მოგზაურობა და თვითმფრინავით მგზავრობა ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებას არ უკავშირდება. არის შემთხვევები, როდესაც მოგზაურები გაუთვალისწინებელ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რაც მათ მოგზაურობას წარუმატებელ და არასასიამოვნო მოგონებად აქცევს.

ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ხშირად, ავიაკომპანიების გამო ხდება. ეს შეიძლება იყოს ბარგის დაკარგვა, ცუდი მომსახურება, ფრენის გადადება ან გაუქმება და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ბარგის შენახვის სერვისმა, Bounce -მა შეადგინა სია, რომელშიც 10 ყველაზე ცუდი ავიაკომპანია შეიყვანა. ეს სია კომპანიამ მგზავრების მიერ გაკეთებული შეფასებებისა და საჩივრების მიხედვით შეადგინა. ავიაკომპანიები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ცუდი კვება, არაკომფორტული დასაჯდომები, ბარგის რეგულაციები და ა.შ.

ამ ავიაკომპანიებიდან საქართველოში მხოლოდ ორი მათგანია კარგად ნაცნობი. ესენია, უკრაინული ავიაკომპანია FlyUia და ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair – ი. როგორც ჩანს, ეს ავიაკომპანიები მგზავრების მოთხოვნილებებს სათანადოდ ვერ აკმაყოფილებენ.

Bounce – მა ავიაკომპანიები 5 ბალიანი სისტემით შეაფასა. ყველაზე დაბალი შეფასება კოლუმბიურმა ავიაკომპანია Viva Air Columbia – მ მიიღო, 5-დან 1 ყველა კრიტერიუმში, ხოლო პორტუგალიურ ავიაკომპანია TAP – ს ბოლო ექსვი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი, 1430 საჩივარი ჰქონდა მიღებული.

„ლოუქოსთერებმა“ Ryanair -მა და Easyjet – მა 5-დან 3 ქულიანი შეფასება მიიღეს. ამ ავიაკომპანიების მიმართ ძირითადი პრეტენზიები და უკმაყოფილება ბარგის პოლიტიკის გამო გამოითქვა.

გთავაზობთ TOP -10 ყველაზე ცუდი ავიაკომპანიის ჩამონთვალს მომხმარებლების შეფასების მიხედვით, 10 ბალიანი სისტემით:

  1. Viva Air Columbia – 3.4 ქულა (კოლუმბია)avia.ge
  2. Viva Aerobus – 3.6 ქულა (მექსიკა)
  3. Volaris Airlines – 4.0 ქულა (მექსიკა)
  4. Ryanair – 2 ქულა (ირლანდია)
  5. Interjet – 4.6 ქულა ( მექსიკა)
  6. Vueling Airlines – 5.0 ქულა (ესპანეთი)
  7. Easyjet – 5.3 ქულა (დიდი ბრიტანეთი)
  8. TAP – 3 ქულა (პორტუგალია)
  9. Ukraine International Airlines – 5.3 ქულა (უკრაინა)
  10. Swoop – 8 ქულა ( კანადა)
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდიან
შემდეგი სტატიაIsrair Airlines ავიაკომპანია ისრეარი
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments