საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის და პირდაპირი რეისების ჩამონათვალს ახალი მიმართულება ემატება.

ამჯერად, პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და ბანგკოკს შორის დაიწყება, რომელსაც ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X შეასრულებს. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანიაა ტაილანდში, მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია და 29 ადგილობრივ, ხოლო 66 საერთაშორისო მიმართულებაზე ახორციელებს რეისებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიმართა შეხვედრა ავიაკომპანიის წარმომადგენლობასა და ტავ ჯორჯიასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის. მათ ფრენის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს და ავიაკომპანიის წარმომადგენლობას „ტავ ჯორჯიას“ სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესი გააცნეს.

საქართველოს მოქალაქეებს ეგზოტიკურ და ულამაზეს ბანგკოკში პირდაპირი რეისით გამგზავრება 28 დეკემბრიდან შეეძლებათ. ჩარტერული ფრენები 3 თვის განმავლობაში შესრულდება და ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ივნისი 202530 ივნისი 20252 Გაჩერებაflynasავიაბილეთები 1 829 -დან
9 ივლისი 202516 ივლისი 20252 ᲒაჩერებაFlyadealავიაბილეთები 1 711 -დან
1 აგვისტო 202531 აგვისტო 20252 Გაჩერებაflynasავიაბილეთები 1 834 -დან
11 სექტემბერი 202517 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 694 -დან
20 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 945 -დან
9 ნოემბერი 202518 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 733 -დან
8 დეკემბერი 202522 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 835 -დან
24 იანვარი 202631 იანვარი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 938 -დან
1 თებერვალი 202610 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 844 -დან
14 აპრილი 202611 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 215 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიარის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?
შემდეგი სტატიარუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments