ნიუ-იორკი ცათამბრჯენების, თანამედროვეობის, თავგადასავლებისა და ოცნებების ასრულების ქალაქია. აქაურობა უდიდეს სამყაროს ჰგავს, სადაც უამრავი კულტურის, ინტერესებისა და განსხვავებული თვისებების ადამიანები არიან თავმოყრილნი. ნიუ-იორკში ყველა კუთხეში თავგადასავალია ჩასაფრებული. აქაური ღირსშესანიშნაობები, მომნუსხველი არქიტექტურა, გრანდიოზული შენობები მნახველებს თავის დიად ატმოსფეროში ჩაძირავს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ნიუ-იორკში სამოგზაუროდ საჭირო ინფორმაციას, გაგიზიარებთ მის ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ უბნებს, პარკებს, კვების ობიექტებს და ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალებს. avia.ge-სთან ერთად კი მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ!
ნიუ-იორკი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ნიუ-იორკში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ნიუ-იორკის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
მიდთაუნი
მიდთაუნი (Midtown) – მიდთაუნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უბანია. იგი დაყოფილია მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. მარცხენა თაიმ სქვეარის მხარეა, რომელიც ქალაქის გული და ყველაზე ცოცხალი არეალია. ეს უბანი მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ მარტივად ნახავთ დასარჩენად სასტუმროებს.
გრინვიჩის სოფლის სამეზობლო
გრინვიჩის სოფლის სამეზობლო (Greenwich Village Neighborhood ) – ასევე არტისტული და პოპულარული უბანი. იგი უფრო მეტად ადგილობრივებითაა დასახლებული, ამიტომ აქ ნიუ-იორკელივით დასვენებას შეძლებთ. ამ უბანში მდებარეობს ქუჩა, რომელზეც ტელე-სერიალი “სექსი დიდ ქალაქში”-ს მთავარი პერსონაჟი ცხოვრობდა.
სოჰო
სოჰო (Soho) – ეს უბანი პოპულარულია თავისი უნიკალური რესტორნებითა და არტ-გალერეებით. აქვე ნახავთ ადგილობრივი წარმოების ბევრი ბრენდის მაღაზიებსაც.
ჩელსის სამეზობლო
ჩელსის სამეზობლო (Chelsea Neighborhood) – ნიუ-იორკის ყველაზე არტისტული უბანი 200-ზე მეტი გალერეით. აქ თანამედროვე ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს ნახავთ. ჩელსის სამეზობლო მანჰეტენის სამხრეთში მდებარეობს.
ქვედა ისტ-საიდის სამეზობლო
ქვედა ისტ-საიდის სამეზობლო (Lower East Side Neighborhood) – ეს უბანი ნიუ-იორკის სხვა არეალებს არ წააგავს. აქ ბოჰემიური ატმოსფერო უფრო მეტად იგრძნობა. თანაც, უბანში ღამის ცხოვრებისთვის იდეალური პირობებია, უამრავი ბარი და კლუბი გექნებათ გარშემო.
დედოფლების უბანი
დედოფლების უბანი (Queens district) – ეს უბანი მანჰეტენის მარჯვნივ და ბრუკლინის მაღლა მდებარეობს. იგი პოპულარობით მეორე ადგილასაა ნიუ-იორკში. აქ დარჩენას ვურჩევდით მათ, ვინც ხელოვნების მოყვარულია, სანაპიროზე სიარული თუ სურს და კოსმოპოლიტურ გარემოში დასვენება.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკი გაგაოცებთ თავისი თანამედროვე არქიტექტურით, გრანდიოზული ცათმბრჯენებითა და ახალი წყობის უბნებით. აქ ასევე მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმებს ნახავთ ცნობილი ნახატებით. დაბლა შემოგთავაზებთ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობებს.
თავისუფლების ქანდაკება
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების ქანდაკება მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია. იგი მე-19 საუკუნეში ფრანგებმა გადასცეს ამერიკელებს მშვიდობისა და კეთილმოყვარეობის ნიშნად. ქანდაკება შესაბამისად დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მისი შიდა კონსტრუქცია კი გუსტავ ეიფელის მიერაა დაპროექტებული.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
ეს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია მთელს ამერიკაში. იგი მე-19 საუკუნეში გაიხსნა. აქ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ბევრი შედევრი ინახება. მუზეუმში დაგხვდებათ ვერმერის, ტიციანის, ვან გოგის, სისლის, კლოდ მონესა და სხვა გენიოსების ნახატები.
წმინდა პატრიკის ეკლესია
წმინდა პატრიკის ეკლესია მე-19 საუკუნის (დასრულდა 1878 წელს) ნეოგოთიკური კათოლიკური ტაძარია. იგი მანჰეტენის ცენტრში მდებარეობს. შენობა ცნობილია თავისი ულამაზესი არქიტექტურით, დიდი შუშის ფანჯრებითა და საოცარი ინტერიერით. აქ ნახავთ ორ ორღანსაც. პატრიკის შენობა როკფელერის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.
9/11 ტრაგედიის სამახსოვრო მუზეუმი
11 სექტემბრის ტრაგედიის სამახსოვრო მუზეუმი 2001 წელს მომხდარი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის შემონახვას ემსახურება. აქ ნახავთ ტერაქტის დროს დაღუპული და დაზარალებული ხალხის პირად ისტორიებს, მუზეუმში იხილავთ ინსტალაციებსაც.
გრანდ სენტრალ ტერმინალი
გრანდ სენტრალ ტერმინალი ნიუ-იორკის ცნობილი უდიდესი სადგურია. იგი მანჰეტენზე მდებარეობს და ფუნქციური მნიშვნელობა აქვს, ემსახურება მოგზაურებს. ტერმინალი არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ესთეტიკურადაც მნიშვნელოვანია, იგი ულამაზესი განათებებითაა ცნობილი.
ემპაიერ სტეიტ ბილდინგი
ემპაიერ სტეიტ ბილდინგი 102-სართულიანი ცათამბჯენი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა და ღირსშესანიშნაობაა. ამ უზარმაზარი ცათამბრჯენიდან ქალაქის პანორამული ხედი იშლება. იგი არტ-დეკოს სტილშია შესრულებული და მოდერნისტული საოცრებების ნუსხაშია შეტანილი.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მანჰეტენზე მდებარეობს. იგი მე-20 საუკუნეში აშენდა და მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ცნობილი გენიოსების: ედუარდ ჰოპერის, ვან გოგის, პაბლო პიკასოს, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, ფრიდა კალოს, ანრი მატისის, სალვადორ დალის, პიტ მონდრიანის ნახატები. მუზეუმის ყველაზე ცნობილი ნახატია ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”.
როკფელერის ცენტრი
როკფელერის ცენტრი 19 შენობისაგან შემდგარი კომერციული ცენტრია. ორი ქუჩის გაყოლებაზე გრანდიოზული ცათამბრჯენებია ჩამწკრივებული, რომელთაც ესთეტიკურის გარდა ფუნქციური მნიშვნელობაც აქვს. აქაურობა თავბრუსდამხვევი ამერიკული გამოცდილების მომტანია.
ბრუკლინის ხიდი
ბრუკლინის ხიდი მე-19 საუკუნეში აშენებული ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა ნიუ-იორკში. იგი მანჰეტენსა და ბრუკლინს აკავშირებს ერთმანეთთან. ბრუკლინის ხიდი 1883 წელს გახსნისას მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჩამოკიდებული ხიდი იყო. იგი მდინარე ისტზეა გადებული და აქედან ულამაზესი ხედები იშლება. ბრუკლინის ხიდი ტელეეკრანების პოპულარული სანახაობაა.
კრაისლერ ბილდინგი
ეს შენობა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენია, რომელიც არტ-დეკოს არქიტექტურულ სტილში აიგო და 1930–1931 წლებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო. შენობა ძალიან სწრაფად აშენდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ქალაქში. იგი იქცა ნიუ-იორკის სიმბოლოდ.
ფრენები ნიუ-იორკში
სად ვჭამოთ ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ დაგწყვეტთ გულს. აქ მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ – იქნება ეს მაღალი კლასის რესტორნები, ლამაზი კაფეები თუ სწრაფი კვება. ბიუჯეტის განაწილებაც აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული.
ცნობილი რესტორნები ნიუ-იორკში
Tatiana by Kwame Onwuachi – ეს რესტორანი ბოლო წლების ყველაზე დატვირთული ადგილია ნიუ-იორკში. მისი ცნობილი შეფი ბევრი კულინარიული ჯილდოს მფლობელია. აქ დააგემოვნებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებს.
Sailor – ეს რესტორანი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ყველა გემოვნების ადამიანს მოაწონებს თავს. აქ ნახავთ როგორც ხორციან, ასევე ვეგეტარიანულ მენიუს. რესტორანი ბრუკლინზე მდებარეობს.
Reunion – ეს რესტორანი ასევე ბრუკლინზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეც, სადილიცა და ვახშამიც. რესტორანი ცნობილია თავისი ხმელთაშუა ზღვის საჭმელებითა და კოქტეილებით.
სად ვჭამოთ ყველაზე გემრიელი პიცა?
პიცა ნიუ-იორკის სავიზიტო კერძია. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მთლიანი სახით, ასევე ნაჭრებად, სწრაფი კვების ობიექტებში.
Louie & Ernie’s Pizza – ეს პიცერია 1947 წლიდან ემსახურება კლიენტებს. აქ ნახავთ როგორც მთლიან პიცას, ასევე ნაჭრებს. პიცერია ცნობილია თავისი სოუსებით.
Mama’s Too – ამ პატარა ადგილას უგემრიელეს პიცის ნაჭრებს შეუკვეთავთ. ისინი სავსეა პროდუქტებითა და სოუსებით.
Don Antonio – ეს პიცერია კი ტოპ 50 პიცერიას შორის არის შესული, შესაბამისად აქაურობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუ პიცის მოყვარული ხართ.
სად ვჭამოთ საუკეთესო ამერიკული ნამცხვარი (American Pie)?
ნიუ-იორკში ცნობილ ამერიკულ ნამცხვარსაც დააგემოვნებთ. იგი სხვადასხვა გემოთი შეგიძლიათ ნახოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენს საყვარელ გემოს აუცილებლად იპოვით.
Steve’s Key Lime Pie – ამ საკონდიტროში ყველაზე გემრიელ ლიმნის ამერიკულ ნამცხვარს ნახავთ.
Little Pie Company – აქ ვაშლის ნამცხვარს ნახავთ საუკეთესო გემოთი.
Pies ‘n’ Thighs – აქ ბანანის უგემრიელეს ღვეზელს. გემრიელეს ალუბლის ნამცხვარს დააგემოვნებთ. იგი თან ტკბილია და თან ალუბლის სიმჟავე დაყვება.
Bubby’s – აქ კი უგემრიელეს გოგრის ნამცხვარს დააგემოვნებთ. საცხობი ორ ლოკაციაზე მდებარეობს, მათ შორის მანჰეტენზეც.
Petee’s Pie – აქ კი ნახავთ თაფლისა ან ყავისფერი შაქრის ნამცხვრებს.
რესტორნები ლამაზი ხედით
ROBERT – ეს რესტორანი ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის ბოლო სართულზე მდებარეობს. აქედან ნიუ-იორკის ულამაზესი ხედები იშლება.
The View Restaurant & Lounge – ეს რესტორანი მდებარეობს ბროდვეიზე, იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია ლამაზი ხედით. აქ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ვახშამი დაგეგმოთ.
Manhatta – ეს რეტორანი მე-60 სართულიდან გადმოჰყურებს ქალაქს და ულამაზეს ხედებს სთავაზობს დამსვენებლებს. აქ უგემრიელესი ღვინის კოლექციის დაგემოვნებასაც შეძლებთ.
სწრაფი კვება ნიუ-იორკში
ნიუ-იორკი სწრაფი კვების ქალაქია, რაც აქაურობას მეტად კომფორტულს ხდის. აქაური სწრაფი კვების რესტორნები თქვენს მოგზაურობას უფრო მარტივსა და ბიუჯეტურს გახდის. სწრაფი კვების ობიექტებში შეძლებთ შეიძინოთ ბურგერები, ბურიტოები, ტაკოები, მაკ-ენ-ჩიზი, შემწვარი ქათამი და სხვა.
აქაური ცნობილი სწრაფი კვების რესტორნებია:
- Shake Shack
- Five Guys
- Subway
ახლოდან დანახული ნიუ-იორკი





სად ვიშოპინგოთ ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკი შოპინგის მთელ უბნებსა და ცათამბრჯენებს შემოგთავაზებთ. აქ თავისუფლად შეძლებთ თქვენი სყავარელი ნივთების შეძენას.
მოლები
ნიუ-იორკის მოლებში ყველაფერს ნახავთ. უზარმაზარი შენობები თავიანთ სივრცეში მოგაქცევენ და თქვენზე მორგებულ საშოპინგო სესიას გაჩუქებენ.
The Shops at Columbus Circle (კოლუმბის წრის მაღაზიები) – ეს ცენტრი ცნობილია მაღალი კლასის მაღაზიებით, რესტორნებითა და კაფეებით.
Brookfield Place (ბრუკფილდ-ფლეისი, ქვემო მანჰეტენზე) – ამ ადგილას უამრავი მაღაზია და ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ. აქ თავისუფლად შეძლებთ შოპინგს.
Hudson Yards (ჰუდსონების ეზო) – ეს უდიდესი სავაჭრო ცენტრია ნიუ-იორკში. აქ ბევრ ცნობილ მაღაზიასა და რესტორანს ნახავთ.
ბაზრები
არტურის გამზირის საცალო ბაზარი (Arthur Avenue Retail Market) – აქ ნახავთ ყველს, ხორცს და სხვა პროდუქტებს, თუ ადგილობრივი გამოცდილების მიღება გსურთ.
ჩელსის ფლი მარკეტი (Chelsea Flea Market) – აქ ნახავთ ადგილობრივების მიერ დამზადებულ ბევრ ნივთს, მათ შორის ხელოვნების ბევრ ნიმუშს.
ტიფანი და კომპანია
Tiffany & Co. (ტიფანი და კომპანია) – ეს სამკაულების მაღაზია ჰოლივუდის კინოში გაგრნობინებთ თავს. აქაურობა უზარმაზარია, სამკაულების უზარმაზარი არჩევანითა და საოცარი ატმოსფეროთი. ტიფანი და კომპანია ცალკე აღნიშვნის ღირსია.
რომელია ყველაზე ცნობილი სავაჭრო ქუჩა?
მეხუთე ავენიუ (Fifth Avenue) – არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ქუჩაა. მისი ძირითადი მაღაზიები მიდთაუნშია.
კოსმეტიკა
თუ გსურთ ძალიან ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ, ესტუმრეთ Sephora-ს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სილამაზის მაღაზიაა.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ნიუ-იორკში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ნიუ-იორკის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ნიუ-იორკში სამოგზაუროდ?
ნიუ-იორკი წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულ გამოცდილებებს შემოგთავაზებთ. შემოდგომის თვეები საუკეთესოა სამოგზაუროდ, რადგან ამ დროს ნაკლები ტურისტია, ფასები შედარებით იკლებს და ღირსშესანიშნაობების ნახვას უფრო მარტივად შეძლებთ. თანაც, შემოდგომის ფერები, ცენტრალ პარკში ყვითელი ფოთლების შრაშუნში სეირნობა საუკეთესო გამოცდილებაა. თუ სანაპიროებით ტკბობა და თბილ ამინდებში მოგზაურობა გსურთ, მაშინ უნდა იმოგზაუროთ ზაფხულში. თანაც, ივნისში აქ ბევრი ფესტივალი იმართება – მათ შორის კულინარიული ფესტივალებიც. ზამთარში კი მართალია ცივა და მინუს გრადუსებია, თუმცა ნოემბერში აქ მადლიერების დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, შობის დროს კი ულამაზესად არის ქალაქი მორთული.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ ქალაქის პარკებში და მისი ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
მეტრო
მეტრო გადაადგილების უსწრაფესი გზაა ნიუ-იორკში და ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა, თუ ადგილობრივივით გსურთ დროის გატარება. მეტრო მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირის ყველა დღეს. მისი ერთჯერადი ბილეთი 3$ ღირს.
საბაგირო (Roosevelt Island Tramway)
რუზველტის კუნძულის საბაგირო (Roosevelt Island Tramway) 1976 წლიდან მუშაობს და მანჰეტენს რუზველტის კუნძულთან აკავშირებს. იგი იდეალური გამოცდილებაა ქალაქის ზემოდან დასათვალიერებლად. საბაგირო ღამის 2 საათამდე მუშაობს, შაბათ-კვირას უფრო გვიანაც. გადახდას შეძლებთ MetroCard-ით ან OMNY-ით (საბანკო ბარათით).
ავტობუსი
ავტობუსები ისეთ ადგილებში მისასვლელად გამოგადგებათ, სადაც მეტროთი მგზავრობას ვერ შეძლებთ. ავტობუსში ბილეთის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. ისინი ყოველ 15 წუთში ერთხელ დადის.
ტაქსი
მეტი კომფორტისათვის გირჩევთ ტაქსით იმგზავროთ. ფასები იწყება 3$-დან. თქვენი სასტუმროს კარისკაცს შეუძლია ტაქსი გაგიჩეროთ, რაც ასევე დამატებითი თანხა ღირს. ტაქსის საფასური ანგარიშდება გავლილი მანძილისა და დროის მიხედვით. ტაქსის სერვისს ნიუ-იორკში მკაცრად აკონტროლებს სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო.
რომელია საუკეთესო სანაპიროები ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკს ბევრი ტბის, მდინარისა და ოკეანის ნაპირი აქვს. აქ იდეალურად შეძლებთ მოსვენებას, განტვირთვასა და ქალაქის ხმაურისაგან თავის შეფარებას.
საჯარო პარკის სანაპირო
Sandy Island Beach State Park (საჯარო პარკის სანაპირო) – ეს სანაპირო ონტარიოს ტბასთან მდებარეობს. აქ იდეალური გარემოა დასასვენებლად და ზღის სპორტისთვის. აქ ასევე მდებარეობს ბუნებაზე დასაკვირვებელი სპეციალური პლატფორმები.
გლიმერგლასის სახელმწიფო პარკი (ცენტრალური ნიუ-იორკი)
Glimmerglass State Park (Central New York)/გლიმერგლასის სახელმწიფო პარკი (ცენტრალური ნიუ-იორკი) – ეს სანაპირო იდეალურია წყლის სპორტისა და დასვენებისთვის. ამ ტერიტორიაზე იმართება მუსიკისა და ოპერის ფესტივალიც. ამიტომ, აქ კარგად გართობასაც შეძლებთ.
რობერტ ჰ.ტრემანის სახელმწიფო პარკი
Robert H. Treman State Park (რობერტ ჰ.ტრემანის სახელმწიფო პარკი) – ამ სანაპირო ზოლზე 12 ჩანჩქერს ნახავთ. აქ ბუნების ულამაზესი ხედებით დატკბებით, თუმცა ცურვას მხოლოდ ნებადართულ, სიცოცხლისთვის არასაშიშ ზონებში შეძლებთ.
ლონგ ლეიკ-თაუნ-ბიჩი (ადირონდაქსი)
Long Lake Town Beach (Adirondacks) / ლონგ ლეიკ-თაუნ-ბიჩი (ადირონდაქსი) – ეს მდინარე ასევე ტბის სანაპიროზე მდებარეობს. აქ იდეალური გარემოა ცხელი დღეების გასატარებლად. აქ მთათა პეიზაჟი და ტბის ულამაზესი სანაპირო დაგხვდებათ. გარემო მშვიდად დასასვენებლად გამოდგება.
მზის ჩასვლის სანაპირო
Sunset Bay Beach (მზის ჩასვლის სანაპირო) – ეს ადგილი ნამდვილ ფილმურ სანაპიროს გავს. აქ უამრავი ადამიანი იკრიბება ნიუ-იორკის მზიან დღეებში. ამ სანაპიროზე ნახავთ ბევრ რესტორანსა და კაფეს. აქ მთელი დღის გატარებას ისე შეძლებთ, რომ არ მოიწყინოთ.
ოკეანის სანაპირო
Ocean Beach Park (ოკეანის სანაპირო) – ეს უგრძესი სანაპირო ზოლი ყველანაირი ტიპის აქტივობას შემოგთავაზებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ განიტვირთოთ, იცურაოთ აუზებში, ან ოკეანეში, ან სხვადასხვა სანაპირო თამაშებით დაკავდეთ.
რომელია საუკეთესო პარკები ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკის პარკები ცალკე ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. ქალაქი ბევრ დასასვენებელ სივრცეს შემოგთავაზებთ. აქაური პარკები უამრავ სანახაობას გადაგიშლით თვალწინ. თანაც, აქ იდეალურად განტვირთვას შეძლებთ და ქალაქის ხმაურს ცოტახნით მოწყდებით.
ცენტრალ-პარკი
ცენტრალ პარკი (Central Park) – ნიუ იორკის პოპულარულ ადგილზე, მანჰეტენზე მდებარეობს. ცენტრალ პარკი დიდი ოაზისია ფრინველებისთვის, სწორედ ამიტომ ჩანს უამრავ ფილმში ცენტრალ პარკში მყოფი უამრავი მტრედი. პარკში ხელოვნური ტბები, საციგურაო მოედანი და სასეირნო ბილიკებიც დაგხვდებათ. აქ კარგად განტვირთვასა და ნიუ-იორკის ატმოსფეროს კარგად შეგრძნებას შეძლებთ.
ბრუკლინის ხიდის პარკი
ბრუკლინის ხიდის პარკი (Brooklyn Bridge Park) – ამ პარკიდან ულამაზესი მდინარის ხედი იშლება. აქ შეგიძლიათ სეირნობა, დასვენება და ნიუ-იორკის ხედებითა და მისი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის – ბრუკლინის ხიდით ტკბობა.
უოტკინ გლენის სახელმწიფო პარკი
Watkins Glen State Park (უოტკინ გლენის სახელმწიფო პარკი) – ამ პარკში უდიდეს საცურაო აუზს ნახავთ, თითქმის ოლიმპიური ზომისას. აქ ბავშვებთან ერთად იდეალურად შეძლებთ დასვენებას. პარკში მოწყობილია ბევრი გასართობი სივრცეები.
ბრაიანტის პარკი
ბრაიანტის პარკი (Bryant Park) – ეს პარკი მანჰეტენზე, თაიმ სქვეარზე, მდებარეობს. მას ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. აქ ნახავთ ყველანაირი ტიპის დასასვენებელ არეალს, სასეირნო ბილიკებს, გამწვანებულ არეალებსა თუ სავახშმოდ განკუთვნილ სივრცეებს.
ჰაი-ლაინი
ჰაი-ლაინი (high-line) – ეს პარკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ნიუ-იორკში. იგი გახდა ინსპირაცია სხვა სახელმწიფოებისთვის, რომ ინდუსტრიულ რეგიონებში რეკრეაციული ზონები მოაწყონ.
მაკკარენის პარკის აუზი
McCarren Park Pool (მაკკარენის პარკის აუზი) – ეს ადგილი იდეალური ზაფხულის ცხელი დღეების დროს განსატვირთად. აქ საცურაო პარკია მოწყობილი და იდეალურად შეძლებთ მთელი დღის განმავლობაში გართობას.
გადაწყვიტე ნიუ-იორკში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება ნიუ-იორკის ავიაბილეთებზე.
ხშირად დასმული კითხვები ნიუ-იორკზე
რამდენი დღეა საკმარისი ნიუ-იორკის მოსანახულებლად?
ნიუ-იორკში სამოგზაუროდ მინიმუმ 5-7 დღე მაინც გათვალეთ, რათა კარგად მოასწროთ დასვენება და ქალაქის დათვალიერება.
რა უნდა წავიღოთ ნიუ-იორკში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი, ცხადია ვიზა თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ნიუ-იორკში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი და საცურაო კოსტიუმი, თუ ზაფხულში აპირებთ მოგზაურობას. ზამთარში კი აუცილებლად იქონიეთ თან ქოლგა, კაშნე, ქუდი და ხელთათმანები.
რით არის გამორჩეული ნიუ-იორკი?
ნიუ-იორკი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, თანამედროვე მოწყობითა და მსოფლიო დონის მუზეუმებით.
რამდენად ძვირია ნიუ-იორკი?
ნიუ-იორკში დასვენების ხარჯები თავად შეგიძლიათ გადაანაწილოთ. ბიუჯეტური მოგზაურობისას აქ დაახლოებით 100$ დაგჭირდებათ დღეში, უფრო ძვირიანი სიამოვნებების მიღებისათვის კი 200$-ზე მეტი დღეში.
რამდენად უსაფრთხოა ნიუ-იორკში მოგზაურობა?
ნიუ-იორკი ტურისტებისთვის ზოგადად უსაფრთხო ქალაქია, თუმცა, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებსა და ღამით სიფრთხილე გმართებთ.
როდისაა საუკეთესო დრო ნიუ-იორკში სამოგზაუროდ?
ზაფხულის თვეები საუკეთესოა ამინდების მხრივ, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა ტურისტების ნაკადის მხრივ შედარებით თავისუფალია და ღირსშესანიშნაობების ნახვას უფრო მარტივად შეძლებთ.
რომელია ნიუ-იორკთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
LGA – ლაგარდიას აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ნიუ-იორკში?
ნიუ-იორკში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ნიუ-იორკში?
თბილისიდან ნიუ იორკის მიმართულებით ფრენებისთვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი ავიაკომპანიების შესრულებით: Turkish Airlines, Qatar Airways, LOT Polish Airlines, Lufthansa და სხვა (გადაჯდომით). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შემოგთავაზებთ ფრენებს ნიუ იორკში.
როგორ შევიძინოთ ნიუ-იორკის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიუ-იორკში მოგზაურობის წინ











