თურქეთის ხელისუფლება, ჩქაროსნული რკინიგზის გაფართოებას გეგმავს და აპირებს, რომ ერთმანეთს დააკავშიროს ქვეყნის ორი უდიდესი აეროპორტი – საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი და სტამბოლის ახალი აეროპორტი.

ანკარა-სტამბულის ჩქაროსნული მატარებლის ხაზი, სავარაუდოდ გებზეს რაიონში გაივლის, კოჯაელის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით, სტამბულის სრუტეზე გადაკვეთს სულთან სელიმ იავუზის ხიდს, შემდეგ დაბრუნდება საბიჰა გოქჩენის აეროპორტში და ბოლოს მიაღწევს სტამბოლის ახალ აეროპორტს.

ცნობილია რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი შეავსებს სტამბოლის უკვე ვრცელ სატრანსპორტო ქსელს და გაამარტივებს მიმოსვლას აეროპორტებს შორის.

გარდა ამისა, იგეგმება 34 კმ-იანი მეტრო ხაზის გაშვება სტამბულის ახალი აეროპორტიდან კიაგითჰანის რაიონიდან. ხაზი, რომელიც რვა სადგურისგან შედგება, გაივლის არნავუტკოის და ეიუპ სულთანის რაიონებს. მეტროს დატვირთვიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ მგზავრთა რაოდენობამ დღეში 800 000 მგზავრს გადააჭარბოს.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202427 მაისი 2024AJetავიაბილეთები 415 -დან
5 ივნისი 202413 ივნისი 2024AJetავიაბილეთები 351 -დან
24 ივლისი 202429 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 367 -დან
15 აგვისტო 202416 აგვისტო 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 341 -დან
აეროპორტებს შორის სწრაფი და შეუფერხებელი მიმოსვლა, საშუალებას მოგცემთ, ტრანზიტული რეისების შემთხვევაში, მარტივად გადაადგილდეთ აეროპორტებს შორის, რაც საკმაოდ ამარტივებს სტამბოლის გავლით ნებისმიერი რეისის დაგეგმვას.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ მოვხვდეთ სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
შემდეგი სტატიანიუ-იორკის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იგეგმება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments