წყლის არხები, ულამაზესი ბაღები, ველოსიპედებით სეირნობა ისტორიულ უბნებში – ეს ყველაფერი თუ თქვენთვის მომხიბვლელად ჟღერს, ამსტერდამში მოგზაურობა საუკეთესო არჩევანი იქნება. აქაური კულტურული მრავალფეროვნება, დიდი სასახლეები, ძველი ულამაზესი უბნები და გართობის ურიცხვი შესაძლებლობა უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ტექნიკურ დეტალებს ამსტერდამში სამოგზაუროდ. გაგაცნობთ დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, ამსტერდამის ცნობილ კაფე-ბარებს და ფრენების შესახებ ინფორმაციას. ერთად ვიმოგზაუროთ ნიდერლანების უდიდეს ქალაქში.
ამსტერდამი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ამსტერდამში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ამსტერდამის ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
ცენტრალური სადგური
ისტორიული ცენტრი ცენტრალურ სადგურთან (Historic Center near Central Station) – ეს სივრცე იდეალურია მათთვის, ვინც პირველად გეგმავს ამსტერდამში მოგზაურობას და ქალაქის ცენტრში, მარტივად მისადგომ ადგილას სურს დარჩენა. აქ ყველანაირი ტიპის სასტუმროს ნახავთ, თანაც საკმაოდ ბიუჯეტურ ფასში.
ცხრა ქუჩა
ცხრა ქუჩა (The Nine Streets) – ეს უბანი რომანტიკული, მყუდრო დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. აქაურობა იდეალურია შოპინგისთვის, დასვენებისთვის, აქ მრავლად შეგხვდებათ ადგილობრივი კაფე-ბარებიც.
ლეიდენის მოედანი
ლეიდენის მოედანი (Leiden Square) – ყველაზე ცოცხალი უბანია ამსტერდამში. აქაც ცხადია ნახავთ ისტორიულ ადგილებს, სავახშმოდ ულამაზეს რესტორნებსა და კაფეებს და გასართობად ბარებსა თუ კლუბებს.
დამის მოედანი
დამის მოედანი (Dam Square) – იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის შუაგულში, მოქმედებების ეპიცენტრში ყოფნა გინდათ. აქ ახლოს იქნებით ისტორიულ ადგილებთან, ღირსშესანიშნაობებთან, ქალაქის ცნიბილ მუზეუმებთან.
რემბრანტის მოედნის უბანი
არხები რემბრანტის მოედანთან (Canals Around Rembrandt Square) – ყველაზე პრესტიჟული ადგილია ამსტერდამში დასარჩენად. აქ ყველაფერი ახლოს გექნებათ – ღირსშესანიშნაობები, გასართობი სივრცეები და სხვა.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ამსტერდამში?
ამსტერდამში ნახავთ ულამაზეს ბაღებს, არხებს, ქუჩებს. აქაური მუზეუმები კი მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას ინახავს. დაბლა შემოგთავაზებთ ამსტერდამის ცნობილ სანახაობებს.
ამსტერდამის ეროვნული მუზეუმი
ამსტერდამის ეროვნული მუზეუმი მე-19 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. იგი ინახავს 8000-ზე მეტ ხელოვნებისა და ისტორიის არტეფაქტს. მუზეუმში ნახავთ რემბრანტისა და ვერმერის ნამუშევრებსაც. აზიურ გამოფენაში კი ნახავთ აღმოსავლური კულტურის ნიმუშებს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამსტერდამის ცნობილ მუზეუმების უბანში მდებარეობს. მუზეუმს თანამედროვე არქიტექტურა აქვს და ინახავს თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან არტეფაქტებს, მათ შორის ვან გოგისა და მატისის ნამუშევრებს, ჯამში 90 000 ისტორიულ ნივთს.
ამსტერდამის სამეფო სასახლე
ამსტერდამის სამეფო სასახლე მე-17 საუკუნის ძეგლია. მისი უზარმაზარი ნაგებობის ბევრი ოთახი ღიაა მნახველებისათვის. დღეს სამეფო სასახლე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ნემოს მეცნიერების მუზეუმი
თუ გსურთ ნახოთ, რამდენად საოცარი, თვალისმომჭრელი და ფერადი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური წინსვლა, ნემოს მეცნიერების მუზეუმს აუცილებლად ეწვიეთ. იგი მიძღვნილია სხვადასხვა კვლევითი აღმოჩენებისათვის.
მადამ ტუსოს მუზეუმი
მადამ ტუსოს მუზეუმი ცნობილი ფიგურების ცვილის ფიგურების კოლექციას მოიცავს. ამ შენობაში ფაქტობრივად ცნობადი სახეები ერთ სივრცეში დაგხვდებიან. აქ ნახავთ ჰარი სტაილსის, რიანას, ბიონსეს და სხვათა ფიგურებს.
ჰეინეკენის მუზეუმი
ჰეინეკენის ქარხანა მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს ამსტერდამში. ლუდის მოყვარულებისათვის ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება. ქარხანაში შესასვლელი ბილეთი მოიცავს უფასო ლუდსაც.
ვან გოგის მუზეუმი
ვან გოგის მუზეუმი მე-20 საუკუნეში გაიხსნა. იგი ინახავს ვან გოგისა და მისი თანამედროვე ნიდერლანდელი მხატვრების ნამუშევრებს. მუზეუმი ქალაქის სამხრეთში, მუზეუმების რკალში მდებარეობს.
ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი
ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი მნიშვნელოვან ინფორმაციას, ორიგინალ რესურსებს, ფოტო-ვიდეო მასალას შეიცავს ანა ფრანკის შესახებ. აქაურობა აუცილებლად მოსანახულებელია ამსტერდამში ვიზიტისას.
ამსტერდამის არხები
ამსტერდამის არხები და მისი კრუიზები ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული აქტივობაა. აქ შეძლებთ კრუიზზე ისეირნოთ და ქალაქი წყლიდან დაათვალიეროთ. ამსტერდამის არხების ტური არ უნდა გამოტოვოთ ქალაქში მოგზაურობისას.
ტიტების ბაღის ტური
ტიტების ბაღის ტური ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა . ტიტების ბაღში 700-ზე მეტი სახეობის ყვავილები დაგხვდებათ.
დაჯავშნე ამსტერდამის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ამსტერდამში
სად ვჭამოთ ამსტერდამში?
ამსტერდამის კაფე-ბარები და რესტორნები კარგად დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობასაც მოგცემთ.
ევროპული რესტორნები ამსტერდამში
ამსტერდამში არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიად ევროპულ კულინარიასაც დააგემოვნებთ. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებიც.
More than Mediterranean: Massalia – ამ რესტორანში შეძლებთ ხმელთაშუა ზღვის კერძების გასინჯვას, განსაკუთრებით კი ბერძნული კულინარიული შედევრების.
Brio – თუ იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, ამ რესტორანს უნდა ეწვიოთ. რეკომენდაციას გავუწევდით აქაურ პასტას.
Miri Mary – ამ რესტორანში ძალიან გემრიელად შეძლებთ სადგილობას ან ვახშმობას. აქაც ძირითადად იტალიური სამზარეულო დაგხვდებათ.
სად დავაგემოვნოთ ეროვნული საჭმელი ამსტერდამში?
ამსტერდამის პოპულარული კერძია Bitterballen. იგი წარმოადგენს მრგვლად შემწვარ ხორცს, რომელსაც სხვადასხვა გემო აქვს. ყველაზე პოპულარული ადგილი მათ დასაგემოვნებლად არის De Ballen Bar.
ტკბილეულის მოყვარულებს არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამსტერდამში უგემრიელეს ვაფლს დააგემოვნებთ. პოპულარული ადგილი ვაფლის გასასინჯად არის Van Wonderen. უძველესი რეცეპტის გემოზე დამზადებული ტრადიციული ვაფლის მისართმევად ასევე ეწვიეთ Rudi’s-ს.
კიდევ ერთ უგემრიელეს ტკბილეულს შემოგთავაზებთ – Pannekoeken-ს. იგი ამერიკული ფენქეიქების მსგავსია. ყველაზე პოპულარული ადგილი მის დასაგემოვნებლად არის The Pancake Bakery.
რომელია საუკეთესო უბანი გასართობად?
წითელი განათებების უბანი ყველაზე პოპულარული გასართობი არეაა ამსტერდამში. აქ კლუბები და ღამის ცხოვრების უდიდესი ენერგია დაგხვდებათ. თუმცა, აქ მისვლა მხოლოდ ზრდასრულებს შეუძლიათ.
