რა არის ტურების კატეგორია?


ტურების კატეგორია არის იმ სტატიათა კრებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში ტურების შესახებ ინფორმაციას ნახავთ
რა ინფორმაციას აერთიანებს ტურების კატეგორია?


ეს სტატიები მოიცავს ინფორმაციას არა მხოლოდ უშუალოდ ტურების შესახებ, არამედ თქვენ მიერ არჩეული ქალაქის ღირსშესანიშნაობების, აქტივობებისა და მოგზაურობისათვის საჭირო დეტალების თაობაზე.
ვისთვისაა ტურების კატეგორია?


ტურების კატეგორია მათთვისაა, ვინც რომელიმე ქალაქში მოგზაურობას გეგმავს და სურს ეს რაც შეიძლება მარტივად და ბიუჯეტურად გამოუვიდეს. ამ სტატიებს შეიძლება გაეცნოს ის ადამიანიც, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, რომელ ქალაქში სურს მოგზაურობა და ზოგადი წარმოდგენის შექმნა ჰგონია რომ არჩევანს გაუმარტივებს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტურების სტატიები?


ტურების სტატიებში მითითებულია ნომერი და ფორმა - შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან თავად შეავსოთ ფორმა ტურების დასაჯავშნად.
რომელი ქალაქების მიმართულებით ვნახავთ ტურებს?


ტურებს ნახავთ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. თქვენთვის სასურველი ქალაქის პოვნა მრავალფეროვანი არჩევანიდან არ გაგიჭირდებათ.
რა მომსახურებას მოიცავს ტურები?


ტურები მოიცავს ავიაბილეთებს, სასტუმროს, საუზმესა და სამოგზაურო დაზღვევას
რამდენად არის შესაბამისობაში სტატიებში ამოკითხული ინფორმაცია რეალობასთან?


ტურების ფასები დგინდება სასტუმროს პირობებისა და მოცემული დროის პერიოდში საუკეთესო ფასის ავიაბილეთების მიხედვით, რომელთა გადამოწმებაც თავადაც შეგიძლიათ. ამიტომ, სტატიებში მოცემული ინფორმაცია სრულადაა შესაბამისობაში რეალობასთან.
არის სპეციალური შეღავათები ტურებზე?


Avia.Ge მკითხველს საუკეთესო პირობებს სთავაზობს - სტატიებში მოცემული ინფორმაცია ყველაზე ბიუჯეტურ ავიაბილეთებსა და მისაღები ფასისა და პირობების სასტუმროებს გულისხმობს. შესაბამისად, ტურების სტატიებში მოცემული პირობებით დაჯავშნისას, თქვენ აბსოლუტურ მოგებაში ხართ.