სამოგზაუროდ წასვლა ბევრ სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული. საჭიროა კარგად მოვემზადოთ, სანამ ჩვენთვის უცნობ ქვეყანაში წავალთ.

ტურისტების კომფორტისთის შექმნილია აპლიკაციები, რომლებიც უცხო გარემოსთან ურთიერთობას გაგვიადვილებს.

პირველი და უმთავრესი აპლიკაცი, რომელიც არა მარტო უცხოეთში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც გამოგვადგება Google Maps-ია. ეს აპლიკაცია გვეხმარება ჩვენთვის სასურველი ქუჩის, ადგილისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძიებაში.

ისევ Google-ს მივმართოთ დასახმარებლად, თუ არ ვიცით ენა და გვინდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან გამოგადგებათ Google Translate. გაითვალისწინეთ ასევე რომ ზრდილობიანი „გამარჯობა“ და „მადლობთ“, ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენია.

Booking.com ალბათ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ შეგიძლიათ ალტერნატიული გზებიც მოიძიოთ, როგორიცაა Airbnb– ი. ეს ვებ-გვერდი და აპლიკაცია გაპოვნინებთ ოთახს ან ბინას, თან საკმაოდ იაფ ფასებში. ასევე შემიძლია გირჩიოთ სასტუმროების საძიებო სისტემა – სადაც ყველა არსებულ ჰოსტელს დაათვალიერებთ და ფასებს გაიგებთ.

ძალიან საინტერესოა ასევე Hotels Tonight -აპი, თუ სპონტანურად გადაწყვიტეთ მოგზაურობა და არ იცით ღამე სად დარჩეთ, გახსნით ამ აპლიკაციას, რომელიც გაჩვენებთ იმ ღამის თავისუფალ ოთახებს.

არსებობს აპლიკაცია – App in the Air– რომელიც შეგიძლიათ თვითმფრინავში გამოიყენოთ, თუ გაინტერესებთ რომელი ქვეყნის თავზე ხართ ახლა და რამდენ ხანში მოხვდებით დანიშნულების ადგილას.

Wifi finder – ი გიპოვით ადგილს, სადაც უფასო ინტერნეტით ისარგებლებთ. მაგალითად თუ ეძებთ კაფეს, სადაც თავისუფლად ისარგებლებთ ინტერნეტით.

თუ ინტერნეტთან არ გექნებათ წვდომა არც ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან არსებობს კიდევ ერთი აპლიკაცია – MAPS.ME, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და გეხმარებათ გზებისა და ადგილდებარეობის მოძიებაში.

TripAdvisor – არის აპლიკაცია, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ერთდროულად მოიძიებთ, მათ შორის შედის : რესტორნები, ბინები, რუკები და ა.შ.

ავიაბილეთების მობილური საძიებო  აპლიკაცია რომელის დახმარებით ავიაბილეთების შეძენას 12%  ტამდე დაბალ ფასად შეძლებთ შეიძნიოთ ავიაბილეთები სტანდარტული ვებსაიტის ფასებთან შედარებით

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუცნაური და ორიგინალური ჰოსტელები
შემდეგი სტატიაMyway / ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments