ) – ამ რესტორანს სახელი სიმბოლურად აქვს შერჩეული – როგორც ამბობენ, აქაური მზარეული ბუსავით ბრძენია და თავის ნიჭს კერძების მოსამზადებლად იდეალურად იყენებს. ამ რესტორანში დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, მაგალითად ზღვის პროდუქტებს. შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანმა ერთი კერძიც გაიზიაროთ, რადგან ძალიან დიდი პორციებია. არის ვეგანური პროდუქტებიც.

ათენი ცნობილია თავისი ტავერნებით. აქ ნამდვილ ბერძნულ კულტურას ეზიარებით. აქაურებს ძალიან უყვართ ტავერნებში სტუმრობა და საათობით საუბარი. მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ ტავერნას.

To Kati Allo –  ეს ტავერნა აკროპოლისთან ძალიან ახლოს მდებარეობს. იგი ოჯახური ტავერნაა, შესაბამისად კერძებიც გულით, გემრიელად მომზადებულია. ფაქტობრივად, აქ სტუმრობით ბერძნულ ოჯახში ამოყოფთ თავს და ადგილობრივი სამზარეულოს კერძების გასინჯვის საშუალება გექნებათ, თანაც თქვენ თვალწინ მომზადებულის.

ათენი სუვლაკის სამშობლოა. მასზე ლაპარაკისას ათენელები ძალიან ფრთხილობენ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. საუკეთესო სუვლაკი კი შეგიძლიათ მიირთვათ შემდეგ დაწესებულებებში:

Delicious Souvlaki – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია სუვლაკის შესაკვეთად. იგი სწრაფი კვების ობიექტია.

Meat the Greek – ბერძნები ამ პატარა რესტორანსაც დიდ რეკომენდაციას უწევენ სუვლაკის მხრივ.

თუ განსაკუთრებული თარიღისათვის გსურთ რესტორანში ვახშამი, მაშინ რამდენიმე პოპულარულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Acropolis Restaurant – აქედან აკროპოლისის ხედებით ტკბობას შეძლებთ. ფაქტობრივად, ისტორიულ ადგილას შეგიძლიათ მოაწყოთ ვახშამი.

Hill Athens – ამ რესტორანს უმჯობესია უფრო მოსაღამოვებულზე ესტუმროთ. აქ უგემრიელეს კოქტეილებსაც დააგემოვნებთ.

ათენი ცნობილია თავისი სთრით ფუდითაც. მაგალითად, აქ შეგიძლიათ სუვლაკი ან ბურგერები თუ სენდვიჩები იყიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში. თუ გეჩქარებათ, ან გსურთ თან ისეირნოთ და თან მიირთვათ, სწრაფი კვება საუკეთესო გამოსავალია. თანაც, ათენში სწრაფი კვების ობიექტებიც კი ჯანსაღ პროდუქციას შემოგთავაზებენ.

 

 

ახლოდან დანახული ათენი

სად ვიშოპინგოთ ათენში?

ათენი არც შოპინგის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ როგორც დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებსა თუ პატარა მაღაზიებში. ათენის ცენტრი სავსეა საოჯახო მაღაზიებით, სუვენირების მაღაზიებითა თუ პატარა ბუტიკებით. ათენში საჩუქრის არჩევაც არ გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანისათვის.

ათენის ცენტრალური ბაზარი – თუ გსურთ, თავი ნამდვილ ადგილობრივად იგრძნოთ, მაშინ აუცილებლად წადით ცენტრალურ ბაზარში. აქ შეგიძლიათ თავად შეიძინოთ ხმელთაშუა ზღვის თევზი. ამ ადგილას უამრავი ფერი და სუნი ერთმანეთში ირევა და თავბრუსდამხვევ შეგრძნებებს უტოვებს მყიდველებს.

ათენის მოლი ყველაფერს ერთ სივრცეში შემოგთავაზებთ. თუ უფრო მშვიდად შოპინგი გიყვართ, მაშინ ეწვიეთ ათენის მოლს. აქ ნებისმიერი პროდუქტის ნახვას შეძლებთ.

მონასტირიაკის მოედანი – ათენის ამ ცენტრალურ მოედანზე ერთიანად ნახავთ უამრავ მაღაზიას, სუვენიერების საყიდლად ბევრ ადგილსა და ბერძნების ადგილობრივ პროდუქციას. შეგიძლიათ ისტორიულ ადგილას ისეირნოთ და პარალელურად იშოპინგოთ კიდეც.

კოლონაკის უბანი – ათენი გაძლევთ უპრეცენდენტო შანსს, ისტორიულ ადგილას ლოკალური პროდუქცია შეიძინოთ. კოლონაკის უბანში ადგილობრივები საკუთარი ხელით დამზადებულ პროდუქციას ყიდიან. აქაური მაღაზიები ბერძნებს ეკუთვნის და ბევრ საინტერესო ტანსაცმელსა თუ აქსესუარს შემოგთავაზებენ.

ათენიდან ხელცარიელი დაბრუნებას ვერ შეძლებთ. რამდენიმე სუვენირების მაღაზიას გირჩევთ, რათა წინასწარ იქონიოთ მხედველობაში მათი შეძენა.

Olive Tree Store – ეს მაღაზია აკროპოლისიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ მრავალფეროვან სუვენირებს ნახავთ და მარტივად აარჩევთ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

Forget Me Not – ეს მაღაზია წინასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქაც შეძლებთ უამრავი სუვენირის ნახვას და  მარტივად აარჩევთ თქვენთვის სასურველს.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ათენში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ათენის ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ათენში სამოგზაუროდ?

ბევრი იტყვის, რომ სანაპიროებით ტკბობისათვის იდეალური დრო ზაფხულია, თუმცა გიფიქრიათ ნაკლებად გადატვირთულ სეზონებზე ათენის მუზეუმებში სიარულზე? საერთოდაც, შემოდგომასა და გაზაფხულზე ზღვა თბილია და ცურვასაც შეძლებთ, ამინდებიც მზიანია. ათენში ზამთარში მოგზაურობაც არ იქნებოდა ურიგო, ამ დროს ქალაქი ულამაზესი განათებებით ეწყობა და საშობაო ატმოსფერო ყველგან იგრძნობა. გაზაფხულზე კი აქ უამრავი კარნავალი თუ ფესტივალი იმართება, ამიტომ გაზაფხულზე მოგზაურობაზეც აუცილებლად უნდა იფიქროთ.

 

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ათენში?

ათენში მრავალი ტიპის ტრანსპორტია. ისინი მარტივად უდგებიან ქალაქის ისტორიულ უბნებსა და დასახლებებს. დარწმუნებული ვარ, აქ ტრანსპორტზე პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ათენში მეტროსადგური ძალიან ბევრია და უმეტეს უბნებს ფარავს, მათ შორის, აეროპორტსაც.

მეტრო შედგება სამი ხაზისგან: მწვანე ხაზი (Line 1); წითელი ხაზი (Line 2) და ლურჯი ხაზი (Line 3).

მეტროს ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სადგურებში, ისე მობილური აპლიკაციიდან.

ტაქსი შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა საკმაოდ მარტივად და სწრაფად შეძლებთ მათ გამოძახებას. ქალაქში გადაადგილების ღირებულება 8-15 ევრომდეა, თუმცა ეს დამოკიდებულია მანძილსა და დროზე. ათენში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ტაქსის კომპანიებით:

Free now – გთავაზობთ აპლიაციას და ბარათით გადახდის სერვისს.

Beat – გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით.

Radio Taxis – გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას და სანდოობას.

ათენის ავტობუსების სისტემა საკმაოდ გამართული და მოწესრიგებულია. ისინი ასევე საკმაოდ დიდ მარშრუტებზე დადის და ფარავას იმ უბნებს, სადაც მეტრო ვერ აღწევს. ამასთან, ათენში ავტობუსით გადაადგილება ყველაზე ბიუჯეტური საშუალებაა.

რას იტყოდით ათენის ფეხით შემოვლაზე? ისტორიულ ძეგლებთან პირისპირ დარჩენასა და ქალაქის ატმოსფეროთი ტკბობაზე? ათენში ფეხით სიარული საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, როგორიცაა პლაკა, მონასტირაკი და სინაგმა, ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ქალაქში ბევრი ქვაფენილიანი ქუჩა და აღმართია, ამიტომ აუცილებლად ჩაიცვით კომფორტულად.

 

kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები ათენში?

საბერძნეთი თავისი სანაპიროებით ცნობილია. აქ უამრავი ტიპის სანაპიროს შეხვდებით – შედარებით კლდოვანს, ქვიშიანს, მშვიდსა თუ საზღვაო სპორტით პოპულარულს. რამდენიმე ცნობილ სანაპიროზე ჩვენც მოგიყვებით.

აკტი ვულიაგმენის სანაპირო (VOULIAGMENI BEACH) – ეს ათენის ყველაზე ცნობილი სანაპიროა. აქ კრისტალურად სუფთა წყალსა და სიმწვანეს ნახავთ. თანაც, სანაპიროზე მარტივად მიხვალთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მართალია, იგი ცოტა შორს, ცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თუმცა ნამდვილად ღირს ამ სანაპიროზე მისვლა.

ვულიაგმენისის ტბა (Vouliagmenn lake) – აქაურობა ნამდვილ ზღაპარს გავს. სიმწვანეში ჩაძირული ტბა ათენის ხმაურისაგან გაქცევის იდეალური საშუალებაა. თუ მყუდრო ადგილს ეძებთ განსატვირთად, აუცილებლად ეწვიეთ მას.

ლაგონისის სანაპირო (Lagonisi beach) – ეს სანაპიროც პოპულარულია ტურისტებში. აქ დაგხვდებათ კამკამა წყალი და კლდოვანი სანაპირო. მოსვლას კი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 1 საათში შეძლებთ, თუმცა სანაპიროზე კარგად გაშრებით კლდოვან ზედაპირზე, ამიტომ არ იდარდოთ სიშორეზე.

კეიპ სოუნიონის სანაპირო (cape sounion) – ეს სანაპიროც ათენის ცენტრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. იგი გთავაზობთ ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ხედებს. ეს სანაპირო ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

გლიფადას სანაპირო (Glyfada) – ეს სანაპირო მდებარეობს ათენის ცენტრიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე. თუმცა, აქ გართობასაც შეძლებთ წყლის აქტივობებით.

ვულას პლაჟი (Voula beach) – ეს სანაპირო ქვიშიანია. თბილი ქვიშა, ულამაზესი წყალი და ათენის ბუნება იდეალურ ჰარმონიულ გარემოს ქმნის. განსატვირთად აუცილებლად გირჩევდით აქ წასვლას.

რომელია საუკეთესო პარკები ათენში?

ათენში პარკებში გასეირნებასაც შეძლებთ. თუ ქალაქში ხმაურმა შეგაწუხათ, არ იდარდოთ, ათენის პარკები ყოველთვის მზადაა დაღლილი ტურისტების შესაფარებლად. აქაური სიმწვანე, სიმშვიდე და სიმყუდროვე დაღლას წამებში დაგავიწყებთ.

ეროვნული ბაღი (National Garden) – ეს ბაღი ათენის ცენტრში მდებარეობს და თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარკია. მისი გაშენება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ახლა კი ულამაზეს გამწვანებულ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ცენტრში უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს.

ფილოპაპუს მწვერვალიდან (Philopappos hill) – ათენს ხელისგულზე დაინახავთ. თუმცა, ამას გარდა აქ ულამაზესი ბილიკებია მოწყობილი და ხეებისაგან გაკეთებულ თაღებში შეგეძლებათ სეირნობა.

ილისიას პარკი (Ilisia Park) – აქაურობაც ულამაზესი ხეივნებითაა დამშვენებული. ილისიას ბაღში ბევრი ათენელი მოსეირნე შეგხვდებათ, შესაძლოა შინაურ ცხოველებთან ერთადაც.

ზაპიონი (Zappeion) – ეს პარკი ოლიმპიური თამაშებისთვის გაშენდა მე-19 საუკუნეში. აქ დაგხვდებათ მცენარეები, სასეირნო ბილიკები და წყლის შადრევნები. პარკში გასართობი სივრცეებიცაა მოწყობილი.

ბიზანტიის მუზეუმის სასახლე (Byzantine Museum Castle) – თუ მუზეუმს ეწვევით, ცოტახანს მაინც გაისეირნეთ მის წინ მდებარე ბაღში. აქაურობა ძალიან მწვანე, მშვიდი და ჰარმონიულია. თანაც, იგი დიდებულ შენობას გაჰყურებს.

გადაწყვიტე ათენში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება ათენის ფრენებზე.

ხშირად დასმული კითხვები ათენზე

3 დღე საკმარისია ათენის ძირითადი ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, თუმცა ბერძნული კულტურის უკეთ გასაცნობად და დასასვნებელად, უფრო მეტი დღით წასვლას გირჩევდით.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დოკუმენტაციის გამზადება. ასევე შეამოწმეთ გაჯეტები და მათი დამტენები. საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმეთ წამლების ყუთიც. ათენის სანაპიროებზე ყოფნის დროს მუსიკის მოსმენა ან წიგნის კითხვა თუ გესიამოვნებათ, მოემზადეთ შესაბამისად. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ კომფორტული ფეხსაცმელი არ დაგრჩეთ.

ათენი ხელოვნების, დემოკრატიის, ისტორიისა და კულტურის სამშობლოა. აქ ანტიკური დროიდან თანამედროვეობამდე ბერძნულ ისტორიას გაეცნობით და მსოფლიოს ცივილიზაციის აკვანს ეზიარებით.

ათენი ბევრ ევროპულ ქვეყანაზე იაფია, თუმცა მოგზაურობისათვის ფინანსების გამზადება მაინც მოგიწევთ. აქ მუზეუმებისა და გალერეების ვიზიტის თანხა ცალკე უნდა გადადოთ და დასარჩენ სივრცესა და კვებაზეც იზრუნოთ. თუმცა, მაინც გააჩნია, როგორი ტიპის მოგზაურობას გეგმავთ.

ათენში მოგზაურობა უსაფრთხოა. წვრილმანი ხულიგნობები აქაც ხდება, თუმცა ათენი ზოგადად უსაფრთხო ლოკაციაა.

გაზაფხულზე ვიზიტი საუკეთესო ვარიანტია, რადგან სიცხე არ შეგაწუხებთ ამ დროს და თავისუფლად შეძლებთ სეირნობას.

ათენის საერთაშორისო აეროპორტი (ATH) ქალაქთან ყველაზე ახლოს, 19 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ათენში გამგზავრებას შეძლებთ თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს ნახავთ, ბათუმიდან კი გადაჯდომით მოგიწევთ მგზავრობა.

საქართველოდან ათენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Aegean Airlines, Sky Express, Wizz Air.

1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენის თარიღი არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს. ასევე, საუკეთესო ფასებისა და შეთავაზებებისთვის გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო სისტემაა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ათენში მოგზაურობის შესახებ

იაფი ავიაბილეთები ათენის მიმართულებით საბერძნეთის დედაქალაქი ათენი ძველი მსოფლიოს ცივილიზაციის…

იაფი ფრენები ათენის მიმართულებით საბერძნეთის დედაქალაქი ათენი ძველი მსოფლიოს ცივილიზაციის…

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ ათენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს