თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფრთხოების და მომსახურების მაღალი სტანდარტები – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული რესერთიფიცირების აუდიტი წარმატებით გაიარა და საერთაშორისო აღიარება ISAGO-ს სერთიფიკატის სახით ხელახლა მოიპოვა.

ISAGO წარმოადგენს მნიშვნელოვან დასტურს იმისა, რომ აეროპორტში მიწისზედა მომსახურება სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს და ხარისხის მაღალ დონეს. აღნიშნული სერთიფიკატი დადებითად მოქმედებს აეროპორტის საერთაშორისო იმიჯზე და ზრდის ავიაკომპანიების ნდობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არსებული და პოტენციური ავიაგადამზიდავების მოზიდვაში.

იაფი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი4 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 462 -დან
ალმაატა30 აგვისტო 202613 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 137 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 681 -დან
ანკარა30 ივლისი 20263 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 353 -დან
ათენი17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 511 -დან
აბუ დაბი9 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 840 -დან

თბილისის აეროპორტი ამ აღიარებას მანამდეც ფლობდა, თუმცა მიმდინარე რევიზიის წარმატებით დასრულების შემდეგ მისი მოქმედების ვადა განახლდა. ახალი სერთიფიკატი 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა აეროპორტის მმართველ კომპანიას – ტავ ჯორჯიას, და ორი წლის ვადით იმოქმედებს.

ტავ ჯორჯია უკვე ორი ათწლეულია, რაც საქართველოში ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებაა. ISAGO-ს სერთიფიკატი სწორედ ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასტურია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 ივნისიდან, Omnibus და Georgian Bus თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ, ახალი მისამართებიდან გავლენ
შემდეგი სტატიაChina Eastern Airlines საქართველოში ფრენებს განიხილავს – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted