თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია აცხადებს რომ ახალი ქართული ავია კომპანია Myway Airlines-ი თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას გეგმავს.
Myway Airlines-ი არც თუ ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა ბაზარზე და ფრენებს ევროპის მიმართულებით ასრულებს.
თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით აქამდე პირდაპირი ფრენები არ სრულდებოდა.
რეისები 28 ოქტომბრიდან დაიწყება და კვირაში სამი დღე იმოქმედებს – სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. TAV ჯორჯიას განცხადებით ფრენებს ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდები შეასრულებს.