რესტორნები ლამაზი ხედით
ამსტერდამის ბევრი რესტორნიდან ჩანს მისი ულამაზესი არხები. მაგალითად Romance by candlelight: Watergang – ეს რესტორანი ამსტერდამის მთავარი არხის გვერდზე მდებარე სახლშია მოწყობილი. მისი ფანჯრებიდან კი ულამაზესი ხედები მოჩანს.
Luminair – ეს რესტორანიც ძალიან ცნობილია თავისი ულამაზესი ხედებით. თანაც, აქ მაღალი დონის მომსახურება დაგხვდებათ.
Marie – Brasserie – Sur L’eau – ეს რესტორანი ულამაზეს გარემოს, ამსტერდამის ხედებსა და მაღალი ტიპის მომსახურებას გპირდებათ.
ბარები ამსტერდამში
ამსტერდამი ღამის ცხოვრების ქალაქია. აქ გართობას იდეალურად შეძლებთ.
Proeflokaal Arendsnest – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარია ამსტერდამში, 150-ზე მეტი სახეობის ლუდით.
Bar Bukowski – ეს ბარი ოსტერპარკის მიმდებარედ დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ სხვადახვა კოქტეილები დააგემოვნოთ.
Drink n Sink – ეს ბარი ყველა ტურისტს უგემრიელესად უმასპინძლებს. სასმლის გარდა აქ გართობის კარგი შესაძლებლობაც დაგხვდებათ.
ახლოდან დანახული ამსტერდამი





სად ვიშოპინგოთ ამსტერდამში?
ამსტერდამში შეგიძლიათ ეწვიოთ დიდ მოლებს, სპეციალურად მოწყობილ უბნებს, პატარა მაღაზიებსა და სხვა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ნივთები და სუვენირები.
მოლები
ამსტერდამის მოლებში ყველაფერს ნახავთ. უზარმაზარი შენობები თავიანთ სივრცეში მოგაქცევენ და თქვენზე მორგებულ საშოპინგო საათებს გაჩუქებენ.
Magna Plaza (მაგნა პლაზა) – ამ ცენტრიდან გამოსვლაც კი არ მოგინდებათ. ამ გოთიკურ შენობაში თქვენზე მორგებულ სავაჭრო მაღაზიებს ნახავთ.
Kalverpassage – ეს მოლი და აქ გამეფებული ატმოსფერო თავბრუს აუცილებლად დაგახვევთ. აქაურობა ძალიან ლამაზადაა მოწყობილი და შოპინგისთვის იდეალური სივრცეა.
Amsterdamse Poort (ამსტერდამის კარიბჭე) – ეს შოპინგ ცენტრი ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ ყველანაირი ტიპის მაღაზია დაგხვდებათ.
ყველაზე ცნობილი უბანი საშოპინგოდ
Kalverstraat – ამ უბანში ყველაზე კარგად შეძლებთ შოპინგს. მის ჩაყოლებაზე 165-ზე მეტ მაღაზიას ნახავთ.
სთრით მარკეტი
Waterlooplein Flower Market – ეს ფლი მარკეტი მასპინძლობს ბევრ მეორეულ ტანსაცმელს, ანტიკვარულ ნივთებსა და იაფ პროდუქციას. აქ გასეირნებაც კი ძალიან კარგი მოგონებების მომტანი იქნება.
Antiek Centrum – ანტიკურობის ცენტრში უამრავ ანტიკურ ნივთს ნახავთ ბიუჯეტურ ფასად. აქ შეგიძლიათ ორიგინალური პროდუქცია აარჩიოთ საყვარელი ადამიანებისთვის სუვენირების სახით.
Noordermarkt-Boerenmarkt – ეს ბაზარი კი საჭმლისაა. აქ ნახავთ ადგილობრივ პროდუქტებს, მათ შორის ამსტერდამის ყველს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ამსტერდამში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ამსტერდამი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ამსტერდამში სამოგზაუროდ?
