საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა კიდევ ერთ ავიაკომპანიას მიენიჭა. ამჯერად, ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას საქართველოს მიმართულებით.

Thai Air Asia X 5 წლის წინ, 2014 წელს დაარსდა ტაილანდში და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და წარმატებული ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში განხორციელდება. ჯამში, 6 ჩარტერული  რეისი განხორცილდება : 25, 27, 28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს. აღნიშნული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

Thai Air Asia X – ს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულების უფლება საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თავდაპირველად 21 ოქტომბერს, 2 რეისზე მიენიჭა. ავიაკომპანიამ, დამატებითი განცხადების გაკეთების შემდეგ კი, კიდევ 4 რეისის შესრულების ნებართვა 27 ნოემბერს მიიღო.

თბილისი ბანგკოკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
31 August 202617 September 20261 StopSCATავიაბილეთები 2 011 -დან
2 September 202613 September 20262 StopsAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 793 -დან
25 October 20268 November 20261 StopSCATავიაბილეთები 1 651 -დან
1 November 20268 November 20261 StopSCATავიაბილეთები 1 565 -დან
3 December 20263 January 20271 StopSCATავიაბილეთები 1 840 -დან
14 January 202731 January 20271 StopSCATავიაბილეთები 1 658 -დან
4 February 202714 February 20271 StopSCATავიაბილეთები 1 591 -დან
11 March 20272 April 20272 StopsSCATავიაბილეთები 1 837 -დან
11 April 202731 May 20272 StopsChina Easternავიაბილეთები 2 186 -დან
27 July 202712 August 20271 StopAir Astanaავიაბილეთები 2 712 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპეგასუსი ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს
შემდეგი სტატია10 საუკეთესო ქვეყანა მიგრანტებისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted