ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდავის, China Eastern Airlines -ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის პერსპექტივა.
აღინიშნა, რომ საქართველოს მხარესა და China Eastern Airlines-ს შორის მოლაპარაკებები დასასრულ ეტაპზეა და შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფრენების დაწყება ჩინეთსა და საქართველოს შორის უკვე მიმდინარე წელს იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში, China Eastern Airlines-ის დელეგაცია გაეცნო საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურას და ადგილზე დაათვალიერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთან, მოქმედმა უვიზო რეჟიმმა ხელი შეუწყო ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 ივნისი 2025 | 21 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 087 -დან |
5 ივლისი 2025 | 13 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 603 -დან |
მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines გახდება მესამე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლას განახორციელებს. ამჟამად ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ასრულებს ორი ავიაკომპანია – Air China (3 სიხშირით) და China Southern Airlines (5 სიხშირით), თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს მარშრუტზე.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 13,875 ვიზიტი განხორციელდა ჩინეთიდან, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.1%-ით გაზრდილია. მთელი 2024 წლის მონაცემებით კი, ჩინელ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 83.4%-ით გაიზარდა და 88,583 ვიზიტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ჩინეთი მე-11 ადგილს იკავებს საერთაშორისო ვიზიტების ტოპ 15 ჩამონათვალში.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907