საუკეთესო დრო ამსტერდამში სამოგზაუროდ ზაფხულია. ამ პერიოდში აქ თბილი ტემპერატურა დაგხვდებათ და სეირნობასაც უპრობლემოდ შეძლებთ. თუმცა, შემოდგომისა და გაზაფხულის თვეები ყველაზე იაფია მოგზაურობისათვის, რადგან ამ დროს ნაკლები მოთხოვნაა და დასარჩენი ადგილები თუ სხვადასხვა პროდუქციაც იაფდება. ამსტერდამი სხვადასხვა ფესტივალს მასპინძლობს, მათ შორის ჰოლანდიურ ფესტივალს ივნისში. ზამთარში კი ნახავთ განათებების ფესტივალს ამსტერდამის არხებზე. ეს ულამაზესი შოუ ყველა ტურისტისთვის აღმაფრთოვანებელია.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ამსტერდამში?
ამსტერდამში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. ამსტერდამის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს მეტროს, ავტობუსიებს, ტრამვაის, მატარებლებს, ხოლო სეირნობის მოყვარულებისათვის აქ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებაა შესაძლებელი.
ტრამვაი
ამსტერდამში ტრამვაის 15 ხაზია. ტრამვაის საშუალებით აქ ბევრ ტურისტულ ადგილას მიხვალთ. ბილეთების შეძენას საბანკო ბარათებით ან სმარტფონებით უპრობლემოდ შეძლებთ. ტრამვაი დილის 6-დან შუაღამემდე მოგემსახურებათ. შეგიძლიათ შეიძინოთ დღიური ბილეთები, მაგალითად 48-საათიანი სატრანსპორტი კარტა ღირს 15€, 72-საათიანი 21€, ხოლო 96-საათინი 26€.
მეტრო
ამსტერდამის მეტროს 5 ხაზი და 59 სადგური აქვს. ერთჯერადი ბილეთი 3.20€ ღირს. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სადგურებზე, ჯიხურებში ან ტურისტულ ცენტრებში.
ველოსიპედი
ალბათ ბევრჯერ გინახავთ, როგორ გადაადგილდებიან ველოსიპედით ამსტერდამში. ველოსიპედის ქირაობას სხვადასხვა საფასო კატეგორიაში შეძლებთ. ყველაზე იაფად, 50€-დან ზემოთ. სპეციალური აღჭურვილობის ქონა არ არის აუცილებელი. ასევე, გაითვალისწინეთ რომ ავტობუსებსა და ტრამვაიში ველოსიპედით ასვლა აკრძალულია, თუმცა ამისთვის არ დაჯარიმდებით.
ავტობუსი
ამსტერდამის ავტობუსები ქალაქის ცენტრალურ უბნებსა თუ გარეუბნებში მარტივად მიგიყვანთ. ავტობუსები მოგემსახურებათ დილის 6-დან ღამის 12:30-მდე, თუმცა ქალაქს ყავს ღამის ავტობუსებიც. ავტობუსის ბილეთი € 3.20 ღირს დღისით, € 4.50-ად კი ღამის ავტობუსით იმგზავრებთ. ავტობუსში შეგიძლიათ ადგილზევე გადახდა ან საკრედიტო ბარათით წინასწარ.
ფეხით
ყველაზე ბიუჯეტური გზა ამსტერდამში სამოგზაუროდ ფეხით სიარულია. აქ ქალაქის შემოვლა ნამდვილად შეგიძლიათ სეირნობით, განსაკუთრებით კი მის არხებზე სეირნობით შეგიძლიათ დატკბეთ.
რომელია საუკეთესო პარკები ამსტერდამში?
ამსტერდამი ბევრ დასასვენებელ სივრცეს შემოგთავაზებთ. აქაური პარკები მშვიდი და კეთილმოწყობილია. თუ გადაიღალეთ მოგზაურობისას ან უბრალოდ სიმწვანეში სეირნობა მოგინდათ, მაშინ ამსტერდამის პარკებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
ვონდელპარკი
ვონდელპარკი (Vondelpark) – ყველაზე ცნობილი პარკი ამსტერდამში. ნებისმიერ დროს აქ სიმშვიდე და სუფთა გარემო დაგხვდებათ. გაზაფხულსა და ზაფხულში აქაურობა პოპულარულია პიკნიკისა და ბარბექიუსათვის.
ვესტერპარკი
ვესტერპარკი (Westerpark) – ქალაქის დასავლეთით მდებარე პარკი. აქ ნახავთ როგორც დასასვენებელ ადგილებს, ასევე საქანელებსა და ატრაქციონებს.
რებრანტპარკი
რებრანტპარკი (Rembrandtpark) – ეს ადგილი ქალაქის არხებსა და ხიდებს უკავშირდება. პარკი ძალიან მშვიდია. აქ ყველანაირი ტიპის აქტივობის განხორციელებას შეძლებთ.
ოსტერპარკი
ოსტერპარკი (Oosterpark) – ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი საყვარელი ადგილია აქაური მცხოვრებლებისთვის. აქ სასეირნო ბილიკებია მოწყობილი და ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული.
ამსტელპარკი
ამსტელპარკი (Amstelpark) – ძალიან საყვარელი, მყუდრო ადგილია. ქალაქის ხმაურისაგან გაქცევა თუ გსურთ, ამ პარკს უნდა მოაკითხოთ.
ნორდენპარკი
ნორდენპარკი (Noorderpark) – ეს ადგილი განსაკუთრებით საშობაოდ, ბაზრების დროს არის პოპულარული. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ აქ სეირნობასა და განტვირთვას.
გადაწყვიტე ამსტერდამში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ამსტერდამში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები ამსტერდამზე
რამდენი დღეა საკმარისი ამსტერდამის მოსანახულებლად?
3 დღე მაინც გათვალეთ ამსტერდამისთვის, რათა კარგად მოასწროთ ქალაქის დათვალიერება.
რა უნდა წავიღოთ ამსტერდამში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ამსტერდამში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. აქ ცვალებადი ამინდია, ამიტომ მზისგან დამცავიც უნდა გქონდეთ თან და ქოლგაც. ამსტერდამში ველოსიპედით გასეირნებას თუ აპირებთ, სპორტული ტანსაცმელიც უმჯობესი იქნება რომ წაიღოთ.
რით არის გამორჩეული ამსტერდამი?
ამსტერდამი თავისი განსხვავებული ცხოვრების სტილით აწონებს ტურისტებს თავს. აქაურობა სავსეა ულამაზესი ყვავილებით, ქალაქის ქუჩები კი მშვიდი და მოწესრიგებულია. ქალაქი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ძეგლების ნაირფეროვნებასაც დაგახვედრებთ.
რამდენად ძვირია ამსტერდამი?
ამსტერდამი სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ. აქ €60-80-ს ფარგლებში შეძლებთ ყოველდღიური ხარჯების დამენეჯმენტებას.
რამდენად უსაფრთხოა ამსტერდამში მოგზაურობა?
ამსტერდამი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია სამოგზაუროდ. აქ კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, პოლიციის მომსახურება კი სწრაფი და ეფექტური.
როდისაა საუკეთესო დრო ამსტერდამში სამოგზაუროდ?
გააჩნია რა გსურთ. ზაფხული ცხადია ტურისტულად პოპულარულია. თუმცა, სექტემბრიდან მაისის ჩათვლით ამსტერდამის კულტურული დღეები აღზევების პიკშია. არც ზამთარი დაგწყვეტთ აქ გულს- გაყინულ არხებზე შეიძლება სრიალიც კი შეძლოთ, თუმცა ზამთარი მაინც ცივი და წვიმიანია.
რომელია ამსტერდამთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
AMS – ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 17 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ამსტერდამში?
თბილისიდან ამსტერდამში პირდაპირი რეისებით გაემგზავრებით, ქუთაისიდან და ბათუმიდან კი გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ამსტერდამში?
თბილისიდან ამსტერდამში პირდაპირი ავიარეისებით წასასვლელად შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ავიაბილეთებს: KLM airlines, Georgian Airways და Transavia. გადაჯდომით ფრენებს კი შემოგთავაზებთ Pegasus, Ajet Airlines, AirBaltic და სხვა. ხოლო, თუ ქუთაისიდან გაფრენა გირჩევნიათ, ავიაკომპანია Pegasus აქედანაც ახორციელებს ფრენებს ამსტერდამში, მხოლოდ გადაჯდომით. ბათუმიდან კი ამსტერდამში გამგზავრებას Turkish Airlines -ის ტრანზიტული რეისებით შეძლებთ.
როგორ შევიძინოთ ამსტერდამის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო პლატფორმა Avia.ge , რათა საუკეთესო ფასად ნახოთ ფრენები ამსტერდამში.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ამსტერდამში მოგზაურობის წინ