თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ამსტერდამის ავიაბილეთები, წინ დიდი სიამოვნება გელით. არხების ლაბირინთით, მსოფლიო დონის მუზეუმებით, ბუტიკების მაღაზიებითა და სასტუმროებით, მყუდრო კაფეებით, კულტურული ცენტრებითა და, რა თქმა უნდა, ყავის შოპებით, ამსტერდამი სასიამოვნოა მოსანახულებელია.

თუ გინდათ დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ აქტივობებისა და სანახაობების შესახებ, რითაც ამსტერდამს ახლოდან გაიცნობთ და შეიყვარებთ.

1. მუზეუმები

ყველაფერი, რაც გსმენიათ ამსტერდამის ცნობილი ხელოვნების მუზეუმების სამეულის შესახებ, სიამრთლეა – ისინი უდავოდ საუკეთესოთა შორის არიან. დიდი სამეულის სახელით ცნობილი, Rijksmuseum, ვან გოგის მუზეუმი და Stedelijk მუზეუმი, ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი მნიშვნელობით.

ნიდერლანდების უდიდესი მუზეუმი, Rijksmuseum მოიცავს 800 წლიან ხელოვნების ისტორიას და შეიცავს მილიონზე მეტ ობიექტს. ამ გრძელი დარბაზის თაღოვანი ჭერის ქვეშ ჩამოკიდებულია ვერმეერის, ფრანს ჰალსის და რემბრანდტის შედევრები, რომლებსაც ბოლოში უზარმაზარი ნახატი „ღამის გუშაგები“ ამშვენებს.

ვან გოგის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის აუცილებელია ვან გოგის მუზეუმში ვიზიტი, სადაც განთავსებულია მისი ნამუშევრების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის ხატოვანი ნახატები და მისი ასობით ჩანახატი.

თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მოყვარულთათვის, სტედელიკის მუზეუმი გთავაზობთ ნამუშევრების ფართო არჩევანს, მათ შორის შაგალის, მონდრიანის, მაქს ერნსტის, ელ ანაცუისა და სტივ მაკქუინის ნამუშევრებს, ასევე ლე კორბუზიესა და გერიტის ავეჯის დიზაინებს.

2. გამოიკვლიეთ ქალაქის ყველაზე მრავალფეროვანი ბაზარი

1910 წლიდან Dappermarkt ემსახურება Oost-ის რაიონს, რომელიც ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და კულტურულად მრავალფეროვანი უბანია ქალაქში. 200-ზე მეტ “სადგომს” შორის ნახავთ ყვავილებს, ახალ თევზს, ხილსა და ბოსტნეულს, ასევე სპეციალიზებული საკვების, სანელებლებისა და ფერადი ქსოვილების უზარმაზარ ასორტიმენტს თურქეთიდან, სურინამიდან, მაროკოდან და ახლო აღმოსავლეთიდან. აქ ასევე ასევე უამრავი ჰოლანდიური პროდუქტია, სტროოპვაფელებიდან დაწყებული გუდა ყველით დამთავრებული.

3. გასეირნება არხებში

ეჭვგარეშეა, არხების გასწვრივ სეირნობა ამსტერდამში ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის. ქალაქის ცენტრიდან იშლება არხების სერია, ტერიტორია, რომელსაც გრახტენგორდელი ჰქვია.

არხის დასავლეთი მონაკვეთი ყველაზე თვალწარმტაცია. ეს არის De 9 Straatjes, ანუ ცხრა ქუჩების მდებარეობა. ეს პატარა ქუჩები არის ბუტიკების მაღაზიების, კაფეების, ხელოვნების გალერეებისა და რესტორნების თავშესაფარი. აქ ძალიან მარტივად შეგიძლიათ შუადღის გატარება, მაღაზიიდან მაღაზიაში გადანაცვლებით. მაშინაც კი, თუ შოპინგი არ არის თქვენი საქმე, ეს ტერიტორია, თავისი არხის სახლებითა და ქვაფენილიანი ქუჩებით, სასიამოვნოა შესასწავლად.

4. ანა ფრანკის სახლი

ანა ფრანკის სახლი ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია. როგორც იცით, მეორე მსოფლიო ომის დროს ანა ფრანკი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ საიდუმლო ანექსში ამსტერდამში, ნაცისტებისგან მიმალული. ორი წლისა და ერთი თვის განმავლობაში ანა, მისი დედა, მამა და და, ისევე როგორც ოთხი სხვა ებრაელი, იზიარებდნენ პატარა სივრცეს, რომელიც მხოლოდ დაახლოებით 450 კვადრატული ფუტი იყო (42 კვადრატული მეტრი). ამ დროის განმავლობაში ანა ინახავდა ჟურნალს, რომელიც გახდებოდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული დოკუმენტი.

როდესაც ანა ფრანკის სახლს დაათავლიერებთ, ნახავთ დამალულ ოთახებს და მოძრავ წიგნების კარადას, რომელიც ფარავდა ამ ოთახებში შესასვლელს.

5. პიკნიკი ვონდელპარკში

ვონდელპარკი არის ამსტერდამის უდიდესი მწვანე სივრცე. ის მდებარეობს Rijksmuseum-ისა და ვან გოგის მუზეუმის გვერდით Museumplein-ზე, ასე რომ, ეს შესანიშნავი ადგილია სასეირნოდ, თუ გადატვირთვა მოგინდებათ.

თუ ამსტერდამში ველოსიპედით მოძრაობთ, ეს პარკი, თავისი ფართო ბილიკებით, ძალიან სასიამოვნო და სახალისო დასათვალიერებელია.

6. გამოიკვლიეთ ამსტერდამი ველოსიპედით ან ნავით

ვინაიდან ამსტერდამი ისეთი კომპაქტური ქალაქია, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობები თავმოყრილია ქალაქის ცენტრში და მის ირგვლივ, ფეხით გადაადგილება ძალიან ადვილია, მისი შესწავლა ველოსიპედით ძალიან სახალისოა.

ალბათ ამსტერდამში უფრო მეტი ველოსიპედია ვიდრე ადამიანი. ქალაქის ქუჩების გასწვრივ არის ცალკე ველოსიპედის ბილიკები და ქუჩის განათება ველოსიპედისტებისთვის. ამსტერდამი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შეგიძლიათ ველოსიპედით ხელოვნების მუზეუმში, Rijksmuseum-ში გასეირნება.

კიდევ ერთი შესანიშნავი გზა ქალაქის დასათვალიერებლად არის არხის ტური. უამრავი ვარიანტია, დახურული ნავებით გასეირნება ადამიანთა დიდი ჯგუფებით დაწყებული კერძო ტურებით დამთავრებული.

7. იხილეთ ტიტები კეუკენჰოფში

აპრილსა და მაისში კეუკენჰოფი არის ყვავილოვანი ნარცისების, ტიტებისა და ჰიაცინტების საოცრებათა ქვეყანა. ეს ულამაზესი სანახაობაა და ნამდვილად ღირს ვიზიტი, თუ აპირებთ ამსტერდამში ყოფნას ამ პერიოდის განმავლობაში.

8. ხედი A’DAM LOOKOUT-დან

A’dam Lookout არის ერთ-ერთი ახალი ადგილი ქალაქში. თუ გსურთ ამსტერდამის განსაცვიფრებელი ხედებით ტკბობა ან ადრენალინი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. სადამკვირვებლო გემბანიდან იშლება ქალაქის პანორამული ხედები.

9. გაეცანით ისტორიას მუზეუმ Ons’ Lieve Heer op Solder-ში

ეს არხის სახლი, რომელიც აშენდა 1630 წელს, გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება. მაგრამ შიგნით, ზედა დონეზე, განთავსებულია საიდუმლო კათოლიკური ეკლესია. კათოლიციზმი აკრძალული იყო ამსტერდამში მე-17 საუკუნეში, ამიტომ ადამიანები თავიანთ სახლებში ააგებდნენ პატარა ეკლესიებს, რომლებიც საზოგადოების მხედველობისგან მიმალული იყო. ეს ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე კარგად შემონახული.

აუდიო ტურის განმავლობაში თქვენ მიიღებთ მომხიბლავი ისტორიის გაკვეთილს ამსტერდამისა და ნიდერლანდების შესახებ, როდესაც გადიხართ ამ 400 წლის სახლის ოთახებში. ტური მთავრდება ზედა სართულზე მდებარე სანახაობრივი ეკლესიის მონახულებით.

10. ეწვიეთ ამსტერდამის ისტორიულ ქალაქ ცენტრს

ამსტერდამის ზოგიერთი უძველესი და ისტორიული ღირსშესანიშნაობა ქალაქის ცენტრშია. ჩრდილოეთით არის ცენტრალური სადგური, ამსტერდამის მთავარი მატარებლის სადგური. დამრაკის ავენიუ გადის ამ რაიონის ცენტრში და ორივე მხარეს არის სავაჭრო ქუჩები, მუზეუმები და ისტორიული ადგილები განთავსებული.

ეწვიეთ Oude Kerk (ძველი ეკლესია), ამსტერდამის უძველესი ნაგებობას, რომელიც აკურთხეს 1306 წელს. Nieuwe Kerk (ახალი ეკლესია), თარიღდება 1409 წლით და მდებარეობს პირდაპირ Dam Square-ზე. დამის მოედანზე ასევე მდებარეობს სამეფო სასახლე. იგი აშენდა ქალაქის დარბაზად, მაგრამ მოგვიანებით გადაკეთდა მეფე ლუი I-ის სასახლედ.

ამსტერდამის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც შვეიცარიაში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაროგორ მოვხვდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments